კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას მოჰყვა ძმის მიერ ინვალიდი ნახევარდის მკვლელობა – ფარული რომანი თუ განზრახ მკვლელობა ანგარებით

32 წლის  ინგა  ნ-ოვი უფროსი ძმის მსხვერპლი გახდა. და-ძმის  ფიზიკური  დაპირისპირება  ტრაგიკულად დასრულდა – 42 წლის  რობერტ ნ-ოვმა დას გულ-მკერდის არეში დანით რამდენიმე   ჭრილობა  მიაყენა. ქირურგიული ჩარევის მიუხედავად ექიმებმა  ვერ შეძლეს ახალგაზრდა ქალის გადარჩენა – ის ოპერაციის მსვლელობის დროს გარდაიცვალა.
 მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. საგამოძიებო მოქმედებებით ცნობილი გახდა, რომ 32 წლის ქალს სასიკვდილო დაზიანებები ძმამ მიაყენა. რობერტ ნ-ოვის დაკავება სამართალდამცველებმა მომხდარი ტრაგედიიდან რამდენიმე საათში შეძლეს. მან ჩადენილი დანაშაული აღიარა, თუმცა, როგორც პირველ ჩვენებაში აღნიშნა, დის მკვლელობა წინასწარ განზრახული არ ჰქონია და ის სულიერი აღელვების, აფექტურ მდგომარეობაში მყოფს შემოაკვდა.
გამოძიების მასალების მიხედვით, მკვლელობა  ინგა ნ-ოვის  დედის, ელენე შ-იას  თვალწინ მოხდა. ელენე შ-იას  ჩვენების თანახმად, მან მოჩხუბარი და-ძმის გაშველება, მცდელობის მიუხედავად,  ვერ შეძლო.
ამონაწერი ელენე შ-იას  ჩვენებიდან: „მეორე სართულზე ვიყავი, როცა  პირველი სართულიდან ჩხუბის ხმა შემომესმა.  რობერტი სახლში ახალი მოსული იყო, ის  და   ინგა სამზარეულოში იყვნენ. მაშინვე ქვემოთ გავიქეცი. როცა სამზარეულოში შევედი, დავინახე, რომ რობერტი ჩემს შვილს თმებით ითრევდა, მეორე ხელში კი დანა ეჭირა. ხელებში მივვარდი, რომ დანა წამერთმია, მაგრამ, ისეთი ძალით დამარტყა, გვერდზე გადავვარდი. ამ დროს ის ინგას დაესხა თავს და დანა დაარტყა. საკუთარი თვალით დავინახე, როგორ მიკლავდა შვილს. კივილი დავიწყე. ხმაურზე მეზობლები შემოცვივდნენ. ინგა უკვე დაჭრილი იყო და გულ-მკერდიდან სისხლი მოსდიოდა. მე გონება დავკარგე, მეზობლებმა კი სასწრაფო გამოიძახეს. რობერტმა არეულობით ისარგებლა და  სახლიდან გაიქცა.” 
 მოწმეთა ჩვენების მიხედვით, ბოლო პერიოდში და-ძმას ერთმანეთთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა და ხშირად ჩხუბობდნენ, რა იყო დაპირისპირების მიზეზი, გამოძიებისთვის დაკავებული რობერტ ნ-ოვისგან გახდა ცნობილი: „ინგა ჩემი ნახევარდაა. დედამისი მამაჩემმა ცოლად მაშინ მოიყვანა, როცა დაქვირვდა. მალე ინგა გაჩნდა. მე ხან ბებია მზრდიდა, ხან  ელენე.  მე და ინგას ერთმანეთთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა. ინგას როგორც ღვიძლ დას, ისე ვუყურებდი. ძალიან მეცოდებოდა იმის გამო, რომ დაბადებიდან კოჭლობდა და ინვალიდი იყო.  ორი კვირის წინ ახლო მეგობრისგან გავიგე, რომ ინგას ინტიმური კავშირი ჰქონდა ჩემს მეგობართან, ედიკ შ-იანთან, რომელსაც ცოლიც ჰყავს და ორი შვილიც. ამ ამბავმა ჩემზე ძალიან იმოქმედა, შეურაცხყოფილი და სახელგატეხილი დავრჩი.  როცა ეს გავიგე, მაშინვე ვკითხე ინგას მის შესახებ, მაგრამ, უარყო – ამას როგორ მაბრალებო. თუმცა, მერე, როცა გავაანალიზე ინგასა და ედიკას ურთიერთობა, მივხვდი, რომ ეს სიმართლე იყო. ისინი ხშირად მინახავს ერთად, ერთი-ორჯერ უხერხულ მდგომარეობაშიც კი, მაგრამ, რას წარმოვიდგენდი, რომ ჩემი  და ჩემს უახლოეს მეგობართან, ცოლ-შვილიან კაცთან გააბამდა რომანს?! ამის გამო მე და ედიკას დიდი ჩხუბი მოგვივიდა, დავარტყით კიდეც ერთმანეთს, მაგრამ გაგვაშველეს. ედიკა არც  აღიარებდა, რომ ჩემს  დასთან დადიოდა, მე კი ამაში უკვე დარწმუნებული ვიყავი.  იმ დღეს, ალბათ, ხუთი საათი იქნებოდა, როცა სახლში მივედი. ოდნავ ნასვამი ვიყავი. ელენე  მეორე სართულზე იყო, ინგა – პირველ სართულზე, სამზარეულოში.  საუბარი მშვიდად დავუწყე. აღელვებული კი ვიყავი, მაგრამ არ მემჩნეოდა. ინგა თვითონ დამიპირისპირდა, საშინელი სიტყვებით გამლანძღა; შენ რომ კაცი იყო, შენი ცოლი სხვა კაცთან კი არ გაიქცეოდაო, – მითხრა. ამ სიტყვებზე გონება გადამეკეტა, იქვე მოზრდილი დანა დავინახე, შესაშინებლად მოვუქნიე. მახსოვს, ოთახში ჩემი დედინაცვალი შემოვარდა და ჩვენ გაშველებას ცდილობდა, მაგრამ, ისე ვიყავი აღელვებული, ინგას რამდენჯერმე დავარტყი დანა. მისი მოკვლა არ მინდოდა, თვითონ გამაღიზიანა და გამომიყვანა წყობიდან, რასაც ჩემ მიერ  ჩადენილი დანაშაული მოჰყვა.”
 გამოძიების მასალების მიხედვით, რობერტ ნ-ოვი წარსულში ყაჩაღობისთვის იყო ნასამართლევი. ნაცნობები მას აფექტური ხასიათის მქონე პიროვნებად ახასიათებდნენ და  იმასაც ამბობდნენ, რომ  ყოფილი მეუღლის ხსენებაზე, რომელიც მისი პატიმრობის დროს გათხოვდა, რობერტი უმართავი ხდებოდა. იმავეს ადასტურებდა თავად ბრალდებულიც, რომელიც ინვალიდი დის მკვლელობას გულწრფელად ინანიებდა. გამოძიებას ბრალდებულის საპირისპირო ვერსიას უზიარებდა დაკავებულის დედინაცვალი – ელენე შ-ია. მისი ჩვენების მიხედვით, რობერტ ნ-ოვმა დანაშაული ქონებრივ საკითხთან დაკავშირებით ჩაიდინა: „ორი წლის წინ გარდაიცვალა ჩემი მეუღლე და მას შემდეგ დაიწყო ჩვენს ოჯახში დაპირისპირება. რობერტი სახლის გაყიდვას და წილის მიცემას მთხოვდა, რაზეც მე არ ვთანხმდებოდი, რადგან, დარჩენილი ფულით მე და ჩემი ინვალიდი  შვილი  20 კვადრატულ ფართის ბინასაც კი ვერ ვიყიდდით. რობერტი დაჟინებით მოითხოვდა სახლის გაყიდვას, რის გამოც ინგამ და რობერტმა ორჯერ იჩხუბეს. მერე რობერტმა ინგა აითვალწუნა და ხან რა მოუგონა, ხან – რა; ბოლოს ისიც კი დააბრალა, ჩემი ძმაკაცის საყვარელი ხარო. ეს იმიტომ მოიგონა, რომ დანაშაულის ნამდვილი მიზეზი გადაეფარა – დარწმუნებული ვარ, იმიტომ უნდოდა ჩემი შვილის მოკვლა, რომ მთელი ბინა მას დარჩენოდა.”  
სასამართლომ არ გაიზიარა გარდაცვლილი ინგა ნ-ოვის დედის ჩვენება, რომლის მიხედვითაც რობერტ ნ-ოვმა მკვლელობა  განზრახ, ანგარებით ჩაიდინა. მოპოვებული მტკიცებულებითა და ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებით დადასტურდა, რომ ძმამ  ინვალიდი ნახევარდა შეურაცხყოფისა  და ღირსების შელახვის გამო მოკლა, რის გამოც რობერტ ნ-ოვს 12  წლით თავისუფლების  აღკვეთა მიესაჯა.

скачать dle 11.3