კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაში აიყოლია გიორგი ისაკაძე მაკა ასათიანის ქმარმა და რა წესებს იცავს ის ცნობილ მილიონერებთან

გიორგი ისაკაძე Forbes Georgia-ს მთავარი  რედაქტორი და  თანამფლობელი  გახდა. ცნობილი ამერიკული ბრენდის უკვე ქართველ წარმომადგენელს მილიონერებთან ურთიერთობა წლების წინ დაებედა, მათი ენა ბიზნესმედიის აქტიურ სახეს ძალიან კარგად ესმის. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ    გიორგი ისაკაძე ცოტა ხნის წინ ეკრანზეც დაბრუნდა, ამბობს, რომ მის ცხოვრებაში  ბუმერანგის პრინციპი „მუშაობს” და წარსულიდან ბევრი რამ  ბრუნდება. „უცვლელი” ყველაზე საიმედო  და ერთგული  კომპანიონია  მისი მეორე ნახევარი –  არჩვეულებრივი მარიკა, რომელიც მეუღლეს  კარგი შვილების გაზრდითა და Forbes-ის  გარეკანზე მოხვედრით საქვეყნოდ „დაემუქრა”.
გიორგი ისაკაძე: ახალმა პოზიციამ ჩემს დღევანდელ საქმიანობაში  გამწევი ლოკომოტივის ადგილი დაიკავა.  გულწრფელად გეტყვით: როცა დგება გადამწყვეტი ეტაპი, იწყებ ფიქრს, რა შეიძლება იყოს ამის შემდეგ. ალბათ ამიტომაც,  დღეს ჩემთვის რთული წარმოსადგენია, რა შეიძლება იყოს  Forbes-ის იქით,   – Forbes Georgia-სთან  საქმიანი კონტაქტი მაქვს მას შემდეგ,  რაც არსებობს „ბიზნესკონტაქტი” და „საქმიანი დილა,” თუმცა, თუ აქამდე  მივიდოდა ჩვენი ურთიერთობა, ვერ წარმოვიდგენდი.  ეს ყველაფერი ერთ ძალიან ბანალურ ისტორიას მოჰყვა: აგვისტოში დაიწყო საუბარი, რომ ოქტომბრის ნომერში   მე, როგორც ბიზნესმედიის ავტორი,  ვყოფილიყავი –  Forbes-ის –  მთავარი რესპონდენტი  და მოვხვედრილიყავი –  Forbes Georgia-ს გარეკანზე.   
– როგორც ვიცი, მეუღლეც „დაგემუქრათ,” რომ გაზრდიდა კარგ შვილებს და მოხვდებოდა  Forbes-ის  გარეკანზე.
–  ჩემი  და  ჩემი მეუღლის მოხვედრა – Forbes-ის გარეკანზე დასრულდა მას შემდეგ, რაც გავხდი ამ გამოცემის მთავარი რედაქტორი და პარტნიორი –  აქციების მფლობელი. ამ „მწუხრს”, რაც ჩვენს გარეკანზე მოხვედრასთან არის დაკავშირებული, როგორმე ორივე გადავიტანთ (იცინის). მთავარი რედაქტორის პოზიცია სცილდება აქციონერების თემას და ეს მთლიანად სათავო ოფისის, ამერიკული მხარის  გადაწყვეტილებაა. მოლაპარაკებები მიდიოდა საინტერესოდ. ისინი აპირებდნენ აქციონერების ცვლილებას: უკვე გადაწყვეტილი იყო, რომ   შემოდიოდა „ფორბსყაზახეთის” მფლობელი არმანჟან ბაიტასოვი;  ჩვენ შევედით 10-პროცენტიანი წილით, ეს არის   სააქციო საზოგადოება, რომელსაც წარმოვადგენთ იურიდიული პირების სახით, რომელიც გამოუშვებს Forbes-ს და იმოქმედებს Forbes-ის ყველა პროდუქტზე, რაც უკავშირდება ამ ბრენდს მსოფლიოს  სხვადასხვა ქვეყნებში.  
– Forbes,  ყველა  თავისი პროდუქტით, მილიონერთა წრესთან ასოცირდება. ქართველი მილიონერები რომ თქვენთვის უცხონი არ არიან  და იცით მათი ენა, ეს ცნობილია; მსოფლიოს  მილიონერებსაც „უმიზნებთ”? 
– მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ ოდესმე ამ ადამიანებთან კავშირი მაკლდა საქართველოს მასშტაბით.  ეს წრე და გარემო ჩემთვის უცხო არაა, კარგად ვიცი მათი ენა. ჩვენ გვესმის ერთმანეთის, მათ იციან თამაშის ის წესები, რაც არის  დაწესებული და რასაც პირადად მე არასდროს გადავსულვარ. Forbes-ის დაფარვიდან გამომდინარე, ეს წრე,  ალბათ, გაიზრდება. ამას უკავშირდება  ჩვენი ერთ-ერთი იდეა, გავაკეთოთ „ფორბსკლუბი”, რომლითაც შევქმნით გარკვეულ პლატფორმას ბიზნესმენებისთვის. რატომ არ უნდა ჰქონდეთ ამ ადამიანებს ერთმანეთთან ღირსეული კავშირი, რომლის წარმატებული  მაგალითებიც გვაქვს საქართველოში? თუმცა, არის გულდასაწყვეტი მომენტებიც. Forbes ამ ყველაფრის მიღმა იქმნება. საბოლოო ჯამში,  ეს ბრენდი არის სინონიმი, ასოციაცია   გავლენის,  ფულის,  ბიზნესის, ძალაუფლების,  თუმცა, ის არ აგვერიოს, რომ, ვინც Forbes-ს  აკეთებს, ისინიც მილიონერები და მდიდრები არიან, ამ გამოცემის რესპონდენტებისა და რეიტინგებში მოხვედრილების  მსგავსად (იცინის).
–  ქართულ რეიტინგებში მოხვედრის შანსი არ გაქვთ?
–  არა, გამორიცხულია. ერთმა ჩემმა მეგობარმა იხუმრა –  Forbes-ის რედაქტორობას მილიონერთა სიაში მოხვედრა არ გერჩიაო? დარწმუნებული ვარ, ყველა ჩემს მეგობარს ჩემთვის ის პოზიცია  უფრო ემეტებოდა, მაგრამ, რაღა დაგიმალოთ და, მომწონს ის საქმე,  რომელსაც მოვკიდე ხელი.  ზოგადად, ძალიან მოუსვენარი ხასიათი მაქვს, ჩემი „შრომის წიგნაკი” ძალიან  დატვირთულია, რადგან თავიდანვე ასე ვიყავი და ასე იქნება მომავალშიც.   ერთ ადგილას გაჩერება არ მიმაჩნია სწორად, ზედმეტად „გასწრაფდა” ცხოვრება, რომელსაც ვერ ჩამორჩები. ძალიან ბევრი სამსახური იყო, მათ შორის „თიბისი ბანკიც,” მაშინ, როცა ამ ბანკში სულ ორმოცი კაცი მუშაობდა. ყველა ერთ დიდ დარბაზში ვისხედით. ჩემი მოუსვენარი ხასიათიდან გამომდინარე, ჩავთვალე, რომ მე ბანკში ვერ ვიმუშავებდი, გადავედი „თიბისი ტივიში” და დავბრუნდი ვაჟა ბერიძესთან, ისევ „ბანკებსა და ფინანსებში.” სულ იყო მედია, ქოთქოთი, აქტიურობა, საზოგადოებრივი ორგანიზაციები... მერე იყო ნიკო ლეკიშვილის წასვლა თბილისის მერიიდან სახელმწიფო მინისტრის პოსტზე და დაიწყო  ჩემი სახელმწიფო კარიერა. 
–   და ეს  კარიერა ძალიან მაღალ პოზიციაზე  დაასრულეთ.  ეს ეტაპი სამუდამოდ  დასრულდა თუ „გაგრძელება იქნება”?
–  ვიღაცეებს უნდათ ხოლმე, წარმოაჩინონ, თითქოს მათი ცხოვრება დაიწყო კონკრეტული თარიღიდან, მე ასე არ ვარ. თითქმის ათი წელი გავატარე სახელმწიფო სამსახურში და ეს იყო ძალიან საინტერესო წლები,  რომლებმაც ყველაზე დიდი გამოცდილება   და კონტაქტები შემძინა. ბოლო პერიოდში აპოგეას მიაღწია  ყველაფერმა –  ეს იყო პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის თანაშემწეობა და სახელმწიფო მინისტრის მოადგილეობა, რაც ძირითადად უკავშირდებოდა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობას. ამ ყველაფერმა მოიტანა ურთიერთოებებისა და ცოდნის „კაპიტალი”, რამაც მომცა საფუძველი, მოგვიანებით ვყოფილიყავი აქტიურ ბიზნესში.  გამომდინარე იქიდან, რომ ყოველივე ეს გავიარე, ვიცი, რა  რა არის,  თუმცა, ძალიან სწორი პარადიგმაა –  არასოდეს  თქვა „არასოდეს”. სანამ სახელმწიფო სამსახურში მოვხვდებოდი, ვიყავი მედიაში, სადაც დავბრუნდი კიდეც 20  წლის შემდეგ. მე დღეს ძალიან მაინტერესებს ბიზნესმედია და ვარ კიდეც აქ.
–  ტელეკომპანია „მაესტროზე” მინდა გკითხოთ,  სადაც თქვენ აქტიურად დაუბრუნდით ტელესივრცეს. ამბობენ, რომ ამ ტელეკომპანიის მეწილეთა შორისაც ხართ.
–   არა, ეს არაა მართალი. მე არ ვმონაწილეობ „მაესტროს” მართვაში როგორც აქციონერი. ამ ტელევიზიასთან ამ ეტაპზე   მხოლოდ კონტრაქტი მაკავშირებს.   რაც შეეხება ჩემს დაბრუნებას ეკრანზე, მე მაგ ნაწილშიც ცოტა ძველმოდური ვარ. ჩემს დროს არ იყო ციფრული ტექნოლოგია, ახლა  ამ მხრივ ბევრად  წინ ვართ. მახსოვს, ორი დღე-ღამე ვაკეთებდით ნახევარსაათიან გადაცემას – „საქმეს”, თუმცა კარგი გადაცემა გამოდიოდა.  ცხოვრებაში არის ბუმერანგული მომენტები, მედიაში  მყოფისთვის ეს  ემოცია ორჯერ მძაფრია, იმდენად მიმზიდველია მედია, ტელევიზია; ეს არის  ჩვეულებრივი ნარკოტიკი, რომელიც, ერთხელ რომ მოგწამლავს, აუცილებლად უკან მიგათრევს.  გარდაუვალია, არ დაუბრუნდე ამ საქმეს რაიმე ფორმით და ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც.
– ახლო მეგობრობა გაკავშირებთ მაკა ასათიანთან და მის მეუღლესთან. ეს კავშირი „მაესტროში” დაიწყო თუ ადრეც მეგობრობდით ცნობილ ბიზნესმენთან, კოტე გოგელიასთან?
–   მაკას ადრე ვიცნობდი, ჩვენი ოჯახებიდან გამომდინარე მქონდა მასთან ურთიერთობა, თუმცა ეს არ ყოფილა განსაკუთრებული სიახლოვე. ჩვენი  შეხვედრა, როცა მე გავიცანი კოტე  გოგელია, შედგა ბაია გადაბაძისა და ნათია გამცემლიძისგან. ბედისწერაა, აბა რა არის –  20 წლის წინ მქონდა ურთიერთობა არჩილ გოგელიასთან, ახლა  მაქვს ურთიერთობა კოტესთან და ამაზე სულ ვეხუმრები კოტეს –  გოგელიები ჩემი წყევლა ხართ-მეთქი (იცინის),  თუმცა ის ძალიან კომფორტული პარტნიორია. ჩვენი ურთიერთობა გაიშალა და დღეს ახლობელი ადამიანები ვართ. მართალია, გეოგრაფია არ გვიწყობს ხელს, უფრო ახლოს ვიყოთ ერთმანეთთან –  ვერც ისინი ჩამოდიან თბილისში ხშირად, თუმცა, ჩვენ მაინც ვახერხებთ ახლობლობას, დისტანციის მიუხედავად. ეს კოტეს  დამსახურებაა –  მან თავის დროზე  ისე ამიყოლია ამ  საქმეში, რომ დღეს აქამდე მოვედით –  მაყურებელს ვაწვდით ხარისხიან პროდუქტს, რაც იმ გუნდის დამსახურებაა, ვინც ამ ორ გადაცემას ქმნის. დღეს ხომ მარტო პოლიტიკა იყიდება, მაგრამ  ჩვენ შევძელით და  ეკონომიკისა და ბიზნესის რთულ თემატიკას ადამიანებს ისე ვაწვდით, რომ ეს მათთვის მისაღებია. როგორი იქნება ჩემი შემდგომი ეთერები, ამას დრო გვიჩვენებს. ვკითხავ მათ, ვის აზრსაც ვენდობი.
– ამ ადამიანთა შორის, ყველაზე საიმედო, ალბათ, თქვენი მეუღლე –  მარიკაა.
–  დიახ, მარიკა  ზედმეტად  საიმედო ექსპერტია (იცინის). ის არის ადამიანი, ვისაც შეიძლება მთელი ცხოვრება დაეყრდნო და ამიტომაცაა ჩემი მეორე ნახევარი. ერთადერთი, რაშიც მარიკა  ბოლომდე ვერ მყვება არის ჩემი ცხოვრების ტემპი, თუმცა ამ ბოლო დროს  ცოტა ავაჩქარე (იცინის).  ჩვენი ურთიერთობა არის ერთი დიდი ისტორია, რომელსაც აქვს ნაუცბათევი ჯვრისწერა –  „ჩაიცვი, წავედით, ჯვარს  ვიწერთ,” –  რომელსაც ჯერ  არ მოჰოლია ქორწილი. ამ ისტორიაში ყველაფერი ისე სწრაფად ხდება, როგორც ზოგადად ჩემს ცხოვრებაში.  ჩვენი ურთიერთობა იმდენს ითვლის, უკვე დაკარგული მაქვს იმის გაცნობიერება, როდის რა და როგორ ტრანსფორმირდა. როცა მარიკა გავიცანი, მე ვიყავი 24 წლის. მარიკა ანტიმონოპოლიურში მოვიდა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. უკვე 16 წელია, ერთად ვართ და ამ წლებმა შექმნა ის ჰარმონია, რაც დღეს გვაქვს. განსაკუთრებით ემოციური იყო ბოლო წლები.  დღეს მასზე დგას ყველაფერი, მარიკაზე და იმ წლებზე, რომლებიც ჩვენ გვაკავშირებს. მარიკა   მორგებულია ჩემს დატვირთულ  რეჟიმზე. ჩვენ დიდი ოჯახი გვაქვს. ვერ წარმომიდგენია, ჩემს შვილებზე ვიზრუნო და ყურადღება მოაკლდეთ ჩემს მშობლებს, ამიტომაც, მე და მარიკას ყველა საზრუნავი გადანაწილებული გვაქვს და, სადაც მე ვერ ვპოულობ დროს, იქ „ჩნდება” მარიკა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ  მე არ ვარ აქტიურად ჩართული ოჯახურ საზრუნავში –  საღამოს  ბევრი  მხედავს   ვერაზე სუპერმარკეტში  პამპერსითა და ბავშვის ფაფით წინ და უკან მორბენალს.  
– ორი ვაჟი გყავთ, სალომეას ისტორია თქვენთან არ იქნება?
–  მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი გეგმა, თუ შეიძლება, რომ ამას გეგმა ვუწოდოთ,  შვილებთან დაკავშირებით ჯერ შესრულებული არ მაქვს. რაც შეეხება სალომეას თემას, ეს დიდი ისტორიაა. მამაჩემმა გვიან შეირთო ცოლი, ჩემი მშობლების   სამეგობროში ცნობილი იყო, რომ მამაჩემს ძალიან უნდოდა ჰყოლოდა ქალიშვილი, რომელსაც დაარქმევდა სალომეას. ამას იმდენად არ მალავდა, რომ ბოლოს არ შეეპუა და თავის უფროს მეგობარს, ლადო გუდიაშვილს ესტუმრა სახელოსნოში. ბატონმა ლადომ „მიტუქსა” შალვა დაგვიანებული შეუღლებისთვის, თუმცა, გახარებულმა იმით, რომ მისი უმცროსი მეგობარი სულ მალე მამა  გახდებოდა, უთხრა, ამ დღეებში შემომიარე, შენთვის სიურპრიზი მექნებაო. მართლაც, რამდენიმე დღეში მამაჩემმა სახლში მოიტანა ულამაზესი ნახატი, ულამაზესი ქალიშვილის პორტრეტი –  აი, ასეთი ლამაზი სალომეა მეყოლებაო. სალომეს დაბადებას მოუთმენლად ელოდა ყველა. მოგეხსენებათ, სამედიცინო ტექნოლოგიები არ იძლეოდა იმ წლებში იმის საშუალებას, რომ დღევანდელივით, ლამის ჩასახვამდე გითხრან ბავშვის სქესი. მოკლედ, გავჩნდი მე. დარწმუნებული ვარ, მამას ძალიან გაუხარდა, თუმცა, იმაშიც არ მეპარება ეჭვი, რომ ძალიან სწყდებოდა გული... ერთი წლის შემდეგ  მამა  ანალოგიური თხოვნით მივიდა მხატვართან. ბატონმა ლადომ შეუქო შემართება და ტემპი შთამომავლებზე ზრუნვისა და მორიგი ულამაზესი პორტრეტი შექმნა შალვასთვის.  მას შემდეგ, რაც დედაჩემი სამშობიაროში გაამწესეს, მამაჩემმა არც აცია, არც აცხელა და ეს პორტრეტი პირდაპირ პალატაში, თავთან დაუკიდა დედაჩემს: „აი, ეს მინდა! აი ჩემი შვილი!”. მამას მორიგი სიხარული ელოდა –  სალომეას ნაცვლად დაიბადა ჩემი ძმა –  ლაშა ისაკაძე.  არ ვიცი, გული აიყარა, აღარ სურდათ მეტი შვილი თუ რა იყო მიზეზი, მაგრამ, ფაქტია, რომ ორი დედმამიშვილი ვართ ოჯახში და ამ თემაზე აღარც მხატვარი შეუწუხებია ვინმეს.  ჩემმა უმცროსმა ძმამ (გაახარებს ღმერთი) დამასწრო შეუღლება და მან აუსრულა  მამაჩემს ეს ოცნება –  თავის პირველ შვილს სალომე დაარქვა. მას შემდეგ ჩვენს ოჯახში სამი სალომეა. გუდიაშვილის „სალომეები” ამაყად ამშვენებენ უფროსი შალვა ისაკაძის სამუშაო ოთახს –  ესეც ჩვენი სალომეობა! (იცინის).

скачать dle 11.3