კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისი მონატრების გამო შეიძლება დატოვოს უკრაინული „X ფაქტორი“ ნინი ნუცუბიძემ, რომელიც ჟიურიმ პირდაპირ ფინალში გადაიყვანა და რატომ აქვს მას საკუთარი რენტგენის სურათების ალბომი

15 წლის ნინი ნუცუბიძე მაყურებელმა ჯერ კიდევ „ვოისიდან“ და „ნიჭიერიდან“ გაიცნო. მან თავისი ნიჭიერებით, გარეგნობით, ინდივიდუალიზმით ყველას დაამახსოვრა თავი. რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც უკრაინული „X ფაქტორია“, სადაც ნინის ნამღერმა ჟიურის ოთხივე წევრი მოხიბლა და რაც მთავარია, ის „ოქროსფერი ვარსკვლავის“ დახმარებით, პირდაპირ ფინალში გადაიყვანეს. ნინი ამჟამად უკრაინაშია და ლაივ-კონცერტებისთვის ემზადება.

 ნინი ნუცუბიძე: ამჟამად კიევში ვარ, „ლაივ-შოუსთვის“ ვემზადებით. 12  კონკურსანტს შორის მოვხვდი. ყველანი ერთად ვცხოვრობთ და პირველი ლაივისთვის ვემზადებით, რომელიც 7 ნოემბერს იქნება. ახლა პრომოებს, ფოტოებს ვიღებთ და ვემზადებით. მომწონს აქაური სიტუაცია, გადაღებები. თან, უკრაინელი და ქართველი ხალხი შეკრულები ვართ ერთი ოჯახივით. ის, რომ ქართველები აქ არიან,  ბევრ რამეს მიმსუბუქებს. თუნდაც, ჩემების მონატრებას.
– პირველად ხარ ოჯახის გარეშე უცხოეთში?
– არა, სხვა დროსაც ვყოფილვარ, მაგრამ ამდენი ხნით, პირველად წამოვედი.
– უკვე დიდი გოგო ხარ.
–  დიდსა და პატარა გოგოს შუა ვარ და ამიტომაც ჩემებისთვის პრობლემა არ ყოფილა ამდენი ხნით წამოსვლა. თან, იცოდნენ, საქმეზე მოვდიოდი, ამიტომ ნერვიულობას არ მაჩვენებდნენ
– სხვა ქვეყანაში ქართველებისთვის, შენი მეგობრებისთვის მოგიწევს კონკურენციის გაწევა.
– როცა შოუში, კონკურსში მიდიხარ, იცი, რომ კონკურენცია იქნება. მაგრამ, ჯერჯერობით ერთმანეთს არ აღვიქვამთ კონკურენტებად. ალბათ, ამას უფრო ლაივ-შოუზე ვიგრძნობთ, როდესაც მაყურებლის წინაშე წარვდგებით.
– რატომ გადაწყვიტე ამ კონკურსში მონაწილეობა?
– მე და ჩემმა მეგობარმა, გიგი ადამაშვილმა გადავწყვიტეთ ამ კონკურსში მონაწილეობა. უბრალოდ, ორივეს მოგვინდა, ცხოვრებაში ახალი გამოწვევა მიგვეღო და ამიტომაც მივედით ქასთინგზე თბილისში. აგვირჩიეს და მერე იქიდან უკვე უკრაინაში წამოვედით. სწორედ პირველ ქასთინგზე დააჭირეს ხელი ოქროსფერ ღილაკს და რამდენიმე ტურს გადავახტი.
– შენ ერათადერთი ქართველი იყავი, ვინც პირდაპირ ფინალში გადაიყვანეს.
– ეს იმდენად ემოციური და მოულოდნელი იყო ჩემთვის... შეიძლება, ზოგადად, დიდი მიღწევა არ არის, მაგრამ ჩემთვის ბევრ რამეს ნიშნავდა, უცხო ქვეყანაში რომ შევძელი, ასეთი წარმატებისთვის მიმეღწია. თან „ბუმბოკსის“ სოლისტმა დააჭირა ხელი.
– ხომ არ დაგწყდა გული, ტურები რომ გამოტოვე? ერთგვარი აზარტი იქნებოდა.
– ცოტა კი დამწყდა, მაგრამ მერე მონაწილეები რომ მიყვებოდნენ, რა ძნელი იყო და როგორი სირთულეები გაიარეს, ამოვისუნთქე – უფრო მეტად გამიხარდა.
– რა იყო შენთვის ყველაზე დიდი სირთულე?
– სანამ წამოვიდოდი, მეგონა, აქ ყოფნა ძალიან გამიჭირდებოდა. მაგრამ, ისე მომწონს აქაურობა, არანაირი სირთულე არ მაქვს. თუმცა, ძალიან მენატრებიან ჩემი მეგობრები – მარიამ ჯანჯღავა, ანდრო მჭედლიძე, ჩემი და – მარიამ ღოღელიანი. ისე მენატრებიან, აღარაფერი მაინტერესებს, ახლავე წამოვალ, გამოვფრინდები. ცოტაც და შეიძლება, მათ გამო წამოვიდე თბილისში.
– ეს არ ყოფილა შენთვის პირველი კონკურსი.
– საქართველოში სხვა გასაქანი არ გაქვს. თუ გინდა, რომ რამეს მიაღწიო და საქმე გქონდეს, აუცილებლად კონკურსში უნდა გახვიდე. „X ფაქტორის“ შემდეგ ვგეგმავ, სოლო კარიერა დავიწყო. სიმღერები უკვე დავწერე და მინდა, ჩემი ვაკეთო. აქამდე თუ რამე პროექტში ვმონაწილეობდი, ეს ერთგვარი გამოწვევა იყო ჩემთვის – მინდოდა სიახლე შემეტანა ცხოვრებაში. ახლა სხვა ეტაპზე გადავდივარ და მინდა, ამას მივხედო.
– ალბათ, შენც ბავშვობიდან მღერი?
– კი. 3 წლის ვიყავი თუ 2-ის, ნინო ქათამაძის სიმღერა რომ წავიმღერე. ჩემს დას უყვარდა და მეც ვმღეროდი. მერე ბაღში დავიწყე სიმღერა, სკოლაში გავაგრძელე. ხათუნა ლეჟავასთან დავდივარ ვოკალზე. მუსიკალური სმენა უფრო დედისგან გამომყვა.
– ბავშვობაშიც გამოდიოდი კონკურსებზე?
– 9 წლის ვიყავი, მგონი, გოგი ცაბაძისადმი მიძღვნილ იუბილეზე რომ გამოვედი. პირველი ადგილი ავიღე და ეს მომენტი განსაკუთრებულად მახსოვს, ისევე, როგორც ჩემს მშობლებს.
– ძალიან ცელქი და მოუსვენარი ჩანხარ.
– ძალიან ცელქი და მოუსვენარი ვიყავი და ახლა უარესი ვარ, თანაც  ზედმეტად ხიფათიანიც. სულ რაღაცეები მემართებოდა, ყველაფერი მაქვს მოტეხილი. დედაჩემს ჩემი რენტგენის ალბომები აქვს. სულ მოტეხილი ან გატეხილი მქონდა რაღაც. ახლა, აქ ვფრთხილობ, თავს ვინახავ და საქართველოში რომ ჩამოვალ, ალბათ, კიდევ მოვიტეხ რაღაცას. ველოსიპედი მიყვარს, სკეიტზე, თხილამურებზე ვდგავარ დიდი ხანია, სნოუბორდიც ძალიან მიყვარს.
– გამორჩეული და განსხვავებული გარეგნობა გაქვს.
– ყოველთვის იმას ვიცვამ, რაც მომწონს. თმაც ისე მაქვს, როგორც მე მომწონს. საბოლოო ჯამში, თავისებური სტილი მაქვს. ოჯახის წევრებიც ყველანაირად მიწყობენ ხელს – თავისუფლებას მაძლევენ, არ მზღუდავენ. ჩემი არჩევანიც მოსწონთ და თუ არ მოსწონთ, მაინც არ მაგრძნობინებენ – ვითომ მოსწონთ.
– რომელიმე ინსტრუმენტზე უკრავ?
– გიტარაზე ორი წელია და დრამზე – დაახლოებით, სამი წელია.
– სკოლიდან გაქვს ხელშეწყობა?
– ბოლო ორი წელია, კონკურსების გამო ექსტერნად მიწევს სწავლა. წელსაც, ალბათ, ასე ჩავაბარებ ჯერჯერობით არ ვიცი.
– უკვე იცი, რა პროფესიას აირჩევ?
– რა თქმა უნდა. მინდა, მომღერალი გამოვიდე. სხვა ამპლუაში ვერ წარმომიგენია თავი.
– როგორ აფასებ შენს შანსებს?
– სიმართლე რომ გითხრათ, იმედი მაქვს. ჩემზეა თავიდან ბოლომდე ყველაფერი დამოკიდებული – როგორ მოვიქცევი, როგორ დავიხარჯები და როგორ წარმოვაჩენ საკუთარ თავს. რა თქმა უნდა, მაქსიმალურად შევეცდები, ყველაფერი კარგად გავაკეთო.
– სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?
– კონკურსში მონაწილეობას არა, მაგრამ სამომავლოდ უცხოეთში ვაპირებ წასვლას. საქართველოში არც კოლეჯი გვაქვს და არც უნივერსიტეტი, რომ ჩემი პროფესიის ადამიანმა სწავლა გააგრძელოს. ამიტომ, სკოლას როგორც კი დავამთავრებ, აუცილებლად წავალ.

скачать dle 11.3