კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წითელი ჭარხალი ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას და ორგანიზმიდან მარილების გამოდევნას


ჭარხალი სავსეა ორგანული მჟავებითა და უჯრედით, ამიტომ, კუჭში შეკრულობის დროს მისგან დამზადებული სალათების ჭამა აუცილებელი და უებარია. ზოგადად კი, ამ ბოსტნეულის ხშირად მიღება კარგია და საჭირო ყველა ორგანოს ნორმალური მუშაობისთვის. ჭარხალი, ასევე, უხვად შეიცავს რკინასა და კობალტს, რაც ხელს უწყობს სისხლის წარმოქმნას. მის შემადგენლობაში არსებული საღებავი ნივთიერებები  ელასტიკურობას სძენს სისხლძარღვების კედლებს. ჭარხალში არსებული ბეტაინი აჩერებს სისხლძარღვთა სკლეროზის განვითარებას, ასტიმულირებს ღვიძლის მოქმედებას, ხოლო უჯრედისი აძლიერებს კუჭის სეკრეციასა და ნაწლავთა პერისტალტიკას.
ანემიის დროს კარგია ჭარხლის, ბოლოკისა და სტაფილოს წვენების თანაბარი რაოდენობის ნარევის მიღება – სვით ორი თვის განმავლობაში, დღეში 2-ჯერ თითო ჩაის კოვზი. გაციების დროს კი ეფექტურია ჭარხლის წვენისა და თაფლის ნარევი. ასევე, ჭარხლის წვენი კარგი პროფილაქტიკური საშუალებაა ჰიპერტონიული დაავადების დროს: შეურიეთ მისი წვენი სტაფილოს ან ახალგამოწურულ ვაშლის წვენს და სვით ყოველდღე.
წითელი ჭარხალი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც ფარისებრი ჯირკვალი აწუხებს, რადგან ის მდიდარია იოდით. გარდა ამისა, მას შარდმდენი ეფექტი აქვს და ხელს უწყობს ორგანიზმიდან მარილების გამოდევნას.

გადახედეთ საკვებ რაციონს და შესაბამისად დააბალანსეთ ის
აუცილებელია და საჭირო, საკვებ რაციონში ისეთი პროდუქტები ჩართოთ, რომლებიც მდიდარია ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებებით. სამწუხაროდ, ბევრს ამა თუ იმ პროდუქტის შესახებ არასწორი შეხედულება აქვს. მაგალითად:
*„ახალი ხილი და ბოსტნეული ჯანმრთელობისთვის კარგია” – სინამდვილეში კი დიდი რაოდენობით ახალი ხილისა და ბოსტნეულის ჭამით კუჭს ძალიან ტვირთავთ, რასაც შედეგად მოსდევს მუცლის შებერვა და კუჭის აშლა. ბოსტნეულის ნაწილი ცოცხალი სახით უნდა ჭამოთ, ნაწილი კი – მოშუშული. მოშუშულ სტაფილოსა და პომიდორში არსებულ ბეტა-კაროტინს ორგანიზმი უკეთ შეითვისებს.
*„ცხიმი ცხიმად გარდაიქმნება” – ცხიმი საკმაოდ მაღალი ენერგეტიკული ღირებულების ნაერთია და ამიტომ ის დიდი რაოდენობით კალორიებს შეიცავს. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ ის საერთოდ უნდა ამოიღოთ რაციონიდან. ყველა ცხიმი ერთნაირად საზიანო არ არის. მაგალითად, ზეითუნის ზეთი არის ცხიმი, რომელსაც ზღვისა და მდინარის თევზი შეიცავს. ის საჭიროა და მნიშვნელოვანი ადამიანის ჯანმრთელობისთვის. იმ შემთხვევაში, თუ რეგულარულად მიიღებთ ზეითუნის ზეთს, სისხლში ქოლესტერინის შემცველობა მკვეთრად შემცირდება.
*ის, რომ ახალგამომცხვარი პური მავნებელია, არ შეეფერება სინამდვილეს, თუკი მას მცირე რაოდენობით მიირთმევთ, რადგან, ახალი პურის დიდი რაოდენობით ჭამას მოჰყვება გაზების დაგროვება ნაწლავებში, ასევე, მატულობს სხეულის მასა.
*„კარტოფილი გასუქებას იწვევს” – ეს მცდარი ინფორმაციაა. ერთი ულუფა კარტოფილი, როგორც მოხარშული, ისე შემწვარი, მხოლოდ 12 კილოკალორიას შეიცავს, ხოლო, ამავე რაოდენობის კარტოფილის ჩიპსი – 368 კილოკალორიას. ამიტომ, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ არის მომზადებული ეს ბოსტნეული.
*მოსაზრება, რომ გაყინული ბოსტნეული არ არის სასარგებლო,  ასევე არ შეეფერება სიმართლეს, რადგან, კარგად და სწორად გაყინული პროდუქტები ისეთივე სასარგებლოა, როგორც ახალი. გაყინული ბოსტნეული ვიტამინებსაც ინარჩუნებს.
გირჩევთ, ისე გადაანაწილოთ ყოველდღიური რაციონი, რომ თქვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იყოს და არა ზიანის მომტანი.

თუ გსურთ, ხანგრძლივი დროით მოახერხოთ ძალების მობილიზება, დილა პიტნის ჩაით დაიწყეთ
დილაობით, ორგანიზმის კოფეინითა და შაქრით დატვირთვის ნაცვლად, მიირთვით პიტნის ჩაი. შეგიძლიათ, პიტნის გამხმარი ან ქორფა ფოთლები გამოიყენოთ, მაგრამ, ორივე შემთხვევაში ნაყენი ათი წუთით უნდა გააჩეროთ და შემდეგ დალიოთ. ძალიან კარგია ნაყენის ორთქლის შესუნთქვა ანუ ინჰალაცია. პიტნის არომატი ენერგიის მოზღვავებასაც იწვევს და ვირუსებისგანაც დაგიცავთ.
ასევე, პოპულარული მცენარეა ჟენ-შენი, რომლის ეფექტურობა დიდი ხანია, დამტკიცებულია. ის ცნობილია მასტიმულირებელი და განწყობის გამაუმჯობესებელი თვისებებით. ჟენ-შენის ნაყენის მიღება რეგულარულად შეგიძლიათ ცივ პერიოდში. ის არა მარტო ენერგიასა და სიმხნევეს შეგმატებთ, არამედ, მნიშვნელოვნად გაგიუმჯობესებთ იმუნიტეტსაც. შედეგად, ორგანიზმი ადვილად უმკლავდება ვირუსს და, შესაბამისად, დაცული იქნებით გაციებისა და გრიპისგან.
შვრიაში შემავალი ზოგიერთი ნივთიერებაც ისევე მოქმედებს ორგანიზმზე, როგორც ჟენ-შენი. ეცადეთ, შვრიის ფაფა ყოველდღიურ რაციონში ჩართოთ. სასარგებლოა არა მარტო ფაფა, არამედ, ყველაფერი, რაც შვრიას შეიცავს, მაგალითად, შვრიის ფხვიერი და გემრიელი ნამცხვრებიც.

თუ გაცივდით და სიცხემ აგიწიათ, ხალხური მეთოდებით იმკურნალეთ
ცივ ამინდში ხშირია გაციება და სხეულის ტემპერატურის აწევა. ამ დროს ნუ იჩქარებთ სიცხის დამწევი პრეპარატების მიღებას, გამოიყენეთ სახლის პირობებში მომზადებული, ხალხური მედიცინის უებარი და ეფექტური საშუალებები, რომლებსაც, წამლებისგან განსხვავებით, უკუჩვენება არ გააჩნია:
*ერთმანეთს შეურიეთ 20 გრამი ცაცხვის ყვავილი და 20 გრამი გამხმარი ჟოლო (ან ჟოლოს მურაბა). დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი და გააჩერეთ 10 წუთი, შემდეგ გადაწურეთ და სვით ცოტ-ცოტა და ხშირ-ხშირად.
* 100 გრამი შავი ბოლოკი და 100 გრამი სტაფილო გახეხეთ, გაწურეთ და მიიღეთ თითო სადილის კოვზი ნაზავი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.
* ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ 50 გრამი ხახვი, დაუმატეთ 1 სადილის კოვზი ვაშლის ძმარი. აურიეთ კარგად და მიიღეთ თითო სადილის კოვზი, ნახევარ საათში ერთხელ.
* 1-2 ცალ სტაფილოს წვენს შეურიეთ 2 ჩაის კოვზი თაფლი. მიიღეთ 1 ან 2 კოვზი, დღეში 3-ჯერ.
თუ ტემპერატურა მაინც არ იკლებს, ჩაიტარეთ შემდეგი პროცედურები:
* დაიზილეთ სხეული ძმარში გაზავებული წყლით, შუბლზე კი ძმრიან ხსნარში დასველებული და კარგად გაწურული ტილო დაიდეთ. ამისთვის 2 სადილის კოვზი ძმარი უნდა გახსნათ ნახევარ ლიტრ წყალში.
* 2 სადილის კოვზ ცხელ რძეს შეურიეთ 2 სადილის კოვზი კონიაკი და დალიეთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში 3-ჯერ.
* 1 სადილის კოვზ ჟოლოს მურაბას შეურიეთ 1 სადილის კოვზი არაყი, ჩააწურეთ ნახევარი ლიმონი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა ანადუღარი გრილი წყალი და დალიეთ ყლუპ-ყლუპად. 3-4 საათის შემდეგ პროცედურა გაიმეორეთ.

თბილი და გაზგასული მინერალური წყალი ნაღვლის ბუშტის ტკივილს აამებს
დისკინეზია ნაღვლის ბუშტის მუშაობის დარღვევა და საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა. ის თანდათან ყალიბდება დაავადებად. ფუნქციური მოშლა არაორგანული დარღვევაა, რომელსაც თან არ სდევს არც ანთება და არც ქვების წარმოქმნა, მაგრამ, დროთა განმავლობაში შეიძლება სანაღვლე გზების საგრძნობი ცვლილებები გამოიწვიოს. ნაღველი ღვიძლში წარმოიქმნება, შემდეგ ნაღვლის ბუშტში ჩაედინება, იქიდან კი თორმეტგოჯა ნაწლავში გადადის, სადაც საჭმლის მონელებაში იღებს მონაწილეობას. ჯანმრთელ ორგანიზმში ეს სისტემა შეუფერხებლად მუშაობს. დისკინეზიის დროს კი ნაღვლის ბუშტი და სფინქტერები არათანმიმდევრობით იკუმშება, ძლიერად, ან, პირიქით – სუსტად. უსიამოვნო შეგრძნებებს კი, თავისთავად, ესეც იწვევს.
დისკინეზიის ორი ჯგუფი არსებობს: ჰიპომოტორული და ჰიპერმოტორული. ჰიპომოტორული ტიპის დისკინეზიის დროს ნაღვლის ბუშტი ცუდად იკუმშება და ნაღველიც არასაკმარისი რაოდენობით გადადის ნაწლავებში. ასეთ დროს აღინიშნება სიმძიმის შეგრძნება და ყრუ ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშ. ტკივილი შეიძლება გადაეცეს გულმკერდის მარჯვენა არეს. ჰიპერმოტორული ტიპის დისკინეზიის დროს ნაღვლის ბუშტი მეტისმეტად დიდი ინტენსივობით იკუმშება და კლინიკურად მწვავე, მჩხვლეტავი ტკივილის სინდრომით გამოვლინდება.
დისკინეზიის ხელშემწყობი ფაქტორებია: ფსიქოემოციური მდგომარეობა, ჰორმონების გამომუშავება, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ახლომდებარე ორგანოების პათოლოგიები (მაგალითად: გასტრიტი, გასტროდუოდენიტი, დუოდენიტი ან მემკვიდრეობითი ფაქტორი).
თუ დისკინეზია ჰიპომოტორული ტიპისაა, მკურნალობის მიზანი ნაღვლის ბუშტის შეკუმშვათა ინტენსივობის გაზრდა უნდა იყოს. ამიტომ, მისაღებია ნაღველმდენი საშუალებებისა და სპაზმოლიტიკების კომბინაცია.
ასევე, არსებობს ნაღველმდენი საშუალებების ორი სახეობა, რომელთაგან ერთი ღვიძლის ნაღველწარმომქმნელ ფუნქციას აძლიერებს, მეორე კი ხელს უწყობს ნაღვლის თავისუფლად გადადინებას სანაღვლე გზებში და ნაწლავების გავლით ორგანიზმიდან მის გამოდევნას. ეს ის შემთხვევა არ არის, როცა მკაცრად განსაზღვრული დიეტაა აუცილებელი, მაგრამ ზომიერება მაინც საჭიროა. ცხიმის, შებოლილი საკვების, ძმრიანი, მჟავე, მწარე და ცხარე კერძების დიდი რაოდენობით მიღება უსიამოვნო შედეგამდე მიგიყვანთ.
რა სახისაც არ უნდა იყოს დისკინეზია, საკვები, რომელიც ღვიძლს აღიზიანებს, რეკომენდებული არ არის. ასეთებია: ხორცის ნახარში, ცხოველური ცხიმი, ცხარე საკაზმი. არ შეიძლება ლუდი და ალკოჰოლური სასმელები. დისკენეზიის დროს აუცილებელია მინერალური წყალი, რადგან ის დიდი რაოდენობით შეიცავს მაგნიუმს. უმჯობესია, მინერალური წყალი თბილი და გაზგასული მიიღოთ, ვინაიდან სითბო ხელს უწყობს სპაზმების მოხსნას, ხოლო წყალში შემავალი მიკროელემენტები კი – შეკუმშვას.

იწვევს თუ არა პური და საღამოს საათებში ჭამა ზედმეტი წონის დაგროვებას
აზრი, რომ პური ასუქებს და ის უნდა ამოიღოთ კვების რაციონიდან, არასწორია. პურის მიღება რეკომენდებულია ზომიერად. ზოგადად, საჭიროა იმ პროდუქტების შემცირება, რომლებსაც პურთან ერთად ჭამთ, მაგალითად, ყველის, ნაღების, კარაქის, ძეხვისა და სხვა კალორიული საკვების.
ხშირად გვესმის, რომ 6 საათის შემდეგ ჭამა არასასურველია, თუმცა, ამ წესის მკაცრად დაცვის დროსაც კი, ხშირად ვერ იკლებენ წონაში. ჯანმრთელობისთვის და, ასევე, წონაში დასაკლებად, სასურველია დღის განმავლობაში რამდენჯერმე ჭამა მცირე ულუფებით. ამ დროს ორგანიზმი ნაკლებად იტვირთება და საკვებს ადვილად ითვისებს. შიმშილის გრძნობა მცირდება და შაქარი სისხლში ნორმის ფარგლებშია; ხოლო ის, ვინც 6 საათის შემდეგ არ ჭამს და დღეში მხოლოდ ერთხელ მიირთმევს დიდი რაოდენობით საკვებს, იზიანებს კუჭ-ნაწლავს და წონაშიც ნაკლებად იკლებს.
ასევე, არსებობს მოსაზრება, რომ წყალს ორგანიზმიდან ცხიმები და კალორიები გამოაქვს. ეს არასწორია. კალორიები და ცხიმები გამოედინება მაშინ, როცა ადამიანი ბევრს მოძრაობს. ასეთ დროს დიდი რაოდენობით სითხე ასტიმულირებს თირკმელების მოქმედებას და ამის შედეგად ორგანიზმი თავისუფლდება წიდებისგან. არასწორია ის აზრიც, რომ ყავა წვავს ცხიმებს; სინამდვილეში, კოფეინი, რომელსაც ყავა შეიცავს, სიმხნევეს გვმატებს და ცხიმოვან ფენაზე საერთოდ არ მოქმედებს.
თუ გახდომა გსურთ, გირჩევთ, ჭამოთ ნელა, აუჩქარებლად,  რადგან ნელი ჭამისას, საკვები გადამუშავდება ჭამის პროცესშივე და ადამიანი გრძნობს, როდის დანაყრდა. ამ დროს შიმშილის გრძნობა ქრება და ორგანიზმი ზედმეტ კალორიებსაც აღარ იღებს. ხოლო, თუ სწრაფად ჭამთ, ვერ შეძლებთ, განსაზღვროთ იმ საკვების რეალური  რაოდენობა, რომელსაც იღებთ და ამიტომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტი ზედმეტი საკვებით იტვირთება.

скачать dle 11.3