კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნერწყვებმომდგარნი

ანუ რკინა ჭამონ?

 მაშინ, როდესაც რფ-ის მოქალაქეებისთვის ევროკაშვირულ-ამერიკული სასურსათო პროდუქცია მიუწვდომელია და მხოლოდ ნერწყვი თუ მოადგებათ, სახელდობრ, ევროპული დროშის, ისიც ოდენ ფოტოს ცქერისას, გაირკვა, რომ ინდური BAJAJ  AUTO რუსულ ბაზარს მსოფლიოში ყველაზე იაფი ავტომანქანა QUTE-ით მოამარაგებს.
ამ ავტოსიახლის ფასი 250 000 რუსული რუბლი იქნება (ანუ 4 000 აშშ დოლარამდე). ახალთახალი QUTE-ბით რბოლას რუსეთელები 2016 წლის მარტი-აპრილიდან შეძლებენ, მანამდე კი რფ-ში ყველაზე იაფფასიან ავტოდ ჩინური LIFAN SMILY რჩება (ფასი – 300 000 რუსული რუბლი).
ინდური მანქანის პარამეტრები შემდეგნაირია: ოთხადგილიანია და ერთცილინდრიანი, ბენზინის ძრავით მოტოციკლისთვის და მაქსიმალური სიჩქარით – 70 კილომეტრი საათში, წონით – 400 კგ. და, თუმცა თავად ინდოეთში მისი ფასი 2 000 აშშ დოლარია, რუსეთში ის, როგორც მოგახსენეთ, ორმაგ ფასში გაიყიდება, თანაც, მიენიჭება კვადროციკლის კატეგორია. მისი მართვისთვის კი რუს მძღოლებს B კატეგორიის მართვის მოწმობა გამოადგებათ.
ჩვენ არ ვიცით, მიეძალებიან თუ არა ჩვენი მეზობელი ქვეყნის მოქალაქეები იაფ ინდურ ავტომანქანებს, მაგრამ ერთის თქმა კი ნამდვილად შეგვიძლია: თუ მოშივდებათ, QUTE-ბზე დასხდნენ. –

скачать dle 11.3