კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაკეტიანი დამშეული

ანუ პავლოვის ინსტინქტი

 თუმცა ევროკავშირი აგულიანებს რფ-ს, რომ, თუ ასე კარგად მოიქცევა მსოფლიო ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში, ეგებ სანქციებიც მოუხსნას 2016 წლის გაზაფხულისთვის და თავად რფ-ც რაკეტას რაკეტაზე ისვრის (თვით კასპიის ზღვიდან) ისლამური სახალიფოს პოზიციებისკენ, ფაქტია, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე პროდუქტების დეფიციტია.
ჰოდა, რაკი სამომხმარებლო დეფიციტია, რფ-ში მოსახლეობას აკრძალული პროდუქტების ინტერნეტით გამოწერის ნება დართეს, ოღონდ, გარკვეული დათქმით.
კერძოდ: საქონელი მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის უნდა იყოს გამოწერილი და წონა 5 კილოგრამს არ უნდა აღემატებოდესო და, რა თქმა უნდა, ხშირადაც არ უნდა მიმართოთ ამ საქმესო.
ის-ის იყო, რფ-ის მოქალაქეებში პავლოვის ინსტინქტმა გაიღვიძა, რომ რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურმა შეიცვალა პოზიცია და განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სანქცირებული პროდუქციის გამოწერაც აკრძალულია.
მეორე მხრივ, სხვა საქმეა, როგორ უნდა გამოეწერათ, მაგალითად, პომიდორი და არაჟანი, მაგრამ ეს მაინც ვერ უკარგავს აქტუალობას რიტორიკულ კითხვას: როცა მოსახლეობა დამშეული გყავს, კასპიის ზღვიდან ბალისტიკური რაკეტების გაშვებით თავს რატომ უნდა იწონებდე?!
თუმცა ისიცაა – რას გაუგებ იმპერიალისტის ჩაშავებული გულის ბნელ ზრახვებს?!  –

скачать dle 11.3