კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საცხოვრებელი კომპლექსი – „m2 ნუცუბიძეზე“ დასრულდა

ბინების ჩაბარების პროცესი დაიწყო

„m2 ნუცუბიძეზე“ დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონების“ ერთ-ერთი წარმატებული პროექტია. ხარისხიანი და კომფორტული ცხოვრების სტანდარტი კომპანიამ უკვე წლების განმავლობაში დაამკვიდრა. სწორედ ამიტომ არის გამორჩეული და ყველასათვის სასურველი ბინა „m2-ის” საცხოვრებელ კომპლექსში. კიდევ ერთი სიახლეა, რომ „m2 ნუცუბიძეზე“ საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა და ბინების ჩაბარების პროცესი დაიწყო. „m2 ნუცუბიძეზე“ საცხოვრებელი კომპლექსი 23 პროცენტამდე ენერგოეფექტურია, რაც მობინადრეებს კომუნალური ხარჯების შემცირების შესაძლებლობას აძლევს. ბინის მფლობელებს საცხოვრებელ კომპლექსში ბინა დასრულებული რემონტით ბარდებათ, სადაც, ასევე, დახვდებათ იტალიური სამზარეულო ჩაშენებული გაზქურითა და გამწოვით. მობინადრეებს შესაძლებლობა აქვთ, მათი მოთხოვნების შესაბამისად, სრულად გარემონტებულ ბინაში გადავიდნენ პირდაპირ საცხოვრებლად. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საცხოვრებელ კომპლექსს „m2 ნუცუბიძეზე“ მოსახერხებელი მდებარეობა აქვს. კომპლექსი მეტრო „ვაჟა-ფშაველადან“ 300 მეტრ მანძილზეა და სამი მხრიდან უდგება საავტომობილო გზა. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, კომპლექსი მოიცავს ორსართულიან ავტოსადგომს 86 ავტომანქანისთვის, შიდა ეზოს დიდი სპორტული მოედნით, მოსასვენებელ და საბავშვო ზონებს. კომპლექსს ასევე, აქვს 24-საათიანი დაცვა და სადარბაზოების დასუფთავების მომსახურება. მნიშვნელოვანია, რომ ამ მომსახურების საფასურს ახალმოსახლეთათვის კომპანია ერთი წლის განმავლობაში თავად დაფარავს. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ის, რომ კომპლექსში „m2 ნუცუბიძეზე“ პირველად საქართველოში, დამონტაჟდა ცნობილი ფინური ბრენდის – KONE-ს ლიფტები, აღჭურვილი ქართული ხმოვანი შეტყობინებით. ამასთან, საცხოვრებელი კომპლექსი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
ირაკლი ბურდილაძე (კომპანია „m2-ის” გენერალური დირექტორი): საამაყო და სასიხარულოა ის ფაქტი, რომ კომპანიამ კიდევ ერთი საცხოვრებელი კომპლექსი დაასრულა ვადაზე ადრე. კომპლექსი ნუცუბიძის ქუჩაზე გამოირჩევა ენერგოეფექტურობით, რაც მცხოვრებლებს კომუნალური გადასახადის 23-25 პროცენტით ნაკლები დანახარჯის საშუალებას აძლევს. გარდა ამისა, აღჭურვილია ხანძარსაწინააღმდეგო თანამედროვე სისტემებით და სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის. დეველოპერულმა კომპანიამ „m2 – უძრავი ქონება“ „m2 ნუცუბიძეზე“ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის დაწყების შესახებ 2013 წლის დეკემბერში განაცხადა. ამ დროისთვის კომპლექსში არსებული 221 ბინიდან მხოლოდ 25 ბინა ელის მომავალ მფლობელს. „m2 ნუცუბიძეზე“ პროექტის მშენებლობისთვის თანხა საერთაშორისო ფინანსურმა კორპორაცია IFC-მ და კანადის მთავრობამ გამოყვეს. „m2 ნუცუბიძეზე“ დეველოპერული კომპანიის მესამე დასრულებული საცხოვრებელი კომპლექსია. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური გაყიდვები დაიწყო საცხოვრებელ კომპლექსში „m2 იპოდრომთან 2“. წინასწარი გაყიდვების პროცესი წარმატებით წარიმართა. მინდა აქვე გაცნობოთ, რომ მშენებლობა ოქტომბრის ბოლოს დაიწყება. ჩვენი კომპანიის ასეთი პოპულარობა, რაც მომხმარებლის რაოდენობაში გამოიხატება, კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს იმაზე, რომ ბინები საცხოვრებელ კომპლექსში სრულიად აკმაყოფილებს მათ მფლობელთა მოთხოვნებს და შეესაბამება საერთაშორისო დონის სტანდარტებს. კომპანია სამომავლოდაც ბევრ სიახლეს ჰპირდება მომხმარებელს.

скачать dle 11.3