კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აზედინ ალაიას სუნამოს ფრანგული პრეზენტაცია საქართველოში

„ასსა ჰოლში” გამართულ მიღებაზე ნამდვილი ფრანგული გარემო და სურნელი ტრიალებდა, რომელიც, დარწმუნებული ვართ, იქ მყოფებს დიდხანს გაჰყვებათ.
ტუნისელი დიზაინერის, აზედინ ალაიას ქართული პრეს-ლანჩი, ანუ პირველი სახელობითი სუნამოს პრეზენტაცია ნამდვილად გამორჩეული იყო და იქ წარმოდგენილი დახვეწილი, მდიდრული არომატის მქონე სუნამო, რომელიც უკვე „ისი პარის” ქსელის მაღაზიებში იყიდება, ყველაზე პრეტენზიული ქალის გემოვნებასაც კი დააკმაყოფილებს და გამოკვეთს იმ ქალურობასა და შარმს, რომელიც ნებისმიერი მამაკაცის ყურადღებას მიიპყრობს. ეს სუნამო უფრო მეტად თვალშისაცემს გაგხდით და მასთან ერთად ყურადღების ეპიცენტრში ყოფნა გარანტირებული გაქვთ.
აზედინ ალაიას დიზაინით შექმნილ სამოსს თამამად ატარებს მსოფლიოში არაერთი ცნობილი ადამიანი და ამით გამოკვეთს თავის ინდივიდუალურობას, გემოვნებასა და თანამედროვეობას. დღეიდან კი მისი სუნამოს სურნელით საქართველოში  მოიწონებენ თავს ქალბატონები და, დარწმუნებული ვართ, ისევე, როგორც ალაიას სამოსი, იდუმალი, თანამედროვეობაზე მორგებული, დახვეწილი და ამოუცნობი სურნელის მქონე სუნამოც, მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მსგავსად, საქართველოშიც დაიკავებს თავის ნიშას და მოთხოვნადი გახდება.

скачать dle 11.3