კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის არ უსრულებს ღმერთი ადამიანს სურვილებს, რატომ ამყოფებს მას განსაცდელში და რა შემთხვევაში არ უნდა მოუსმინოს მორწმუნემ სულიერ მოძღვარს

თუ ადამიანი სულიერად არ განიკურნება, ვერ განიკურნება ფიზიკურად. უნდა დაადგინო შენი სნეულების მიზეზი. ეკლესია გვეუბნება და წმიდა მამები გვასწავლიან: ჯერ სულიერად განიკურნეთ, ჯერ მიიღეთ სულიერი, ითხოვეთ სულიერი და შემდეგ აუცილებლად განიკურნებით ფიზიკურადაც. თუ ხარ მადლიერებაში, უმადურობაში არ იქნები. უმადური ადამიანი დეპრესიაში ვარდება, ბევრი სნეულება ემართება. ამიტომაც, თუ ნერვებს არ დაიმშვიდებ ლოცვითა და მარხვით, შეიძლება, ბევრი სნეულება დაგემართოს...  სულიერი ძალების შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

 – მთვარეული ჭაბუკის მამა ქრისტესთან როცა მიდის, ეუბნება მას: „რატომ ვერ განკურნეს შენმა მოციქულებმა ჩემი შვილი?” ქრისტე საყვედურობს თავის მოციქულებს: „როდემდე უნდა ვიყო თქვეთან, ურწმუნო მოდგმავ?” ურწმუნო ხარ, როდესაც ვერ იღებ კურნებას. ღვთისგან არაფერი იცვლება, ღმერთი მოწყალეა, ღმერთი სიკეთეა, ღმერთი ყოველთვის შენთან არის. მაგრამ, როცა რაღაცას ვერ იღებ, გახსოვდეს მაცხოვრის სიტყვები: „ურწმუნო მოდგმავ, როდემდე უნდა გითხრა ეს?” – რადგან, არასწორად ითხოვ, არ გწამს ბოლომდე. როდესაც მაცხოვარი განკურნავს იმ ყმაწვილს, შერისხავს ბოროტ ძალას, მიუბრუნდება მოციქულებს და ეტყვის: ეს მოდგმა ლოცვითა და მარხვით განიდევნება. რა თქმა უნდა, არ განიდევნება ისე, როგორც დღეს შენ ლოცულობ და მარხულობ. როცა შენ ხარ მამა ან დედა  და ხედავ, რომ შენი შვილი ან მეგობარი იტანჯება, თქვი უარი იმაზე, რაც ყველაზე მეტად გიყვარს. როცა რაღაც სიამოვნებაზე ხარ მიჯაჭვული, იმაზე თქვი უარი; ილოცე არა მრავლისმეტყველებით, საათობით, არამედ, შენი სიტყვები თქვი მოკლედ, კონკრეტულად; გჯეროდეს, რომ ღმერთი მოწყალეა. რატომ მაშინვე არ გისრულებთ თქვენს სურვილებს, იცით ეს? ვისაც შეგისრულათ, როგორც კი კარგად გახდით, განიკურნეთ, ღმერთი მაშინვე ათი კეთროვანივით დაგავიწყდათ. ღმერთმა იცის, რომ, როგორც კი აღარ დაგვჭირდება, მაშინვე დავტოვებთ მას, დაგვავიწყდება  ყველაფერი და ამიტომ ხანდახან ის ნაკლებად მოქმედებს ჩვენზე, ანუ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში გვამყოფებს სნეულებაში, სამპყრობილეში, განსაცდელში.
– როგორ უნდა განიკურნოს ადამიანი სულიერად? ამაში შეუძლია მოძღვარს დახმარება?
– მოძღვარი, რომელიც თვითონ არ არის განკურნებული, სხვას როგორ განკურნავს? სულიერ მოძღვარს ადრე აღსარებას არავინ ეუბნებოდა. როდესაც მასთან ადამიანი მიდიოდა, ის თვითონ ეუბნებოდა მას, რა ცოდვაში, რა ვნებებში იყო, „რენტგენზე ატარებდა” მათ სულებს. რა თქმა უნდა, დღეს ასეთი მოძღვრები არ არიან. რომც იყვნენ და უთხრან თავიანთ სულიერ შვილებს, ბევრი ამას ვერ გაიგებს, ეწყინება. თუმცა, სულის განკურნების პირველი ეტაპი არის მოძღვათან მისვლა, სულიერი მკურნალის პოვნა და არა ისე, როგორც დღეს ხდება ქაოსურად: ეს მომწონს, ამას ცისფერი თვალები აქვს, ეს კარგი მანქანით დადის, ძალიან გამხდარია და ასე შემდეგ. უნდა გაითვალისწინოთ არა მოძღვრის სულიერი მდგომარეობა, არამედ ის, რამდენად დახელოვნებულია არა საკუთარ გამოცდილებაში, არამედ რამდენად იცის და იცნობს სულიერ კურნებებს, რამდენად საუბრობს ის წმიდა მამების სწავლების მიხედვით, რამდენად გასწავლით სულიერ სწავლებებს, რამდენად გესაუბრებათ სულიერ სწავლებებზე. თუ ასეა, მაშინ გაჩერდით იმ მოძღვართან, რომელიც წმიდა მამების სწავლებას გასწავლით. არ მოუსმინოთ ისეთ მოძღვარს, რომელიც თავისას გასწავლით. თუ შენი სული სიმშვიდეს, სწავლებას, განათლებას, განწმენდას არ იღებს შენი მოძღვრის სწავლებით, ქადაგებებით, მაშინ შენ არ გყავს სულიერი მოძღვარი და არ ხარ მასთან. თანამედროვე პრაქტიკაში კი როგორ ხდება: „მამაო, მინდა ჩემი მოძღვარი იყოთ.” შეიძლება, უარი არ უთხრა, მაგრამ, გახდება თუ არა ის სულიერი შვილი, ეს უკვე მასზეა დამოკიდებული. იმისთვის, რომ სულიერი კურნებები მივიღოთ, უნდა ვიცოდეთ პირველი საფეხური. ეს არის ის, თუ რამდენი ნაწილისგან შედგება სული, როგორია სულის ძალები, ანუ სულის ანატომია.
–  რა არის სულიერი ძალები და როგორია ადამიანის სულის ანატომია?
– ადამიანის სულში სამი ძალაა: პირველი ძალა არის მოაზროვნეობა. ადამიანის პირველი სულის ძალაა აზროვნება, აზროვნების ცოდვები კი არის ურწმუნობა. ადამიანი ურწმუნოა აზროვნებით, იაზროვნა და თქვა: „მე არ მწამს ღმერთი,” არ არსებობს ღმერთი. მოაზროვნე სულის ცოდვებია ურწმუნობა, ასევე მწვალებლობა, უგუნურება, ცილისწამება და უმადურება. თუ შენ ცილს სწამებ ღმერთს, მოძღვარს, მერე უმადურებაში ვარდები, უმადურობიდან – დეპრესიაში, არაფერი გიხარია, სასოწარკვეთილებაში ხარ და მერე იკლავ თავს.
მეორე სულის ძალა არის მრისხანება. მრისხანე სულის ცოდვებია: გულქვაობა (რასაც დღეს ყველა ვხედავთ), სიძულვილი, თანაგრძნობის არქონა, გულღრძოობა, შური, მკვლელობა. ეს ყველაფერი სულის თვისებებია და არა ხორცის თვისებები. ადამიანი სულშია შურიანი, ბოროტი, გემოთმოყვარე და ასე შემდეგ. როდესაც ადამიანი ცოცხალია, ასე თუ ისე, ამ ვნებებს იკმაყოფილებს: ვიღაცას გაჭორავს, ვიღაცას დაამცირებს, სცემს, მოკლავს. მერე, როდესაც გარდაიცვლება, ხორცი აღარ ექნება, მაგრამ ის ვნებები დარჩება და როგორ უნდა დაიკმაყოფილის ისინი? თავისივე ვნებები თვითონ სტანჯავს მას, მასში იხარშება, ვერ ისვენებს, იტანჯება და ეს არის ჯოჯოხეთი, თორემ,  კუპრში კი არ იხარშება. ვერაფერს ვეღარ აკეთებს, სხეული რომ არ აქვს და ამიტომ იტანჯება.
მესამე ძალა სულისა არის სურვილიანი სული.  
– რა სურვილები აქვს ადამიანის სულს?
– ნაყროვანება, უძღებობა, მემთვრალეობა, გარყვნილება, ღალატი, ბილწება, ვერცხლისმოყვარეობა და სურვილებისმოყვარეობა. ეს ყველაფერი სულის სურვილიანი თვისებებია. როდესაც ადამიანის სულში ბევრი სურვილია, ეს ყველაფერი მერე მოდის და ჩვენ ამ დროს ხშირად ხორცზე ვართ გაბრაზებულები. ჩვენ უნდა გავბრაზდეთ სულზე, სულის აზროვნებაზე, მის მოთხოვნილებებზე. მაგრამ ხანდახან ჩვენ ვამბობთ: აღსარებას ვაბარებ, მართლმადიდებლობა ავირჩიე, დავდივარ ეკლესიაში, მაგრამ არაფერი იცვლება. ეს ყველაფერი ქმედებებია, რომელიც საჭიროა განკურნებისთვის. მაგრამ, ადამიანი რომ განიკურნოს, მთავარია: განწმენდა გულის, განათლება სულის, რაც ადამიანის განღმრთობას იწვევს. ცხრა ნეტარებაში წერია: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ. ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა“. ანუ ამ ცხრა ნეტარების დაცვით იწმიდება ჩვენი სული; სახარების კითხვით, მამათა სწავლების შემეცნებით, დაცვით ნათლდება ჩვენი გონება. რადგან ნათლისღება მიიღე, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ნათლიამ ოქროს ჯვარი მოგიტანა და ამით ყველაფერი დამთავრდა. ყოველ კვირას უნდა იარო ეკლესიაში, ყველა მარგალიტს, რომელსაც მედავითნე კითხულობს, დიაკონი წარმოთქვამს, მოძღვარი ქადაგებს, ისრუტავ და ხდება შენი განათლება. შეიძლება, იყო ნაკითხი, მაგრამ, არა განათლებული. ებრაელები ორიგინალში კითხულობდნენ ძველ აღთქმას, მაგრამ ვერაფერი გაიგეს და არ მიიღეს ქრისტე. რა მნიშვნელობა აქვს, რა ენაზე წაიკითხავ სახარებას, მთავარია, წაიკითხო და გაიგო, რატომ წერია და რისთვის. ეშმაკმა ბიბლია ზეპირად იცის; ჩვენ გვწამს და მას უხილავს ღმერთი; ჩვენ ვმარხულობთ, ის  არ ჭამს; ჩვენ ნაკლებად გვძინავს, მას საერთოდ არ სძინავს; მან იცის, რა როგორ უნდა გააკეთოს, მაგრამ არ აკეთებს. ამიტომ, სწორად უნდა იცოდე სახარების განმარტება, სწორად უნდა გესმოდეს. მთავარია, როგორ მესმის – „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა,” როგორ ვასრულებ მცნებებს, როგორ განვეშორები ვნებებს. უნდა დავფიქრდე, ჩემში რომელი ძალა მძლავრობს: მოაზროვნე, სურვილიანი თუ მრისხანე. სამივე – რა თქმა უნდა. ჩვენში რომ აზროვნება სწორად იყოს, მივხვდებოდით, საიდან შემოდის ჩვენში ეს ყველაფერი, მაგრამ, ჩვენი აზროვნება სხვა რაღაცეებით არის დაკავებული და ადამიანი უფრო მეტად ფიქრობს: რა ჭამოს, რა დალიოს და მნიშვნელოვანი გვავიწყდება.

скачать dle 11.3