კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (53)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

კობიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კობა.
„კობიაშვილი მოიაზრება კახთა უფროსად. გამოჩენილი გმირობისთვის ამირი ყუბილახანის მეფეთა მიიღეს აზნაურად 1253 წელს და იწოდებოდნენ კობიაშვილებად“.
იოსებ კობიაშვილი მოწმედ მოიხსენიება 1714 წელს, ირდისუბანში, ზაზა საგინაშვილის მიერ ასლამაზ ჩაჩიკაშვილისადმი გაცემულ ყმისა და მამულის ნასყიდობის წიგნში.
საქართველოში 1 875 კობიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 630, თელავში – 366, გურჯაანში – 330. არიან სხვაგანაც.
დარჩიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი დარჩი.
1873 წლის აღწერით, ენაგეთის ახალშენში, აზნაურ ანტონ ყორღანაშვილის მამულში მოიხსენიებიან დათა დარჩიაშვილი და მისი შვილები.
ამავე ძირისაა გვარი დარჩიძე. აჭარაში, შუახევის რაიონში, არის სოფელი დარჩიძეები.
საქართველოში 1 104 დარჩიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 407, გურჯაანში – 109, ახმეტაში – 91. არიან სხვაგანაც.
ძულიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ძულია.
1873 წლის აღწერით, ბორბალოში მოიხსენიებიან მათე და გიორგი ძულიაშვილები.
ძულია ნურუაშვილი მოიხსენიება გოდერძი ყოინიძის მიერ მურმან გურგანიშვილისადმი მიცემულ გადაწყვეტილების წიგნში.
საქართველოში 695 ძულიაშვილი ცხოვრობს: გურჯაანში – 199, თბილისში – 142, თელავში – 56. არიან სხვაგანაც.
გლახაშვილი-გლახუნაშვილი
ქარელში გვხვდება შემდეგი სახელები: გლახა, გახა, გლახუა, გლახუკა;
გლახა ბადურაშვილი მოიხსენიება თეიმურაზ მეორის განჩინების წიგნში, 1753 წლის ნუსხაში.
1823 წელს, სოფელ ერტისში, აღწერის მიხედვით, გედევანიშვილების გლეხებად მოიხსენიებიან გიორგი და დავით გლახაშვილები.
ახლად დაარსებულ სოფელ გოხნარში, 1873 წლის აღწერით, მოიხსენიება ღვთისავარ გლახაშვილი და მისი ოჯახი. ისინი 1872 წელს დუშეთის მაზრის სოფელ სეფედან გადასულან.
ამავე ძირისაა გვარი გლახუნაშვილი.
საქართველოში 69 გლახაშვილი ცხოვრობს: გორში – 41, თელავში – 12, ახმეტაში – 9. არიან სხვაგანაც.
ლონდარიძე
გვარის ფუძეა მეტსახელი ლონდრე.
„სოფელ თიანეთში მცხოვრებ სახაზინო გლეხს, ნინია ლონდარიძესა და მის ცოლს, 1832 წელს შეეძინათ ვაჟი, რომელიც მონათლა მღვდელმა აბრამ თეთრაძემ. სახელად დაარქვეს ბერი.” ამავე ძირისაა გვარები: ლომდარიძე და ლონდარიშვილი.
საქართველოში 1 159 ლონდარიძე ცხოვრობს. თბილისში 364, ასპინძაში 317, თეთრი წყაროში 103. არიან სხვაგანაც.
ზანკალიანი-ზალკალიანი
ამ გვარის წარმომადგენლები ცხოვრობენ ლეჩხუმის რაიონის სოფელ ცაგერში. ისინი ადრე ძველი სვანეთის სოფელ კალაში სახლობდნენ, შემდეგ ცაგერში გადასულან. ამ სოფელში გადასახლებამდე ისინი გვარად ზანკალს ატარებდნენ, იქ კი გვარი შეიცვალეს.
გვარის წარმომადგენლებმა იციან, რომ ეს ორი გვარი ერთი და იგივეა და განაყოფები არიან.
დღეისთვის სვანეთში ზანკალიანის გვარის წარმომადგენლები აღარ გვხვდებიან.
საქართველოში 41 ზანკალიანი ცხოვრობს: თბილისში – 6, თერჯოლაში – 6, ბოლნისში – 4. არიან სხვაგანაც.
86 ზალკანიანი: ქუთაისში – 32, ცაგერში – 20, რუსთავში – 12. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3