კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (53)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

როგორ აღიარებინა მკვლელობა ცხინვალის მილიციის ოპერმა მოსკოვიდან ჩამოსულ რევიზორ მაიორს

ცხინვალის მილიციაში ერთი ოპერი მუშაობდა, ვინმე ბესთა ბეყოევი და მისი მთელ ქალაქს ეშინოდა, რადგან სასტიკი ცემა იცოდა. თანაც, საკმაოდ ბრიყვი იყო და ჩემი მეგობარი ტიტე სარია ხშირად აგებდა ხოლმე მას თავის ოინებზე.
ერთ მშვენიერ დღეს, სამსახურში მოსულ ბესთას კიბეებზე აქოშინებული ტიტე შეხვდა. ტიტე კი იმიტომ იყო აქოშინებული, რომ მანამდე ჩემთან იყო და „ატჟიმანიებში“ მეჯიბრებოდა. წააგო და მკვახე ხასიათზე დადგა:
– რა ძლივს სუნთქავ, ტიტე, რა გჭირს? – ჰკითხა ბესთამ სარიას.
– ერთი რუსი დავიჭირეთ ამ დილით. მოსკოვში მილიციელი მოკლა. დავკითხე და ვერ გამოვტეხე. ამან გამაოფლიანა და ამაქოშინა. იქნებ შენ აალაპარაკო, – მიუგო ბესთას ტიტემ. უთხრა, თუ რომელ ოთახში იყო რუსი და წავიდა.
ბესთა პირდაპირ მითითებული ოთახისკენ გაემართა. შევიდა და კარი ჩაკეტა. რუსი მაგიდასთან იჯდა. წერდა და ბესთასთვის არც კი შეუხედავს. ბეყოევმა კი იმ კაცს ჯერ სკამი გამოაცალა და ძირს დააგდო, შემდეგ კი იმდენი უბაგუნა, რომ საჭირო ჩვენება დააწერინა. ბოლოს ხელბორკილები დაადო და თავის ჩვენებიანად მილიციის უფროსს მიჰგვარა კაბინეტში.
ნაცემ-ნაბეგვი რუსის დანახვაზე, მილიციის უფროსს კინაღამ გული გაუსკდა. საქმე კი ის იყო, რომ ის რუსი, ჩინით მაიორი, მოსკოვიდან ჩამოსული რევიზორი გახლდათ და ცხინვალის მილიციის მუშაობას ამოწმებდა.
გურამ ბადრიძის ნაამბობის
მიხედვით

скачать dle 11.3