კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

„პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა“
ჩემს ახალგაზრდობაში, –  წერს საკუთარ თავზე ღირსი ისააკ ასური, – აბბა კრონისთან ერთად ვცხოვრობდი. უკვე მოხუცებული ბერი არანაირ საქმეს არ მავალებდა, არამედ ნებაყოფლობით დგებოდა თვითონ და მეც და სხვებსაც განსაბანად წყალს გვაწვდიდა. შემდეგ ვცხოვრობდი აბბა თეოდორე თერმენელთან ერთად. ამ მამას ჩემთვის არცერთი ბრძანება არ მოუცია, არამედ თვითონ მოჰქონდა მაგიდასთან საჭმელი და მეუბნებოდა:
– თუ გსურს, ისადილე.
– აბბა, აქ იმისთვის მოვედი, რომ გემსახუროთ, რას ინებებთ?
მაგრამ ბერი მუდამ დუმდა. მაშინ ამის შესახებ სხვებს ვკითხე. ბერები მასთან მივიდნენ და უთხრეს:
– აბბა, ეს ძმა აქ მხოლოდ შენდა მსახურებისთვის მოვიდა, რატომ არაფერს დაავალებ?
– განა მე კინოტის წინამძღვარი ვარ, რომ ბრძანებები გავცე? – პასუხობდა ღირსი თეოდორე, – როცა სურვილი ექნება, შეუძლია, გააკეთოს ის, რასაც ღირსი მამა აკეთებდა.
ბავშვებო, მოწაფეებო, მორჩილნო! ამ თხრობით შეიმეცნეთ, როგორ უნდა მოექცეთ მშობლებს, უფროსებს, მასწავლებლებს!

დასჯილი სისასტიკე
როდესაც გულქვა დიოსკორე, წმიდა დიდმოწამე ბარბარეს მამა, ქალიშვილს გაშიშვლებული მახვილით მისდევდა, ბარბარეს მიერ აღიარებულმა უფალმა, უბიწოთა მფარველმა, ქვის კლდეებს გადაადგილება უბრძანა და ნაპრალში თავისუფლად გაატარა ის მთის წვერამდე. გამძვინვარებულმა მამამ, ქალიშვილი რომ ვეღარ დაინახა, მთას შემოუარა და ყველგან ეძებდა. ბოლოს ორ მწყემსს შეხვდა, რომლებიც თავიანთ ცხვრებს აძოვებდნენ და მათ ჰკითხა, ხომ არ ენახათ გაქცეული ქალწული. ერთმა მათგანმა შეამჩნია, რომ დიოსკორე ძლიერ აღშფოთებული იყო და უპასუხა, არ ვიციო, მაგრამ მეორემ მდუმარედ მიანიშნა თითით იმ ადგილზე, სადაც წმიდა ბარბარე იმალებოდა. დიოსკორემ მტრედივით მთრთოლვარე ქალიშვილი გამოქვაბულში იპოვა – ფეხქვეშ გათელა იგი, ლოდებზე თმით ათრია. მაგრამ უბიწოების მფარველმა უფალმა მწყემსის ავი სამსახური დაუსჯელი არ დატოვა – გაუგონარი სიკვდილი მოუვლინა მას – გააქვავა.

скачать dle 11.3