კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

ჯაშიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჯაშა. სოფელ მუხათში გვხვდება აგრეთვე, ქალის მეტსახელი – ჯაშია.
ისტორიულ საბუთებში, 1698-1712 წლების ვენახის ნასყიდობის წიგნში, მოიხსენიება ელიკა ჯაშიაშვილი.
1873 წლის კამერალური აღწერით, მოიხსენიებიან ენაგეთის ახალშენში მცხოვრები ჯაშიაშვილები.
საქართველოში 1 339 ჯაშიაშვილი ცხოვრობს: თელავში – 436, თბილისში – 362, თეთრი წყაროში – 267. არიან სხვაგანაც.
შარუმაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი შარუმა.
ისტორიულ წყაროში გვხვდება მსგავსი ტექსტი: გიგოლა და ციციკა შარუმაშვილები 1886 წელს დუშეთის მაზრის სოფელ წყურვალეთში გადავიდნენ საცხოვრებლად.
საქართველოში 139 შარუმაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 72, გარდაბანში – 30, თეთრი წყაროში – 9. არიან სხვაგანაც.
ალიხანაშვილი-ალიხანასშვილი
გვარი ისტორიულ წყაროებში გვხვდება ფორმით – ალიხანასშვილი და ალიხანაშვილი. ის ქართული აზნაურული გვარ-სახელია. გვარის ფუძეა ალი და ხან-ი. ალი თურქულში პოპულარული სახელი იყო. ისევე, როგორც ბევრი სხვა უცხოური სახელი, ალიხანიც გავრცელდა ქართველებში და შემდგომში ალიხანაშვილების გვარის ფუძედ იქცა.
ქვემო ქართლის 1721 წლის აღწერით, ერთ-ერთი ალიხანა, რომლის გვარიც უცნობია, ყოფილა ყაიყულში სოფელ სააკას მოურავი. იქვე მოიხსენიება ალიხანას სოფელი. შემდგომში ალიხანაშვილების გვარიც, ბევრი სხვა ქართული გვარის მსგავსად, რუსული ოვ-ით გააფორმეს და ალიხანოვები სომხურ ეთნოსს მიაკუთვნეს.
ალიხანაშვილები, როგორც ვაჭრები, მოხვდნენ რუსულ საბუთებში, სადაც ალიხანოვებად ჩაწერეს.
ალიხანაშვილთა და იაგულაშვილთა გვარის ნაწილი ქვემო ქართლის მებატონეები იყვნენ.
ზალია და ბეჟან ალიხანაშვილები, 1721 წლის აღწერით, მებატონეები იყვნენ. ცხოვრობდნენ და ყმები ჰყავდათ სომხეთში.
„ალიხანასშვილები – გორში მცხოვრებნი, ქსნის ერისთავების მკვიდრი ვაჭრები. გიორგი მეფემ მათი წყალობა განუახლა დავით ქსნის ერისთავს.”
საქართველოში 409 ალიხანაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 128, თეთრი წყაროში – 62, მცხეთაში – 53. არიან სხვაგანაც.
ვართანაშვილი-ვარდანაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ვარდანა.
1823 წელს მარტყოფის მღვდელი ქართველია და სახელებიც და გვარებიც ქართულადაა ჩაწერილი, მოგვიანებით კი ვარდანაშვილის ნაცვლად ვართანაშვილი გვხვდება, რაც რუსულის გავლენით მოხდა.
1881 წელს ვარდისუბანში მოიხსენიება ვინმე ვარდანაშვილი.
საქართველოში 545 ვარდანაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 311, გორში – 45. არიან სხვაგანაც.
მალიშავა-მალიჩავა
გვარის ფუძეა მეტსახელი მალიშა.
მალიშავას გვარის მეორე ვარიანტია მალიჩავა. მსგავსი შემთხვევა ბევრია ქართულ გვართა წარმოქმნის ისტორიაში. მალიჩავები ცხოვრობენ დიდ ნეძში, სენაკში. ტოპონიმებია: სამალიჩო – უბანი ყულიწყალსა და ოკულეს შუა.
ოლორიდან გამოქცეულა სამი ძმა მალიჩავა. ერთი ნეძში შეჩერებულა, მეორე – ხეციაში, მესამის ამბავი კი უცნობია. ცნობილია, რომ მალიჩავების „ჯინჯი ხატი” ილორი იყო და ამიტომაც ამ გვარიდან ილორის ეკლესიის მნათეებს ირჩევენ.
საქართველოში 235 მალიშავა ცხოვრობს: ზუგდიდში – 122, თბილისში – 31, ხობში – 13. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3