კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გამოიტაცეს ნიუ-იორკიდან ნინი წიკლაური და რასთან შეგუება გაუჭირდა მას დიდი ხნის განმავლობაში

ნინი წიკლაური ცოტა ხნის წინ ნიუ-იორკში წავიდა საცხოვრებლად და სამუშაოდ. თუმცა, როგორც თავად ამბობს, იქ დიდი ხნის განმავლობაში დარჩენას არ აპირებს. ამ ეტაპზე ეს ნინის ცხოვრებაში პირველი სერიოზული ცვლილება და სიახლე არ ყოფილა. ის ამერიკიდან საქართველოში ფილმში გადასღებად ჩამოვიდა, რაც მის კარიერაში პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ნინი ამჟამად ისევ ნიუ-იორკშია.

 ნინი წიკალური: ის მომენტი, რომ საქართველოში საქმე არ მქონდა და ამიტომ წამოვედი ამერიკაში, რა თქმა უნდა, არ ყოფილა. იმაზე მეტი საქმე მქონდა, ვიდრე შეიძლება, მქონოდა. სტუდიებში ბავშვებთან წლებია, ვმუშაობ ვოკალის პედაგოგად. გარდა ამისა, ვმღეროდი კონცერტებზე, რეკლამებს, ფილმებს ვახმოვანებდი, სტუდიაშიც ვმუშაობდი და სამინისტროშიც – მთავარ სპეციალისტად... ანუ, ფინანსური პრობლემის გამო არ წამოვსულვარ. მინდოდა, რაღაც შემეცვალა, სიახლე მქონოდა. ისეც არ წამოვსულვარ, როგორც სხვა მომღერლები მოდიან: საქართველოში რომ აღარ ბრუნდებიან. სულ ვამბობ: საკუთარ ქვეყანაში როგორც დაგაფასებენ, ისე სხვაგან ვერ დაგაფასებენ-მეთქი. მით უმეტეს, ისეთ ქვეყანაში, როგორიც ამერიკაა, სადაც ყველა მღერის. იმას, რასაც ჩემს პატარა ქვეყანაში მივაღწიე, რაც მაქვს, შეუძლებელია, ამის ამერიკაში გაკეთება. ამიტომ, ეს ილუზიაც არ შემიქმნია: „მე ამერიკის დასაპყრობად მივდივარ“. ეს იყო ერთი ნაბიჯი სიახლისკენ, თუნდაც ის, რომ შევძლო დამოუკიდებლად ცხოვრება. ანუ, გავახალისე ჩემი ცხოვრების რაღაც ნაწილი და იქამდე ვიქნები ამერიკაში, სანამ გავხალისდები. როდესაც მივხვდები, რომ აღარ ვხალისობ, მაშინ ჩავალაგებ ჩემოდანს და წამოვალ საქართველოში. თან, ამერიკა არ არის ჩემი ქვეყანა. სადაც ვცხოვრობ ანუ თბილისში, ჩემი ადგილია და ძალიან მიყვარს.
– რას საქმიანობ ამჟამად ნიუ-იორკში?
– დაახლოებით სამი წლის წინ ჩამოვედი ტურისტად, მერე კიდევ ჩამოვედი, კიდევ... ბევრი ნათესავი და მეგობარი მყავს აქ და დამატარებდნენ აქეთ-იქით. ახლაც რომ ჩამოვედი, ერთ-ერთ კაფეში ვიყავი სტუმრად, სადაც ქართველი მუსიკოსები უკრავდნენ. მთხოვეს: ერთი სიმღერა მემღერა. მეც ვიმღერე და შემომთავაზეს მათთან ერთად მუშაობა. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. ვმღერი ცოცხალ ბენდთან და არაჩვეულებრივ პიანისტ ლევან შენგელიასთან ერთად. ვირტუზია ეს ადამიანი და მასთან ერთად მუშაობა ძალიან კარგია. ვმღერი როგორც უცხოურ, ასევე ქართულ ჰიტებს. ხშირად შემოდიან უცხოელები. ძირითადად ჯაზ-სტანდარტებს ვუკრავთ. ამიტომ, უფრო ისეთი ხალხი დადის, რომლებიც გემოვნებიან მუსიკას უსმენს. ასე რომ, ძალიან მსიამოვნებს აქ მუშაობა. კვირაში სამი დღე ვმუშაობ: პარასკევი, შაბათი, კვირა.
– რით ხარ სხვა დღეებში დაკავებული?
– რამდენიმე უცხოელი მოსწავლე მყავს. ბავშვებს ვამეცადინებ ვოკალში. გამომადგა ამ მხრივ საქართველოში მიღებული გამოცდილება. მშობელს თავად მივყავარ სახლში. კარგი კაბინეტი, ინსტრუმენტი აქვთ და ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ კარგად ვამეცადინო. რომ დამთავრდება გაკვეთილი, მერე ისევ მოვყავარ და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესოა ჩემთვის ასე მუშაობა, რადგან ზოგადად, ბავშვების მიმართ განსაკუთრებული სიყვარული მაქვს. აქ სულ სხვა გამოცდილებას ვიძენ, ფაქტობრივად, უნივერსიტეტის სწავლებას გავდივარ.
– რას აკეთებ დარჩენილ, თავისუფალ დროს?
– ზურგჩანთას მოვიკიდებ და დავდივარ ტურისტად. ვკითხულობ ძალიან ბევრს. ვსეირნობ, ფეხით დავდივარ ბევრს. მაიამიზეც და ქიუ ვესტზეც, არაჩვეულებრივი კუნძულია, დასასვენებლად ვიყავი. საოცარი დრო გავატარე, მართლაც სამოთხეში ვიყავი. მარტო წარმოდგენაში თუ მქონდა: მაიამი, ქიუ ვესტი და უცებ, ამიხდა. დიდი დრო დამჭირდა, შევგუებოდი, რომ მართლა იქ ვიყავი.
– ვისთან ერთად იყავი?
– ნათესავ გოგონასთან ერთად. ისე მოხდა, რომ ამერიკის ძალიან ბევრი და საინტერესო, პოპულარული ადგილები უკვე მოვინახულე.
– როგორ დატოვე ბებო?
– ბებოს დატოვება ძალიან გამიჭირდა. მაგრამ იცის, რომ მალე ჩამოვალ.
– ცოტა ხნის წინ ფილმში გადაგიღეს, თან, მთავარი როლი ითამაშე. მომიყევი ამ ფილმისა და შენი გამოცდილების შესახებ.
– როგორც რეჟისორმა გიორგი კაჭარავამ მითხრა: როდესაც ფილმის სცენარი დაიწერა და წარმოვიდგენდი, როგორი უნდა ყოფილიყო ფილმის მთავარი გმირი – მედეა, მაშინვე შენ წარმომიდგებოდიო. მე ფილმის სტაფს, რა თქმა უნდა, არ ვიცნობდი, ანუ არავისი არავინ ვყოფილვარ. გიორგი კაჭარავა ვიცოდი, მაგრამ არ ვიცნობდი. „ერთი ერთში“ ახალი დამთავრებული იყო, ჩემმა მეგობარმა ბექა ცინცაძემ დამირეკა: ფილმს იღებენ და შენი ნახვა ძალიან უნდათო. წავედი, კარი რომ გავაღე და შევედი, გიორგი კაჭარავას და ფილმის პროდიუსერს, ირაკლი ჩიკვაიძეს, მაშინვე გაეცინათ: მოდი, მოდი, მედეაო. რომ დაგინახეთ, დავრწმუნდით, არ შევმცდარვართ, ეს როლი შენიაო. მალევე უნდა დაწყებულიყო გადაღებები, მაგრამ ცუდი ამინდები იყო და მერე უკვე მე წამოვედი ამერიკაში. იქ მომწერეს: გადაღებებს ვიწყებთ, სასწრაფოდ უნდა ჩამოხვიდეო. თავიდან ვამბობდი: ვერ ჩამოვალ, ახალი ჩამოსული ვარ, აქ ვმუშაობ და არ შემიძლია-მეთქი. მოკლედ, ხანგრძლივი საუბრების შემდეგ, გამიტაცეს ამერიკიდან ზუსტად იმ რიცხვში, როცა გადაღებები უნდა ყოფილიყო. ფილმს ჰქვია „რაის ნასოსი“, ესეც სვანებზეა. მედეაც სვანი გოგონაა, რომელსაც ფარული ნიჭი აქვს და მას ფილმის ბოლოს ავლენს. მასში დიდი ვარსკვლავია. ჰყავს შეყვარებული, თბილისელი ბიჭი, რომლის როლსაც დათო კენჭიაშვილი ასრულებს. მედეა იბრძვის იმისთვის, რომ სვანეთიდან თბილისში ჩამოვიდეს. ძალიან საინტერესო იყო გადაღებების პროცესი, დიდი და ბევრი ლოკაცია გვქონდა. ასეთი დიდი სიამოვნება არსად მიმიღია. რომ ამბობდნენ: ფილმში გადაღება მომწამვლელიაო, მართლა ასე ყოფილა. მოვიწამლე ბოლომდე.
– შენი სამსახიობი ნიჭით კმაყოფილი ხარ? რას გეუბნებოდნენ გადასაღებ მოედანზე?
– რეჟისორი მეუბნებოდა ძალიან ნიჭიერი ხარო. ბევრ გამოცდილ მსახიობს „გადაუჯოკრეო“. საკუთარ თავს ვთამაშობდი. ბევრი რამ მქონდა გათავისებული. ყოველი სცენის მერე, ტაშს უკრავდნენ. ბევრი სცენა ერთ დუბლში მაქვს ნათამაშები. სადაც სერიოზული სცენები მქონდა და არ უნდა გამეცინა, ის გამიჭირდა ცოტა და კიდევ დრიფტის სცენა. დათო ქაცარავსთან ვზივარ მანქანაში, რომელიც სახიფათოდ დადის და შემეშინდა. თან, ესენი ხომ 24 საათის განმავლობაში მუშაობენ. მე არ ვარ მიჩვეული ამას, ამიტომ ყველგან მეძინა და რუპორით მეძებდნენ: „ნინი, გადასაღებ მოედანზე!“..
– არ გაგიჭირდა შეყვარებულისგან ასე შორს ყოფნა?
– ვარ შეყვარებული, ვარ და ვარ, მეტი არაფერი.  არ გამჭირვებია და მალე არც გამიჭირდება.
– გათხოვებას ხომ არ აპირებ?
– არა, როცა საჭირო იქნება, მერე გეტყვი ყველაფერს, სახელსაც კი.

скачать dle 11.3