კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იმედიანად გაორებული

ანუ, აი, დარდი

 რაკი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორზე არანაკლებ სულზე უტკბეს ევროკავშირშიც ისეთი ვითარებაა, რომ დედა შვილს, ანუ ძირძველი ევროპელი ახლოაღმოსავლელ ლტოლვილს არ აიყვანს ხელში, რფ-ს ხან აკრიტიკებენ შეშფოთებულად, ხანაც – აქებენ დამორცხვებულები.
ჰოდა, რაკი ასეთი გაორებული ვითარებაა, საფრანგეთის პრეზიდენტმა, რაკი, როგორც ჩანს, რთულად მოინელა, რფ-ს რომ „მისტრალები“ ვერ მიჰყიდა, იმედიანად განაცხადა, რომ, მიუხედავად „მისტრალის“ ტიპის ვერტმფრენმზიდების შესახებ კონტრაქტის გაუქმებისა, რუსეთს ახალ ხომალდებს მაინც მივყიდითო.
სახელდობრ, ბ-ნმა ოლანდმა ბრძანა შემდეგი (მომყავს ციტატა): „დალაგდა ურთიერთობა რუსეთთან, რომელმაც კონტრაქტის გაუქმებაზე თანხმობა განაცხადა. ვფიქრობ, რომ ახალი ხომალდების შესახებ შეთანხმებებს მივაღწევთ.“
ისტორია კი ასე ვითარდებოდა: ჩვენთან ომის შემდეგ, 2011 წელს, საფრანგეთმა რუსეთთან შეთანხმება გააფორმა, რომ „მისტრალის“ ტიპის ორ ვერტმფრენმზიდს დაუმზადებდა, მაგრამ 2014 წელს პირველის გადაცემაზე უარის თქმა მოუწია უკრაინის კონფლიქტის გამო, ოღონდ, მთლად წაგებულიც არ დარჩენილა, რადგან იმ ავიამზიდს 2016-ში ეგვიპტე შეიძენს.
უფრო მეტიც, როგორც ვნახეთ, ბ-ნი ოლანდი იმედოვნებს, რომ რფ-ს კვლავ ასიამოვნებს „მისტრალებით“. ფაქტი ჩვენთვის, ბუნებრივია, არასასიამოვნოა, რაკი ჩვენი პარტნიორი ჩვენს ოკუპანტს ელოლიავება, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ რფ „მისტრალის“ ტიპის ტექნიკას ჩვენ წინააღმდეგ უბრალოდ ვერ გამოიყენებს (კერძოდ ჩვენ კრეისერი „მოსკოვიც“ გვეყოფა, თუ რამე – ) და, უდიდესი ალბათობით, იმ „მისტრალებს“ (თუ რამე) ისევ დასავლეთთან დაპირისპირებაში გამოიყენებს, თუ უნდათ, დამატებითი ბირთვული ქობინებიც უჩუქებიათ?!

скачать dle 11.3