კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არჩევანგახარებულები

ანუ უსანქციოდ შეფრთხიალებული

 ჩვენს, არც კი ვიცი, რა ვუწოდო, მეგობარი თუ ევროპის უკანასკნელი დიქტატორის სამფლობელო, მოკლედ, ბელორუსიაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა და აგერ უკვე მერამდენე ვადით პირველ პირად კვლავ ევროპის უკანასკნელ დიქტატორად შერაცხილი ალექსანდრ ლუკაშენკო აირჩიეს – წინასწარი მონაცემებით, ხმათა, არც მეტი, არც ნაკლები, 83,49 პროცენტით!
ამის საპასუხოდ თუ სხვა მიზეზით, ევროკავშირმაც გაახარა ბელორუსიელი ამომრჩეველი და ბ-ნ ლუკაშენკოს ოთხი თვით მოუხსნა სანქციები.
ეს ამბავი სრულიად ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოს საფრანგეთის გენმდივანმა აცნობა ევროპულ საქმეებში. უფრო ადრე კი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო უწყების თავკაცმა შტაინმაიერმა გვაუწყა, რომ სანქციების დროებით მოხსნაზე ბელორუსიის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იმსჯელებდნენ.
ჰოდა, როგორც ჩანს, არჩევნები ისე მოსწონებიათ ჩვენს ევროპელ კოლეგებს, რომ ბ-ნ ლუკაშენკოს ოთხთვიანი ამნისტიაც გამოუცხადეს.  თუმცა მარტო არჩევნებს არა, ამ საქმეში თავისი წვლილი ბელორუსიის პრეზიდენტის მიერ ექვსი პოლიტპატიმრის გათავისუფლებასაც შეუტანია (ეს ამბავი აგვისტოში მოხდა) და ბელორუსიის პრეზიდენტის აქტივობასაც უკრაინის საკითხზე მოლაპარაკების პროცესში.
ჩვენ არ ვიცით, რამდენ ხანს გასტანს ევროკავშირის გულმოწყალება, ბ-ნ ლუკაშენკოს სამარადჟამოდ ჩაიკრავენ გულში თუ მხოლოდ ოთხ თვეს მისცემენ უსანქცოდ შეფრთხიალებისთვის, მაგრამ აშკარაა, სქემა – ჯერ დაიჭირა, შემდეგ გამოუშვა, ეფექტიანია, რაც იმას ნიშნავს, რომ დემოკრატიული ფარსი სოციალისტურზე არანაკლებია. –

скачать dle 11.3