კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

2015 წლის საუკეთესო რადიოლოგი

კომპიუტერული ტომოგრაფიის თანამედროვე მიღწევებისა და შესაძლებლობების შესახებ გვესაუბრება კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კომპიუტერული ტომოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი, ეროვნული პრემიის ლაურეატი, მედიცინის დოქტორი გია წივწივაძე. ის იმ ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელია, რომელიც 20 წლის წინ, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას გვერდით, მის მიერ დაწყებული უდიდესი მნიშვნელობის პროექტისა და ეროვნული საქმის სათავეებთან იდგა. დღეს ის თავისი საქმის პროფესიონალია, ყველასთვის კარგად ცნობილი ექიმი და ავტორიტეტული მეცნიერი.

 – ბატონო გია, თქვენ 2015 წლის საუკეთესო რადიოლოგად დასახელდით. კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ერთ-ერთი სტრატეგიული დეპარტამენტის – კომპიუტერული ტომოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი ბრძანდებით. გვიამბეთ თქვენი განყოფილების შესახებ...
– ჩვენი ინსტიტუტის კომპიუტერული ტომოგრაფიის განყოფილება აღჭურვილია ფირმა SIEMENS-ის მრავალშრიანი კომპიუტერული ტომოგრაფებით: Somatom Sensatio-64, Somatiom Definition EDGE-384, ფირმა Toshiba-ს მრავალშრიანი კომპიუტერული ტომოგრაფით AQUILION ONE-640. განყოფილებაში ტარდება თავის ტვინის, ქალას ძვლების, გულმკერდის, მუცლის ღრუს და მცირე მენჯის ორგანოთა, ხერხემლის სვეტისა და კიდურების პათოლოგიათა კომპიუტერულ-ტომოგრაფიული დიაგნოსტიკა. ძალზე საინტერესოა მრავალშრიანი კომპიუტერულ-ტომოგრაფიული ანგიოგრაფიის შესაძლებლობები: აორტისა და ინტრაკრანიული არტერიების განვითარების ანომალიების და ანევრიზმების, თირკმლის, საძილე და კიდურების არტერიების სტენოზის და ოკლუზიის, მსხვილი ვენების თრომბების გამოსავლენად. დღესდღეობით კტ ანგიოგრაფია გახდა წამყვანი მეთოდი ფილტვის თრომბოემბოლიის დიაგნოსტიკაში და ასევე, არაინვაზიური კტ კორონაროგრაფია, რომელიც ძალიან მაღალი სიზუსტით ახდენს კორონარულ არტერიებში არსებული პათოლოგიური ცვლილებების გამოვლენასა და გულის პარკუჭების ფუნქციური მდგომარეობის შეფასებას.  ფირმა  Toshiba 640-შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფი AQUILION ONE - 640 უახლესი თაობის აპარატურაა, რომელიც სხვა კომპიუტერული ტომოგრაფებისგან განსხვავებით, დასხივების მინიმალური დოზით და კვლევის ხანმოკლე დროით გამოირჩევა. აპარატი აღჭურვილია ნეირო, ურგენტული, გულისა და ონკოლოგიურ პათოლოგიათა დიაგნოსტიკის სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით. ეს კიდევ არასრული ჩამონათვალია. მინდა გითხრათ, რომ ჩვენს ინსტიტუტში დანერგილია რადიოლოგიური დიაგნოსტიკის პრაქტიკულად ყველა თანამედროვე მეთოდი, რომელიც დღეს არსებობს მსოფლიოში.
– ცნობილია, რომ თოდუას კლინიკაში დაფუძნდა და უკვე დიდი წარმატებით ფუნქციონირებს ონკოლოგიური მიმართულება – დაინერგა ავთვისებიან სიმსივნეთა კომპლექსური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლესი მეთოდები. ონკოლოგია  თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე რთული და პრიორიტეტული მიმართულებაა, რას მოგვითხრობთ ამის შესახებ?
– ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად მსოფლიოში კიბოს 14 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა რეგისტრირდება. ექსპერტთა შეფასებით, მომდევნო ათწლეულებში ონკოლოგიური დაავადებების ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაიზრდება მსოფლიოს ყველა რეგიონში.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად ვლინდება 12 400-მდე კიბოს ახალი შემთხვევა. მარტივი არითმეტიკული გამოთვლით: თვეში 1 000-ს, დღეში - 33-ს, ანუ ყოველ ერთ საათში 1 ადამიანზე მეტს უსვამენ ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზს! რა თქმა უნდა, ეს ძალზე შემაშფოთებელი სტატისტიკაა. ჩვენთან ავადმყოფთა 70-75 პროცენტი ექიმს დაავადების იმ სტადიაში მიმართავს, როცა რადიკალური მკურნალობის მეთოდი უკვე აღარ გამოიყენება. ასეთი პაციენტები საჭიროებენ ხანგრძლივ და ძვირად ღირებულ მკურნალობას, ხოლო პროგნოზი არ არის კეთილსაიმედო.  არადა, ავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევაში, მკურნალობის ეფექტურობა პირდაპირაა დამოკიდებულია ადრეულ დიაგნოსტიკაზე. ვფიქრობ, დღეს უპირველესი ამოცანაა, ონკოლოგიურ დაავადებათა მიმართ არსებული სუბიექტური ფაქტორებისა და სტერეოტიპების შეცვლა როგორც მოსახლეობის, ასევე თავად სამედიცინო პერსონალის აზროვნებაში. თუკი პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმები მეტ ონკოლოგიურ სიფხიზლეს გამოიჩენენ და შეეცდებიან, რაც შეიძლება დროულად  აღმოაჩინონ ან გამორიცხონ ეს პათოლოგია, მერწმუნეთ, ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ონკოლოგიურ სიტუაციას ჩვენს ქვეყანაში. ცხოვრების ჯანსაღი წესი და ნებისმიერ საეჭვო სიმპტომის შემთხვევაში ექიმთან დროული მიმართვა – მხოლოდ სიტყვები არ გახლავთ, ეს ყველამ უნდა გაითავისოს. წელიწადში ერთხელ ყველამ უნდა ჩაიტაროს პროფილაქტიკური გამოკვლევები.  
 – გვიამბეთ დიაგნოსტიკისა და მკურნალობის იმ მეთოდების შესახებ, რომლებიც თქვენს ინსტიტუტშია დანერგილი.
– კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი აღიარებული ლიდერია რადიოლოგიის, ქირურგიის, ონკოლოგიისა და რადიაციული ონკოლოგიის მთელ რიგ მიმართულებებში. ეს არის საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი სამკურნალო-დიაგნოსტიკური დაწესებულება, რომელიც აღჭურვილია უახლესი, თანამედროვე სადიაგნოსტიკო და სამკურნალო აპარატურით; ფუნქციონირებს კლინიკური განყოფილებები და ლაბორატორიები, ტარდება უნიკალური რადიკალური, ორგანოშემანარჩუნებელი, რეკონსტრუქციულ-აღდგენითი ოპერაციები კიბოს ყველა ძირითადი ლოკალიზაციის დროს. ისევე, როგორც მსოფლიოს წამყვან კლინიკებში, მკურნალობა მიმდინარეობს თანამედროვე საერთაშორისო გაიდლაინებისა და პროტოკოლების დაცვით. ჩვენი ინსტიტუტი ფლობს დიაგნოსტიკური შესაძლებლობების სრულ არსენალს, რათა მოხდეს არა მარტო ავთვისებიანი პროცესის არსებობის დადგენა, არამედ მისი ადგილობრივი  და შორეული გავრცელების შეფასება. ონკოლოგიური პაციენტის მართვის პროცესში სრულყოფილ დიაგნოსტიკას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან სწორად დასმულ დიაგნოზზე დამოკიდებულია პაციენტის მკურნალობის ტაქტიკა და ეფექტურობა.  ზუსტი დიაგნოზის დადგენა სწორი მკურნალობის რეჟიმის შესარჩევად ძალზე მნიშვნელოვანია თითოეული პაციენტისთვის. მაგალითად, ფილტვის კიბოზე ეჭვის დროს სტანდარტული გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფიის გარდა, აუცილებელია, სიმსივნის ბრონქოსკოპია და ბიოფსია, მუცლის ღრუს და თავის ტვინის რადიოლოგიური გამოსახულებითი დიაგნოსტიკა და ძვლების სკანირება, რათა შეფასდეს  პროცესის ადგილობრივი გავრცელება და დადგინდეს, არის თუ არა შორეული მეტასტაზები. პათოლოგიური პროცესის სრულყოფილ სურათს (მორფოლოგიურ ტიპს და კლინიკურ სტადირებას) გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის ტაქტიკის არჩევისთვის. სწორედ ამას გულისხმობს თანამედროვე სამედიცინო დიაგნოსტიკური სტანდარტების დანერგვა მკურნალობის საუკეთესო ხარისხის უზრუნველსაყოფად. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ არცერთ სხვა დაწესებულებაში არ არის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ისეთი შესაძლებლობები, როგორიცაა ჩვენს ინსტიტუტში. ძალიან ბევრ კლინიკაში ვარ ნამყოფი ევროპასა თუ შეერთებულ შტატებში და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ცოტაა ისეთი, სადაც დგას ახალი თაობის 4 კომპიუტერული და 5 მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი, რომ არაფერი ვთქვათ, იმ კლასის სხივურ ამაჩქარებლებზე, რომლითაც დღეს ჩვენს ცენტრში უტარდებათ მკურნალობა პაციენტებს.  
– ბატონო გია, ძალიან დიდხანს, მოსახლეობის დიდი ნაწილი თანამედროვე დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მისაღებად მიდიოდა უცხოეთში. ახლა კი იქიდან თოდუას კლინიკაში მოდიან...
– აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით. დღეს ჩვენი ქვეყანა ონკოლოგიური პაციენტების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროცესში გადავიდა სრულიად ახალ ეტაპზე: პაციენტებს არამცთუ აღარ სჭირდებათ უცხოეთში გამგზავრება, არამედ მათ აქვთ შესაძლებლობა, ჩაიტარონ მკურნალობა სახელმწიფო დაფინანსებით, გაცილებით უფრო სრულყოფილად და ეფექტურად, ვიდრე გერმანიაში, ავსტრიაში, თურქეთსა თუ  ისრაელში. მეტიც, უკანასკნელ პერიოდში თვალშისაცემი გახდა უცხოელი პაციენტების ნაკადის გაზრდა. ვფიქრობ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენმა ინსტიტუტმა დაიმკვიდრა სახელი საერთაშორისო ბაზარზეც – დაამტკიცა რა ინოვაციური ტექნოლოგიებისა და პროფესიონალიზმის მაღალი დონე, საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საუკეთესო შედეგები და მიწოდებული სერვისების უმაღლესი ხარისხი. როგორც ბატონი ფრიდონი ბრძანებს: „მედიცინის თანამედროვე მიღწევების კვალდაკვალ, მეტად მნიშვნელოვანია, ფეხი აუწყო განვითარების ტემპს, გრძნობდე იმ გამოწვევებს, რომელთა გარეშეც წინსვლა შეუძლებელია“.  ინსტიტუტს ყოველდღიურად ეწვევა უამრავი უცხოელი სტუმარი და კოლეგა. როგორც წესი, ისინი აღფრთოვანებას ვერ მალავენ უახლესი აღჭურვილობის და სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის მიმართ. უმეტესი მათგანის შეფასებით, ინსტიტუტი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიო კლინიკებს შორის.

скачать dle 11.3