კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პროპაგანდის მოკრძალებული ხიბლი

დემოკრატიის შუქურა და სხვა

 რაკი მწყერები ყველას ჰყავს, განსაკუთრებით, პოსტსაბჭოთა ტერიტორიაზე, გასულ კვირას შევიტყვეთ, რომ უზბეკეთში, კერძოდ, ფერღანის ოლქში პრემიერ-მინისტრის (უზბეკეთისა) შესაძლო ვიზიტის გამო ადგილობრივ მოსახლეობას მოკრეფილი ბამბა უკან დააწებებინეს, რომ ადგილობრივსავე ხელისუფლებას თავი მოეწონებინა მოსავლის სიუხვით.
მეტიც, მხოლოდ ამას არ დასჯერებიან და მაღალი სტუმრის მიღების წინ გზებიც გაურემონტებიათ, ოღონდ ისინი, რომლებზეც თავისი ნეტარი ფეხი უნდა დაებიჯებინა პატიოსან გვამს.
მართალია, ფერღანის ოლქის მერიაში კატეგორიულად უარყოფენ, რომ ასეთი ბრძანება გაიცა, მაგრამ, რადიო „სვობოდას“ კორესპონდენტის ცნობით, 400-მდე ქალმა და კაცმა „პე ვე ას“ წებოს გამოყენებით დიდი გულმოდგინებით დააწება ბამბის ქულები იქ, საიდანაც მოკრიფა.
ბამბა იქით იყოს და, თუ გავიხსენებთ, რომ მსგავსი გამოხდომები არც ჩვენი სინამდვილისთვის იყო უცხო ხილი: არარსებული საწარმოების გახსნით დაწყებული და ახალ კლინიკაში საწოლში ჩაწვენილი ჩაცმულ-დახურული პაციენტით დასრულებული, როგორც ჩანს, პოსტსაბჭოელებს ფანტაზია საერთო მექანიზმით უმუშავებს, გინდა დემოკრატიის შუქურა იყოს და გინდა სხვა რამ.

скачать dle 11.3