კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არავინ... ორის მეტი....



სიბრძნე გვასწავლის – არავინ არასდროს ჩააყენოთ თქვენსა და თქვენს საყვარელ ადამიანს შორის და არც არავინ დააყენოთ თქვენ ორზე მაღლა. ანუ, რას ნიშნავს ეს – წყვილის ურთიერთობა ძალიან ინტიმური თემაა და ის სხვისი განსახილველი არ უნდა გახდეს. თქვენი ურთიერთობა არ გამოიტანოთ მეგობრების სამსჯავროზე და არასდროს გალანძღოთ პარტნიორი, თუნდაც ყველაზე ერთგულ მეგობართან. ინტიმური სივრცე თავად უნდა შეკრათ და არავის დაარღვევინოთ. არ შეიძლება, ქმართან კონფლიქტი დაიწყოთ იმის გამო, რომ მას არ მოსწონს, დიდ დროს დაქალებთან რომ ატარებთ. მეგობრობა კარგია, მაგრამ ოჯახს ვერასოდეს ჩაანაცვლებს.
შეიძლება, თქვენს რჩეულს არ მოსწონდეს თქვენი სამეგობრო. ნუ მოითხოვთ მისგან, რომ არასასურველი ადამიანები თავისიანებად მიიღოს. ძალიან დაუახლოვდეს მათ და თქვენი ოჯახის ფაქტობრივ წევრებად აღიაროს. რა არის იმაში ცუდი, თუ დასვენების დღეების გატარება მარტო თქვენთან უნდა?! პირიქით, ეს უნდა გიხაროდეთ.
თუ თქვენი რჩეული არ არის ძალიან გახსნილი და სოციუმში აქტიურობის მომხრე, რატომ უნდა გაკიცხოთ? ნუ დაგავიწყდებათ, რომ სწორედ ეს ადამიანია თქვენი არჩევანი თავისი ყველა ნაკლითა და ღირსებით. გინდათ, თქვენს მეგობრებთან შეხვედრა? არ გადააქციოთ ეს პრობლემად. მშვიდად წადით და შეხვდით, ყოველგვარი აჟიოტაჟისა და აფიშირების გარეშე. ქმარს ეს არ ეწყინება.
P.S. თუკი ქმარს აქვს სურვილი – იყოთ მხოლოდ თქვენ ორნი, შეიფერეთ, ეს ინტიმურობა და დატკბით ბედნიერებით.

დროა, გაიზარდო!

ეს უფრო მამაკაცებს ეხება, თუმცა არც ქალებია გამონაკლისი. ასაკი ემატებათ, მაგრამ შესაბამისი პასუხისმგებლობის აღება არ უნდათ. მერე კი, თავის პრობლემებს თუ წარუმატებლობას სხვებს აბრალებენ. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დამოუკიდებლობის არქონისა არასწორ აღზრდაშია. თუ ბავშვს მეტისმეტად ანებივრებენ, ზედ ჰყვებიან და ფეხსაცმლის თასმების შეკვრის უფლებასაც არ აძლევენ, მომავალში დამოუკიდებელი ვერ იქნება. ეს მშობელმა კარგად უნდა გააცნობიეროს. მშობელი უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ პატარა, ბუნჩულა ბავშვი გაიზარდა... არცთუ იშვიათად ეს „დიდი ბავშვები“ თავს კომფორტულად გრძნობენ იმ სიტუაციაში, როცა ყველანაირი პასუხისმგებლობა არიდებული აქვთ და სხვა ზრუნავს მათზე. თუმცა, დადგება დღე, როცა საკუთარ პრობლემებთან პირისპირ აღმოჩნდებით და რაც მალე გაიზრდებით, მით უკეთესი... დიახ, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება რთულია, მაგრამ უნდა გააცნობიეროთ, რომ ეს თქვენი წილი პასუხისმგებლობაა. გადაწყვიტეთ და გახდით დამოუკიდებელი. თავიდან ცოტა გაგიჭირდებათ, მაგრამ დაიწყეთ იმით, რომ დაისახეთ კონკრეტული მიზანი, შედარებით ადვილად მისაღწევი. წარმატება წაგახალისებთ და გაგამხნევებთ. მოგეწონებათ ის განცდა, რომელიც დაგეუფლებათ – თითქოს ღრმა ძილიდან გამოგაფხიზლეს... ერთი სიტყვით, ნუღარ გადადებთ, უთხარით საკუთარ თავს – დროა, გაიზარდო!

ყველაზე ძვირფასი

ზოგიერთი ცოლი და ქმარიც (დიახ, არც მამაკაცები არიან გამონაკლისნი) ნერვიულობს, როცა მისი მეორე ნახევარი მეგობრებს მარტო ხვდება. ამას ეჭვიანობას არ უწოდებს, მაგრამ გულის სიღრმეში კარგად ხვდება, რომ პრობლემა ხელოვნურია.  ყველა ადამიანს აქვს უფლება, ჰყავდეს მეგობრები, რომლებიც მას ისედაც ჰყავდა, სანამ თქვენ გამოჩნდებოდით მის ცხოვრებაში. რა გინდათ, გააქროთ ისინი და მთელი ცხოვრება მხოლოდ თქვენ შემოგწიროთ? არ მიგაჩნიათ, რომ ეს უსამართლობაა?! გასაგებია, რომ ყველაზე ძვირფასი ის ადამიანია, რომელსაც ბედი დაუკავშირეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, ერთმანეთის იქით, არავინ და აღარაფერი არსებობდეს. ჯერ ერთი, ეს არც ისე კარგი იდეაა, მაგრამ შეუძლებელიც არის. მეგობარი გჭირდებათ თქვენც და მასაც – აჯობებს, თავიდანვე გააცნობიეროთ ეს, რათა შემდგომში ურთიერთობა არ დაგეძაბოთ... თანაც რისთვის? იმისთვის, რაც სრულიად ბუნებრივია?!
არსებობს მთავარი პრინციპები, რაც უნდა შეასრულოთ – არ აუკრძალოთ მას მეგობრებთან ურთიერთობა და არც საკუთარ თავს აუკრძალოთ ეს... მაგრამ, ნუ მოსთხოვთ ძვირფას ადამიანს, რომ თქვენი მეგობრები მასაც თქვენსავით უყვარდეს და უნდოდეს მათთან ურთიერთობა. იცით, რა არის ყველაზე ძვირფასი? ის დრო, რომელსაც ერთად გაატარებთ. თქვენ ორნი, მარტო... იცოდეთ, რომ მეგობრები, რა ბევრიც უნდა იყვნენ ისინი, ამ ძვირფას დროს ვერ მოგპარავენ.

უშენოდ არ მინდა

ბედნიერი ცოლ-ქმარი დიდხანს ცოცხლობს – ეს მითი არ არის. ამ დასკვნამდე მივიდნენ სოციოლოგ-ფსიქოლოგები ერთობლივად. მით უფრო, როცა საქმე ქმარს ეხება – მამაკაცის სიცოცხლის ხანგრძლივობაში დიდი წვლილი მის მეუღლეს მიუძღვის. ანუ, თუ მამაკაცს მზრუნველი, ერთგული, მოსიყვარულე ცოლი ჰყავს, ის სხვებთან შედარებით, დღეგრძელიც იქნება და ჯანმრთელიც. გარდა ამისა, ბედნიერი თანაცხოვრების ერთ-ერთი პირობა ის კი არ არის, რომ მათ სკანდალები არ  ჰქონდეთ, არამედ, უნდა შეეძლოთ სკანდალის შემდეგ პატიება და ინციდენტის დავიწყება. თუკი ხვდებით, რომ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება ძალიან გაგიჭირდებათ, მაშინ იმოქმედეთ ამ პრინციპით. სხვათა შორის, ქალის ორგანიზმს აქვს უნარი, თუ ქმარი ჯერ აწყენინებს და მერე მოუბოდიშებს, სწრაფად ჩადგეს ფორმაში და „დაივიწყოს“ სტრესი. გულ-სისხლძარღვთა სისტემა სწრაფად იბრუნებს ჩვეულ რიტმს, რეგულირდება წნევაც.
კიდევ ერთი თანხვედრა – როცა ქალი მშვიდად არის და ყალყზე შემდგარი ქმარზე თავდასხმისთვის არ ემზადება, ოჯახის უფროსიც თავს გაცილებით კომფორტულად გრძნობს.
თუკი ხშირად ეტყვით ერთმანეთს „უშენოდ არ მინდა“, ცხოვრება გაცილებით მშვენიერი გახდება და კიდევ... არავითარი დაპირისპირება, არავითარი ომი – მით უფრო, თუ ხვდები, რომ იპოვე ის, ვისაც ეძებდი.

скачать dle 11.3