კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ამასობაში – აფხაზეთში

„პრ.“-ის  გასაჭირი

 სანამ, სახელდობრ, ჩვენ იმას ვარკვევთ, რა უფრო დიდი დანაშაულია – ძალადობა და ამის ჩაწერა თუ ამ ჩანაწერის გამოქვეყნება (მეორე მიმრათულებით განსაკუთრებით აქტიურობენ ისინი, რომლებთანაც მიდის ჩანაწერების ავტორობის კვალი), სოხუმში ოპოზიციური გაერთიანება „ამცაჰარას“ ყრილობა გაიმართა, რომელზეც მიიღეს რეზოლუცია და გამოხატეს უნდობლობა აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ ხაჯიმბას მიმართ და მისი დაუყოვნებლივ გადადგომა მოითხოვეს.
კერძოდ, რეზოლუციაში ვკითხულობთ: „აფხაზეთის ხელისუფლება ცნობილ იქნას როგორც ანტისახალხო, რომელსაც არ აქვს უნარი და სურვილი, მიაღწიოს ნაციონალურ თანხმობას და სრულფასოვნად განავითაროს სახელმწიფო.“
თანაც, ხუთსაათიანი მსჯელობის დროსვე დასძინეს, რომ, როგორც კი „პრეზიდენტი“ ხაჯიმბა გადადგება, „ამცაჰარა“ სახალხო შეკრებას მოიწვევს.
სხვათა შორის, „ამცაჰარას“ ყრილობა სოხუმის „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა, მის პარალელურად კი სოხუმისვე დრამატულ თეატრთან მიტინგი მიმდინარეობდა „პრ.“ ხაჯიბმას მხარდაჭერის მიზნით. ხოლო ორივე ღონისიძიებას, საბოლოო ჯამში, 6 000 ადამიანი დასწრებია.
ზემოხსენებული მიზეზის გამო, ჩვენ არ ვიცით, სცალიათ თუ არა ჩვენს შესაბამის ორგანოებს აფხაზეთში მიმდინარე პროცესების გასაანალიზებლად, თუმცა, აბა, რა დროს აფხაზეთია, როდესაც „კაი ტიპების“ „დემოკრატიის შუქურის“ „უკანასკნელი ნამსხვრევი“ საფრთხეშია?! –

скачать dle 11.3