კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კანის დამატენიანებლები და მათი დანიშნულება

ნებისმიერი ხარისხიანი კოსმეტიკური საშუალება შეიცავს დამატენიანებელი ინგრედიენტების 2 ტიპს: ოკლუზიურსა და ტენის დამჭერს. ოკლუზივები მუშაობენ ტენიანი კომპრესის პრინციპით – სახეზე ქმნიან დამცავ ფენას, რომელიც ხელს უშლის ტენის აორთქლებას. ტენის დამჭერებს უწოდებენ ინგრედიენტებს, რომლებიც იზიდავენ წყალს კანში (მაგალითად, ჰაერიდან) და მას იქ აკავებენ.
საუკეთესო დამატენიანებელია:
1) ჰიალურონის მჟავა. მის ერთ მოლეკულას აქვს უნარი, შეაკავოს კანში წყლის 500-მდე მოლეკულა. ჰიალურონის მჟავა ორგანიზმში გამოიმუშავება დაბადებისთანავე. ამიტომაა, რომ თოთო ბავშვის კანი ნაზი და მკვრივია. მაგრამ, წლების მატებასთან ერთად, მისი მარაგი ილევა ტენიანობის უკმარისობის გამო და ჩნდება ნაოჭები.
2) გლიცერინი 200 წელზე მეტია, გამოიყენება კოსმეტოლოგიაში. ის უნარჩუნებს ტენიანობას კანის რქოვანა ფენას და ამ საქმეში მას ჯერჯერობით არ გამოსჩენია კონკურენტი. გარდა ამისა, არბილებს და არ აღიზიანებს მგრძნობიარე კანს.
3) ჰიდროქსიმჟავებს მიეკუთვნება გლიკოლის, რძისა და ხილის მჟავები: ვაშლისა და ღვინის. ისინი მეტად ელასტიკურს ხდიან კანს, რითაც აჩქარებენ მისი ზედა ფენის აღდგენას.
4) პროპილენგლიკოლი არის როგორც ტენის შემკავებელი (დამჭერი), ისე ოკლუზივი. გარდა ამისა, გამოირჩევა მაღალი ანტიმიკრობული აქტივობით. ოღონდ, შესაძლოა, ალერგია გამოიწვიოს.
5) შვრია, კარიტეს ზეთი  ძლიერი ნატურალური დამატენიანებლები და პარალელურად ძლიერი ანტიოქსიდანტებიც არიან. მათ უფრო ხშირად შეხვდებით სამკურნალო კოსმეტიკის შემადგენლობაში.

скачать dle 11.3