კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გულაცრუებულნი

პრ. პუტინის ოკეანისგაღმელი მოტრფიალენი

 სანამ ახლო აღმოსავლეთში ძაღლი პატრონს, ანუ მოკავშირე მოწინააღმდეგეს ვერ ცნობს და, შესაბამისად, უცნობია, რა გრძელვადიანი გეგმები აქვთ მხარეებს, როგორც აშშ-ში ჩატარებული გამოკითხვა მოწმობს, სუპერსახელმწიფოს მოქალაქეები იმედგაცრუებულები არიან.
კერძოდ, გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულ ამერიკელთა 46 პროცენტს რფ-ის მოქმედება სირიაში ძლიერი და გონივრული ჰგონია; გამოკითხულთა 52 პროცენტის აზრით კი ობამას პოლიტიკა არ არის დამაჯერებელი და სუსტია, ხოლო 69 პროცენტის მტკიცებით, აშშ-ის ბრძოლა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ არაეფექტიანია. –
ბუნებრივია, რიგით ამერიკელს არავინ ეტყვის, თუ რა გეგმები აქვს მის სახელმწიფოს და რა მიზნის მიღწევას ცდილობს, თუმცა ამ ეტაპზე, ამერიკელთა 70 პროცენტის აზრით, პრეზიდენტ ობამას არ გააჩნია სირიის კონფლიქტის დარეგულირების გეგმა და დიდ სიმპათიებსაც ამჟღავნებენ ვლადიმირ პუტინის მიმართ: გამოკითხულ ამერიკელთა 53 პროცენტი მიიჩნევს, რომ პუტინი სირიაში ყველას სჯობნის, მაშინ, როდესაც საკუთარი ლიდერის პოლიტიკა სირიისადმი მხოლოდ 22-მა პროცენტმა ჩათვალა მისასალმებლად.
ერთი სიტყვით, თუ ამ ტემპით განაგრძო აშშ-ის ხელისუფლებამ დევალვირება საკუთარი ამომრჩევლის თვალში, მომავალ გამოკითხვაში რფ-ს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებასაც ხომ არ მოუწონებენ?! –

скачать dle 11.3