კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (103)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

ვისია „გასაღები“?

ანუ შეუერთდეს თუ შეიერთოს?

 მაშინ, როდესაც ჩვენს სეპარატისტულ აფხაზეთში ზოგი „პრ.“ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვს, ზოგიც – მის დარჩენას, სეპარატისტულ ცხინვალის რეგიონში საქმე გაცილებით იდილიურადაა.
კერძოდ, „პრ.“ თიბილოვმა კვლავ გვაუწყა, რომ აპირებს რეფერენდუმის ჩატარების ინიცირებას „რესპუბლიკის“ რფ-ში შესვლის შესახებ.
სახელდობრ, ოს სეპარატისტთა ნაფტალინიდან ამოღებულმა „პრ.“-მა კოლეგა პრ. პუტინის თანაშემწე სურკოვს განუცხადა (მომყავს ციტატა): „დღევანდელი პოლიტიკური რეალიები იმგვარია, რომ ჩვენ ისტორიული არჩევანი უნდა გავაკეთოთ და შევუერთდეთ მეგობარ რუსეთს და ამით ხანგრძლივი საუკუნეების განმავლობაში უზრუნველვყოთ ჩვენი რესპუბლიკისა და ხალხის უსაფრთხოება და აყავავება“ და არც ის დაუმალა, რომ ეს „სამხერთელი ოსი ხალხის საუკუნოვანი ოცნებაა“.
იმას გარდა, რომ „პრ.“ თიბილოვს თავად შეუძლია (თავის სამწყსო სეპარატისტებიანად), რასაც უნდა, შეუერთდეს ან შეიერთოს, ცხადია, რომ ამ განცხადებას ჩვენი ნერვების ასათამაშებელი მისიაც აქვს, რადგან ახლა, როდესაც რფ-ის იმიჯი საერთაშორისო რეაბილიტაციის პროცესშია და პრ. პუტინი თავს აწონებს მსოფლიო საზოგადოებას, როგორც მსოფლიო ტერორიზმის ერთადერთი დამმარცხებელი, ცხინვალელი სეპარატისტების სოუსით (რაც უნდა ტყავიდან ამოხტეს „პრ.“ თიბილოვი) ამ შეჭამანდს არ გააფუჭებს, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე.
აქედან გამომდინარე კი, ვიყოთ მშვიდად (რადგან არც არაფერი ხდება და ნერვებსაც გავუფრთხილდებით), მით უფრო, ჯერჯერობით იმის გარკვევით ვართ გართულნი: „ვისი გასაღები ვის როიალშია“ და, რაც მთავარია, ვისია „გასაღები“?! –

скачать dle 11.3