კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2019 (104)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)

ვისი სიყვარული აძლევს სტიმულს ნინა სუბლატს და რა საერთო აქვს მას მაიკლ ჯეკსონთან

მომღერალი ნინა სუბლატი გამოჩენის დღიდან იქცევს მაყურებლისა და მსმენელის ყურადღებას. ინტერესი მის მიმართ ყოველთვის დიდია. მას ხომ სიმღერის გარდა, კიდევ ბევრი რამ გამოსდის კარგად. ნინა ამჯერად თავისსავე სტუდიაში  მეორე ალბომზე მუშაობს. ჰყავს უამრავი თაყვანისმცემელი და გულშემატკივართა მთელი არმია.

 ნინა სუბლატი: Georgian Dream Studio-ში ერთ წელზე მეტი ვიმუშავე. მივიღე სრულფასოვანი განათლება, დიდი გამოცდილება. გავიცანი ღირსეული ადამიანები – ჩემი  ერთ-ერთი პედაგოგი პირადად ლეგენდარულ მაიკლ ჯეკსონთან მუშაობდა. ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღე სტუდიაში გატარებულ წელიწად-ნახევარში, რომელიც შემდეგ ჩემსავე კარიერის წარმართვაში ყველაზე მეტად დამეხმარა. შემდეგ არტისტების თანამშრომლობა სტუდიასთან შეწყდა და ყველამ დამოუკიდებლად დაიწყო საქმის კეთება.
– ახლა კი „ევროვიზიაზე” ვისაუბროთ. საქართველო შენ წარადგინე და საპატიო მე-11 ადგილიც დაიკავე. კმაყოფილი ხარ? შენი გამოსვლა „ევროვიზიის” კონკურსზე, ერთ-ერთ საუკეთესო შოუდ აღიარეს, რაც, ალბათ, უპირველესად, შენი დამსახურებაა.
– „ევროვიზიაში” მონაწილეობაზე ძალიან ბევრი ფიქრის შემდეგ დავთანხმდი. მინდოდა, სრული პროექტით წარვმდგარიყავი, რომელიც თავიდანვე რაღაცისკენ იქნებოდა მიმართული და არა „გზადაგზა” აწყობილი. როდესაც ასეთი გეგმით პროექტის ორგანიზატორებთან მიდიხარ, მათში აზრთა სხვადასხვაობა ჩნდება, რომელიც საბოლოოდ, უთანხმოებაში გადაიზრდება. სახეზე კი ვიღებთ გაუგებარ, დაუხვეწავ შოუს. სწორედ ასეთი სიტუაციის გამო ვყოყმანობდი, მაგრამ საბოლოოდ, გავრისკე. მოხარული ვარ, რომ ამ საკითხში პირველი არხისგან ნდობა მოვიპოვე და საქმის კეთებას ერთობლივი ძალებით შევუდექით. ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ იდეები პროფესიონალებს განეხორციელებინათ და საბოლოოდ, ჩემი პროექტი სწორედ ისეთი გამოვიდა, როგორიც წამომედგინა.
– ინტერნეტ–გამოკითხვის მიხედვით, ყველაზე ლამაზ კონკურსანტად შენ დასახელდი და ძალიან ბევრი თაყვანისმცემელიც შეგემატა ამის შემდეგ.
– ჩემს გარეგნობაზე საუბარი დიდად არ მიყვარს და ეს ამბავიც, მგონი, ყველაზე ნაკლებად მეამაყება. ის უფრო მახარებს, საუკეთესო ვოკალად, ერთ-ერთ საუკეთესო შოუდ, საუკეთესო კოსტიუმად და კიდევ ბევრ საუკეთესოდ რომ დასახელდა პერფორმანსი. მერწმუნეთ, იმ შრომის შემდეგ, რაც ამ ნომრის მომზადებაში ჩავდე, ყველაზე მეტად სწორედ მისი წარმატება მახარებს და არა – ლამაზი თვალების. თუმცა, ესეც სასიხარულოა, რა სჯობია, სცენაზე სიმპათიურ არტისტს.
– გაქვს ყველაფერი, რაც კარგ მომღერალს უნდა ჰქონდეს. მღერი, ცეკვავ, ლამაზი და გემოვნებიანი ხარ. წერ სიმღერისთვის ტექსტსა და მუსიკას. გულწრფელად მიპასუხე, სხვა ქვეყანაში რომ დაბადებულიყავი, ან შემდეგ წასულიყავი, ნინა სუბლატი იქნებოდა თუ არა ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავი იქაურ შოუ–ბიზნესში?
– უპირვლესად, მადლობა კომპლიმენტისთვის! ვფიქრობ, ასეთი მოვლენების განჭვრეტა, შეუძლებელია. სხვა ქვეყანაში შეიძლება, უკეთესი არტისტი ვყოფილიყავი, ან უარესი, ან საერთოდ სხვა პროფესია მქონოდა. მაგრამ, ზუსტად ვარ დარწმუნებული, რომ თუ ადამიანი ნიჭიერია და რაღაცას იმსახურებს, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მიიღებს. ამ შემთხვევაში, მის ადგილმდებარეობას, ასაკს თუ სხვა მახასიათებლებს, მნიშვნელობა არ აქვს.
– მოსკოვში დაიბადე, მაგრამ საქართველოში გაიზარდე. ხომ არ გიფიქრია უკან დაბრუნებაზე? ანუ, რამდენად ჯდება შენს მუსიკალურ გემოვნებაში რუსული შოუ–ბიზნესი?
– რომ მახსენდება, მოსკოვში დავიბადე, მომენტალურად მახარებს ის ფაქტი, რომ ახლა საქართველოში ვარ. თუ რუსულ ესტრადაზეა საუბარი, ის, რა თქმა, უნდა არანაირად არ ჯდება ჩემს გემოვნებაში. კარგია, რომ მის მოსმენას ავცდი. ქართული ესტრადაც არაფრითაა სამაგალითო, თუ საერთოდ არსებობს ის, მაგრამ ჩვენ რაოდენობრივად ცოტანი მაინც ვართ, ანუ ნაკლები ცუდი მუსიკა იწერება.  რუსეთში დაბრუნებაზე არასდროს მიფიქრია. თუ საქართველოდან წავალ, ეს რუსეთი ნამდვილად არ იქნება.
– რა არის ნინა სუბლატის ხიბლის საიდუმლო?
– ალბათ ის, რომ რისკიანი ვარ და ექსპერიმენტები მიყვარს.
– საკმაოდ ადრე გათხოვდი, თუმცა ამას შენი კარიერისთვის ხელი არ შეუშლია. გამოდის, რომ მეუღლე ყოველთვის გვერდში გიდგას და სტიმულს გაძლევს.
– პირად თემებზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ აღვნიშნავ, რომ ჩემი მეუღლეც მუსიკოსია. ჩვენ ერთად ვწერთ მუსიკას და შესაბამისად, ჩემი წარმატება მისი წარმატებაცაა.
– ნინა, ისეთივე მებრძოლი ხარ, როგორც შენი შექმნილი სიმღერა, რომელიც „ევროვიზიაზე” იმღერე? ამ სიმღერასაც ხომ „მებრძოლი“ ჰქვია.
– ალბათ ასეა, რადგან სიმღერა ჩემი დაწერილია. ზოგადად კი, მიყვარს სირთულეებთან გამკლავება. მიყვარს, როცა რაღაცას კარგად ვაკეთებ და ყველანაირ ენერგიასა და შესაძლებლობას ვდებ ამ კარგის კეთებაში. ალბათ, ასეთ რაღაცეებში იგულისხმება ბრძოლა, როდესაც რაღაცის მისაღებად ძალ–ღონეს არ იშურებ და არაფერს ინანებ.  
– რაზე არ იტყვი არასდროს უარს?
– ალბათ, საკუთარ საქმესა და პრინციპებზე. სფერო, რომელშიც ვმოღვაწეობ, საქართველოში წარმატებული არ არის, შესაბამისად, ამას ძალიან ბევრი იმედგაცრუება და სტიმულის დაკარგვა მოჰყვება: არტისტისთვის ყველაზე უხერხული შეგრძნებაა, როცა ის საქვეყნოდ ცნობილია, მაგრამ მაინც არ აქვს კონცერტები, რადგან უბრალოდ ის არ ტარდება მის ქვეყანაში; როდესაც რაღაცას ემსახურები, შენი პროფესიით მუშაობ, მაგრამ ძალიან მწირ მატერიალურ შემოსავალს იღებ და ასე შემდეგ. კიდევ ბევრი რამაა ისეთი, რაც მუშაობის სტიმულს აბსოლუტურად გართმევს, მაგრამ ჩემი სიყვარული, რომელიც ჩემსავე საქმესთან მაკავშირებს, გაცილებით მეტია, ვიდრე ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი და ჩამოუთვლელი. მასზე უარის თქმას ვერაფერი მაიძულებს, ის ჩემი განუყრელ–შეუცვლელი კონდიცია და ასევე, ყველაზე დიდი პრინციპია.  
– რომ არა მომღერალი, რა პროფესიის იქნებოდა ნინა სუბლატი?
– წარმოდგენა არ მაქვს, რა პროფესიის ვიქნებოდი. თუმცა, თითქმის ყველაფრის შესწავლით ვარ დაინტერესებული. კონსერვატორიამდე სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდი ინტერიერის დიზაინს. ეს პროფესია ძალიან მომწონს და საკმაოდ კარგადაც გამომდის, ამიტომ ის ერთ-ერთი ვერსიაა. ასევე, დაინტერესებული ვიყავი ფსიქოლოგიითა და ჟურნალისტიკით. ბევრი რამ შეიძლებოდა, მეკეთებინა, მაგრამ ისე ვერაფერს გავაკეთებდი, როგორც მუსიკას.
– რატომ სუბლატი და არა სულაბერიძე?
– ალბათ იმიტომ, რომ მთელი ცხოვრება ასე მიცნობდნენ. ეს ის სახელი და გვარია, რითაც მინდა მომმართავდნენ. ისე კი, ვფიქრობ, ასე უფრო საინტერესოა ყველაფერი.
– რა არის ის, რისგანაც შენ მაქსიმალურ კომფორტს იქმნი.
– მაქსიმალური კომფორტი ჩემთვის იმ ყველაფრის ბალანსია, რაც ჩემ გარშემო ხდება. კომფორტულად ვარ, როდესაც ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, ყველა, ვისაც ვიცნობ, თანაბრად განიცდის პროგრესს და უკეთესობისკენ მიდის. ვერასდროს ვგრძნობ თავს მოხერხებულად ისეთ სიტუაციაში, სადაც ერთი რაღაც მეტია, მეორე კი – ნაკლები.
– როგორია ნინა სუბლატის ბედნიერება?
– ყველაზე მარტივი და რა თქმა უნდა, პოზიტიური. ყველაფერი რაც ჩემ გარშემო ხდება, კარგიც და არც ისე კარგიც, მახარებს და მაბედნიერებს.
– ბედნიერი ხარ?
– არ მაქვს უფლება, უკმაყოფილო ვიყო იმით, რაც გამაჩნია. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მაქვს, რაც მსურს. უბრალოდ, ვიცი, რომ წვრილმანებშიც კი არსებობს მნიშვნელოვანი წილი ბედნიერებებისა, რომლებიც უნდა დაინახო, შეიგრძნო და სათანადოდ დააფასო. მუსიკას იმიტომ არ ვწერ, რომ მისგან რაღაც სარგებელი ვნახო. ვწერ იმიტომ, რომ ეს პროცესი მომწონს. ალბათ, ამის გამო არ აქვს მნიშვნელობა, რა ხდება, კარგი მუსიკისთვის მარცხი არ არსებობს.

скачать dle 11.3