კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი – პირველი ეროვნული სისხლის ბანკი საუკეთესო პირობებით დონორებისთვის

გახდი დონორი – გადაარჩინე სიცოცხლე!

 ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი  პირველი ეროვნული სისხლის ბანკია, რომელიც ამიერკავკასიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ  სისხლის ბანკად აღიარეს. სისხლის ბანკი, რომლის ბაზაზეც უმაღლესი სტანდარტის ქართულ-ჰოლანდიური კლინიკა და ლაბორატორია ფუნქციონირებს,  დონორებს  განსაკუთრებულ  პირობებსა და თანადგომას სთავაზობს. თუმცა, მხოლოდ ეს არ არის ბანკის წარმატების მთავარი ფაქტორი – ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი  აქტიურად არის ჩართული  საქველმოქმედო აქციებსა და სოციალურ აქტივობებში, რომელიც   ყველაზე მთავარს, სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება.
ნატალია კვანტალიანი: ჩვენთვის უზარმაზარი  პატივი და პასუხისმგებლობაა, რომ  ჩვენი სისხლის ბანკი ამეიერკავკასიაში ერთ-ერთ, ყველაზე მასშტაბურად არის აღიარებული იმ  შედეგებიდან გამომდინარე, რასაც საკმაოდ მცირე პერიოდში მივაღწიეთ. დღეს  ჩვენი სისხლის ბანკის ბაზაზე ფუნქციონირებს ფეშენებელური, უახლესი სტანდარტის შესაბამისი, უახლესი  აპარატურით აღჭურვილი  ქართულ-ჰოლანდიური კლინიკა, სადაც ტარდება სისხლის უფასო გამოკვლევები დონორებისთვის თანამედროვე ევროპული სტანდარტით.  ამ ათი თვის განმავლობაში დონორთა რიცხვმა თხუთმეტი ათასს მიაღწია. ასეთი მაჩვენებელი ბოლო ათწლეულებში საქართველოში არ დაფიქსირებულა. გვაქვს დიდი რესურსი – საავადმყოფოების 70-80 პროცენტი მარაგდება ჩვენთან წარმოებული სისხლითა და სისხლის შემცველი კომპონენტებით.  
– ქალბატონო ნატალია,  რამ გამოიწვია დონორთა რაოდენობის ასეთი ზრდა? ეს იმ დიდი აქტივობის შედეგია, რასაც თქვენი ცენტრი ეწევა დონორობის პოპულარიზაციისთვის?
– მე პირადად, ვარ დონორი და არაერთხელ ვმდგარვარ ქუჩაში მოწოდებით გაიღეთ სისხლი, გადაარჩინეთ სიცოცხლე! ამ  კეთილი საქმის  პროპაგანდას ეწევიან ჩემი მცირეწლოვანი შვილიშვილებიც კი (იცინის).  ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა ახალგაზრდა დონორთა  რაოდენობა. მათ შორის არიან სტუდენტები, რომლებიც საკუთარი სურვილით, უანგაროდ გასცემენ სისხლს სხვების სიცოცხლის გადასარჩენად. ჩვენს აქციებში ჩართული არიან სახელმწიფო უწყებები, კერძო სექტორის წარმომადგენლები. ხშირად ვმონაწილეობთ საქველმოქმედო  ღონისძიებებში. თანადგომა გამოვუცხადეთ ორგანიზაციას, რომელიც ეხმარება ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალბატონებს.   ჩვენი ბანკი, როცა არის ამისი აუცილებლობა, უსასყიდლოდ გადასცემს სისხლს იაშვილის კლინიკის ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს.  გვყავს მოსწავლეები, რომელთაც ყოველთვიურად ვუხდით სტიპენდიას.
– როგორც ცნობილია, აქ დონორებისთვის განსაკუთრებული პირობებია შექმნილი.
–   2010 წელს, როდესაც ამ ცენტრს ჩავუდექი სათავეში. დონორის კვების კომპენსაცია 10-15 ლარი იყო, დღეს დონორის კვების კომპენსაცია  35-40 ლარს შეადგენს. ზაფხულობით ეს თანხა კიდევ უფრო მაღალია. იმის გარდა, რომ დონორი ჩვენს ცენტრში არსებულ ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში,  რომელიც „აისო” სერტიფიკატის მფლობელია, უფასოდ იკეთებს  სისხლის მაღალხარისხიან ლაბორატორიულ  ანალიზს. მას, კვების კომპენსაციასთან ერთად, აქვს საშუალება, ადგილზე მიიღოს საკვებიც.  ბევრი დონორი კვების კომპენსაციას ყოფითი პრობლემების მოსაგვარებლად უფრო  იყენებს, სწორედ ამიტომ, ცენტრში  გავაკეთეთ სასადილო, სადაც დონორები იკვებებიან ნატურალური პროდუქტებით დამზადებული საკვებით. ჩვენი  დიდი ძალისხმევის შედეგად, მოვახერხეთ და დავიწყეთ ფასის დაკლების  ტენდენცია – სისხლის დოზა – 37-40 ლარის ფარგლებში აქამდე არსად ყოფილა. ჩვენთან სისხლის მიღება  შეღავათიან ფასებში 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი როგორც საავადმყოფოებისთვის, ასევე კერძო პირებისთვის.
 სისხლის ცენტრალურ ბანკს აქვს ფილიალები მეტრო „სამას არაგველთან”,  ვარკეთილში, გლდანში და დიღომში, ეგრეთ წოდებული მიხაილოვის საავადმყოფოს ტერიტორიაზე, რაც  უფრო ხელმისაწვდომს ხდის ცენტრის მომსახურებას დონორებისთვის. მალე გაიხსნება ფილიალი  სამტრედიაში, სადაც დასავლეთ საქართველო მიიღებს უმაღლესი ხარისხის აპარატურით დამზადებულ სისხლსა და მის კომპონენტებს.
დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ ტელეფონებზე: 2 14 51 51; 2 18 88 85.
მისამართი: ქავთარაძის ქუჩა ¹21ა  
დაგვიმეგობრდით „ფეისბუქზე“:
ვებ-გვერდი: nk.dutchclinic.com

скачать dle 11.3