კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უძრავ-მოძრავ ქონებას ფლობს ფოთის მერის, ირაკლი კაკულიას ოჯახი და რა შემოსავალს იღებს მისი მეუღლე ყოველწლიურად სამეწარმეო საქმიანობიდან

ფოთის მერი ირაკლი კაკულია 1968 წელსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მიიღო, რომლის სატრანსპორტო ფაკულტეტი, ინჟინერ-მშენებელის სპეციალობით 1992 წელს დაამთავრა; ხოლო 2007 წელს – ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოთის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეს სპეციალობით.
მისი სამუშაო გამოცდილება 1992 წელს დაიწყო კოოპერატივ „ნაბადაში“, სადაც 1994 წლამდე იმუშავა ბრიგადირად. 1994-1998  წლებში კი ფოთის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა სამმართველოს განყოფილების უფროსი იყო; 1998-2006  წლებში შპს „ალდაგიფოთის“ გენერალურ დირექტორად მუშაობდა; 2009-2012 წლებში – შპს „აკტაუსიბარიტის“  გენერალურ  დირქტორად; 2014 წლის 21 თებერვლიდან 16 მაისამდე ფოთის მერის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა. ადგილობრივი არჩევნების შემდეგ დღემდე კი ფოთის მერია.
ბ-ნი კაკულიას მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2014 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც ფოთის მერის მოადგილის მოვალეობის ყოფილმა შემსრულებელმა და ოჯახის წევრებად მიუთითა: მამა, გურამ კაკულია; დედა, ლეილა ლოლუა; ძმა, ვახტანგ კაკულია; მეუღლე, ნინო ჭედია და სამი შვილი: 1992 წელს დაბადებული თამარი, 1995 წელს დაბადებული მარიამი და 2004 წელს დაბადებული სალომე.
უძრავი ქონება ოჯახის წევრი მამაკაცების საკუთრებაა. კერძოდ, ფოთის მერს ეკუთვნის მიწის ნაკვეთი ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე (265 კვ. მ.) და იმავე მისამართზე მდებარე არასაცხოვრებელი ფართი (265 კვ. მ.); ფოთის მერის მამის საკუთრებაა: საცხოვრებელი სახლი ფოთში, ზერაგიას ქუჩაზე (150 კვ. მ.) და არასაცხოვრებელი ფართი ფოთში, 9 აპრილის ქუჩაზე (52 კვ. მ.); ფოთის მერის ძმის კი –მიწის ნაკვეთი ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე (265 კვ. მ.).
ავტომანქანები კი მხოლოდ ფოთის მერს – E კლასის „მერსედესი“ და მის ძმას – „ფოლკსვაგენ ტოუარეგი“ ჰყავდათ (ამჟამადაც ჰყავთ).
დეკლარაციის შევსების მომენტში ნაღდი ფული ფოთის მერის მეუღლეს – 20 000 ლარი და ფოთის მერს – 5 000 ლარი ჰქონდათ. სამეწარმეო საქმიანობას კი მერის მეუღლე ეწევა და 2013  წელს მას ინდმეწარმეობამ 18 000 ლარი მოუტანა. 2013-ში დასაქმებული მხოლოდ ფოთის მერის ძმა იყო და ვახტანგ კაკულიამ, როგორც „ალდაგის“ ფოთის წარმომადგენლობის უფროსმა, 80 000 ლარიც აიღო.
ბ-ნი კაკულიას მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2015 წლით თარიღდება, რომელიც მან ფოთის მერის ამპლუაში შეავსო. უძრავი ქონების ნაწილში ის ცვლილებაა, რომ ბ-ნი კაკულიას მამას კიდევ ერთი ბინა აქვს ფოთში, ზერაგიას ქუჩაზე (150 კვ. მ. ფართობის).
რაც შეეხება ნაღდ ფულს: ნინო ჭედიას დეკლარაციის შევსების მომენტში ისევ 20 000 ლარი ჰქონდა, ირაკლი კაკულიას კი – 10 000 ლარი.
ფოთის მერის მეუღლე კვლავ ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას და 2014 წლის განმავლობაში მას ინდმეწარმეობამ 16 368 ლარი მოუტანა.
თავად ბ-ნმა კაკულიამ კი, როგორც ფოთის მერმა, 2014 წლის 5 თვის განმავლობაში, 26 848 ლარი მიიღო.
ასევე, 2014 წელს ირაკლი კაკულიამ ავტოსატრანსპორტო საშუალება 5 700 აშშ დოლარად გაყიდა და ახალი 7 700 აშშ დოლარად შეიძინა.

скачать dle 11.3