კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: ვიცოდი, რომ არსებობს მიცელარული წყალი, რომლის შესახებ დაწვრილებით ინფორმაცია თქვენი რუბრიკიდან შევიტყვე. ახლახან კი გავიგე, რომ არსებობს მიცელარული ლოსიონი და მიცელარული ზეთი. თუ შეიძლება, ამიხსენით, რომელი რა დანიშნულებით გამოიყენება?
პასუხი: არსებობს მიცელარული ლოსიონი „სამი ერთში“, რომლითაც შეგიძლიათ, მოიშოროთ მაკიაჟი სახიდან, თვალებიდან და ტუჩებიდან. ამასთან, ის ადვილად უმკლავდება წყალგამძლე მეიკსაც. მასში შემავალი ვიტამინი B5 კი ლოსიონს კანის დამამშვიდებელ უნარს ანიჭებს.
რაც შეეხება მიცელარულ ზეთს, ეს არ არის კლასიკური ცხიმიანი ზეთი, რომლის კანიდან მოშორებაც რთულია. წყალთან ურთიერთობისას მისი ტექსტურა იქცევა კოსმეტიკურ რძედ. მის ფორმულაში შედის კამელიის დამატენიანებელი ცხიმი და ბუნებრივი ანტიოქსიდანტი – ვიტამინი E.
კითხვა: როდის უნდა წავისვა სახეზე ტონიკი და, გარდა გაწმენდისა, კიდევ თუ აქვს მას რამე დანიშნულება?
პასუხი: ტონიკით სახე უნდა გაიწმინდოთ გელის, ქაფის, მიცელარული წყლის ან ზეთის გამოყენების შემდეგ. გარდა გაწმენდისა, ის ამზადებს კანს მაკიაჟისთვის.
კითხვა: რა სიხშირით უნდა გამოვიყენო კრემ-სკრაბი და ძირითადად, რისგან შედგება მაღალი ხარისხის ეს კოსმეტიკური საშუალება?
პასუხი: კრემ-სკრაბი უნდა გამოიყენოთ კვირაში 1-2-ჯერ – ეს საკმარისია, რომ ღრმად გაწმინდოს ფორები და აქერცვლით მოაშოროს კანს ზედა, რუხი ფერის ფენა. გრანულების გარდა, ხარისხიანი სკრაბი უნდა შეიცავდეს სალიცილის მჟავას, რომელიც აძლიერებს ექსფოლაციას.
კითხვა: მყავს 40 წლის ვაჟი, რომელსაც პერიოდულად სახეზე უჩნდება აკნე, თან, ძალიან სტკივა. იარა დერმატოლოგებთან, გაიკეთა ანალიზები, მაგრამ ექიმებმა მიზეზი ვერ დაადგინეს. რის გამო შეიძლება, გაჩნდეს ამ ასაკში აკნე?
პასუხი: ამ ასაკში აკნეს გაჩენის რისკ-ფაქტორებია: ზედმეტი წონა, გარკვეული ჰორმონების სიჭარბე, სტრესი, შთამომავლობითი მიდრეკილება, ზოგიერთი კოსმოტოლოგიური ნაწარმის გამოყენება, საკვები პროდუქტები (მაგალითად, რძე). აკნეს მკურნალობა ინდივიდუალურია და ეს პროცესი უნდა დაინიშნოს და ჩატარდეს ექიმის მიერ. თავის მხრივ კი, თქვენს ვაჟს, იმით შეუძლია შეუწყოს ხელი მკურნალობას, რომ სისტემატურად დაიტენიანოს კანი, მოარიდოს სახე მზის სხივებს და არ გამოიდინოს ფერისმჭამელები.

скачать dle 11.3