კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გამოვიდა „პახმელიაზე“ „მურის“ ოპერი თბილისში

1972 წლის მაისში ცნობილმა ქურდმა ოთარ მელაძემ, მეტსახელად „ჭინკამ“, მოსკოვში ცეკას მაღალჩინოსნის ბინა პირწმინდად „გაასუფთავა“ და მიიმალა. ძვირფას ნივთებს სამი ცალი ბრინჯაოს მონეტაც გააყოლა, რომლებიც, თურმე, იულიუს კეისრის დროინდელი ყოფილა და შეუფასებელ ნუმიზმატურ ღირებულებას წარმოადგენდა. დაზარალებული გიჟს ჰგავდა და როგორც შევიტყვე, იმუქრებოდა: თავს წაგაცლით, თუ მონეტებს არ დამიბრუნებთ. მსოფლიოში სულ ხუთი ასეთი მონეტაა და სამი მე მაქვსო...  იმ პერიოდში მე „მურში“ ვმუშაობდი და სხვებთან ერთად, ძებნის ოპერაციაში ვმონაწილეობდი. მთელი მილიცია ფეხზე იდგა, თუმცა „ჭინკას“ ვერ ვპოულობდით. მაძებრებს დაკარგული მონეტების ფოტოები გვქონდა და ყველა ნაცნობ თუ უცნობ ნუმიზმატთან მივდიოდით, მათ კოლექციებს ვამოწმებდით.
ამ შემთხვევიდან ორი კვირის შემდეგ, თბილისში, ჩემი დის ქორწილში ორი დღით ჩამოვედი. თავგამოდებული სმის შემდეგ, როგორც იქნა, სუფრიდან გამოვიპარე. დილაადრიან კი რიყისკენ გავემართე ჩემი მანქანით, რომ ხაში მეჭამა და ასი გრამიც დამეყოლებინა „პახმელიიდან“ გამოსასვლელად. დიღმის მასივიდან მოვდიოდი სანაპიროზე, „დინამოს“ სტადიონის ქვევით, ერთი გოგონა ჩავისვი, რომელმაც ხელი დამიქნია. მაშინ უცოლო ვიყავი, ვიფიქრე – ხინკალზე დავპატიჟებ-მეთქი. გოგონა დამთანხმდა და რიყიდან რომ წამოვედით, ჩემს ბინაში ავედით. იქაც კარგად მოვილხინეთ და საქმეზე რომ უნდა გადავსულიყავით, მან ჩანთა გახსნა, სიგარეტის ამოსაღებად. ჩანთიდან კი სწორედ იმ ფუნქციონერი კოლექციონერის სახლიდან წამოღებული მონეტა ამოუვარდა... ამის დანახვაზე ლამის თვალები ბუდიდან გადმომცვივდა. შეცდომა გამორიცხული იყო, რადგან დაკარგული მონეტების ფოტოები კარგად მქონდა შესწავლილი. აბა, რაღა მექალებოდა? გოგონას ჩემი ვინაობა გავუმხილე და კატეგორიულად მოვთხოვე, ეღიარებინა, საიდან ჰქონდა ეს მონეტები. ჩემი სტუმარი დამწყები ბაცაცა აღმოჩნდა და მითხრა: წუხელ, ვიღაც ფარჩაკმა „მომხსნა“ ტრასიდან. ეგონა, ჩემთან მოილხენდა, მე კი „კლოფელინით“ გავუმასპინძლდი. მივაძინე.  ბაითი გავუშმონე, მაგრამ ამ სამი ცალი სირობის მეტი, ვერაფერი აღმოვაჩინეო...
გოგონამ ისიც აღიარა, რომ ჩემი დაძინება და გაქურდვაც უნდოდა. მას შევპირდი, რომ არ დავიჭერდი, თუ იმ ბინას მაჩვენებდა, საიდანაც მონეტები წამოიღო. ის დამთანხმდა და ერთად გავემართეთ დიდუბისკენ. ბინა ხუთსართულიანი სახლის მეხუთე სართულზე იყო. მე პისტოლეტი მოვიმარჯვე და ჯერ გოგონა მივაბი საჭეზე ხელბორკილებით, შემდეგ კი, სახურავიდან შევძვერი ბინაში... საძინებელში რომ შევედი, მხვრინავი „ჭინკა“ შემრჩა ხელში, რომელიც ნათესავის ბინაში იმალებოდა. მან მხოლოდ მას მერე გაიღვიძა, როცა გავკოჭე და საცვლებისამარა მილიციაში მივიყვანე. გოგონა კი გავუშვი... ასე, ორიგინალურად გამოვედი „პახმელიაზე“ და მურელები ხშირად იხსენებდნენ ამ ისტორიას.
ნოდარ კილაძის ნაამბობის
მიხედვით

скачать dle 11.3