კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო შესთავაზა ასლან აბაშიძემ ნინო ჯღარკავას დიდი ქრთამი და რა ურთიერთობა აქვს მას ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახთან

ბავშვობიდანვე იცოდა, ვინ უნდა გამოსულიყო და რომელ პროფესიაზე შეეჩერებინა არჩევანი. თავიდანვე ძალიან აქტიური და სკანდალური ჟურნალისტი ყოფილა, თუმცა საკუთარ თავს სკანდალურად სულაც არ მიიჩნევს. საუბარი ნინო ჯღარკავაზეა, ჟურნალისტზე, რომელმაც 90-იან წლებში, ასლან აბაშიძის დიქტატურის დროს, პირველმა გაბედა დაეწერა: „ბატონო ასლან, თქვენ ვინ ხართ? აჭარა თქვენია, თუ საქართველოსი?!“ მისი წარსული ბევრ საინტერესო ისტორიას ინახავს. რთულია, ერთ სტატიაში იმ ყველაფრის ჩატევა, რაც ქალბატონმა ნინომ მიამბო, მაგრამ თქვენ ბევრ საინტერესო დეტალს გაიგებთ, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის პრეს-სამსახურის უფროსის ცხოვრების შესახებ.


ნინო ჯღარკავა: დაახლოებით 5 წლის ვიყავი, როცა ვთქვი, ტელევიზორში უნდა გამოვიდე-მეთქი. მაშინ, ბუნებრივია, ვერ ვხვდებოდი, რას ნიშნავდა ეს. მაგრამ, სკოლიდანვე ვიცოდი, რომ ჟურნალისტი  ვიქნებოდი. ჩემი პროფესიული გზა ნამდვილად არ ყოფილა ია-ვარდით მოფენილი. ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ლანგრით მომერთვა, მაგრამ ტყუილია. თუ ვინმემ იწვალა ჟურნალისტიკაში, ერთ-ერთი მე ვარ. როცა ამ სფეროში მუშაობა დავიწყე, 90-იანი წლები იყო. სტუდენტი, პატარა გოგო ვიყავი. იმ დროს, ტელევიზიაში მოხვედრა რთული გახლდათ. იმისთვის, რომ უშტატო კორესპონდენტი ვყოფილიყავი, ჩემმა ოჯახმა ძალიან ბევრი ადამიანი შეაწუხა: ნათესავები, ახლობლები, მეზობლები. საბოლოოდ, ამიყვანეს. ბატონმა გოჩა ხუნდაძემ, „მოამბის” მთავარმა რედაქტორმა, რადიოს ადამიანისა და კანონის რედაქციაში გამიშვა. ეს მიმართულება არ მინდოდა, რადგან ლიტერატურულ-კულტურული გადაცემები მომწონდა და ამ კუთხით მსურდა განვვითარებულიყავი. ამის გამო, სახლში რომ მივედი, ვიტირე კიდეც, მაგრამ ვერაფერს შევცვლიდი. ძალიან  კარგად მახსოვს პირველი რესპონდენტი. 18 წლის ასაკში განათლების მინისტრის მოადგილესთან გამიშვეს. მაშინ, თან დაგვქონდა რადიოს ჩანთები და გრძელი, დიდი მიკროფონები. ასე აღჭურვილი ვესტუმრე მკაცრ ქალბატონს. ჩაწერას რომ მოვრჩი,  ვუთხარი: ცოტა ხანი მადროვეთ, უნდა მოვუსმინო და თუ, რამე არ მომეწონება, თავიდან უნდა ჩაგწეროთ-მეთქი. ჩანაწერს რამდენჯერმე მოვუსმინე და გავასწორე, რაც არ მომწონდა. ამაზე აღშფოთდა ჩემი რესპონდენტი, ჩემ თვალწინ აკრიფა ტელევიზიის ნომერი, დარეკა თავმჯდომარის მოადგილესთან და უთხრა: კი, მაგრამ თქვენ უკვე იმ დონემდე მიხვედით, რომ ჩემთან დამწყებ ჟურნალისტებს უშვებთო. ეს სიტყვები რომ მოვისმინე, ერთი სიკვდილი გავათავე, ავიწურე, ბოდიში მოვიხადე და წამოვედი. ძლივს გავშიფრე ჩანაწერიც, თუმცა  საბოლოოდ, ეთერში გაუშვეს. დღეს ვიცი, რომ ეს ტექსტი საშინელება იყო (იცინის).
– ახსენეთ, რომ ბევრი იწვალეთ წარმატების მისაღწევად. რთულ პერიოდებზე მესაუბრეთ.
– ჩემი მოღვაწეობის განმავლობაში, არაერთხელ მქონია მძიმე პერიოდი. იყო გაუსვლელი სიუჟეტები, დაბლოკილი მასალები და ასე შემდეგ. შევარდნაძის ეპოქის დროს, კრიმინალს ვაშუქებდი და დამნაშავის აყვანისას, ბიჭებს არაერთხელ გაუკეთებიათ ჩემთვის კედელი, ტყვია რომ არ მომხვედროდა. თუმცა, ყველაზე რთული იყო, როცა ვმუშაობდი გაზეთში „ფაქტი, აზრი, კომენტარი”, მაშინ სტუდენტი ვიყავი, ანაზღაურება ძალიან მცირე მქონდა – კუპონები, რომლითაც ერთ კოლოფ სიგარეტს და ერთ ხაჭაპურს იყიდდი. მახსოვს, ჩემი დაწერილი სტატია, რომელიც ეძღვნებოდა ასლან აბაშიძეს. ეს ის პერიოდი იყო, როცა მასზე სიტყვასაც ვერ ამბობდნენ. ალბათ, მეც არ ამოვიღებდი ხმას, რომ არა ასანიძეების ოჯახის დაპატიმრება. ეს იყო კლანებს შორის ბრძოლა. მოკლედ, ოჯახის 12 წევრი დააკავეს. ყველა ძმა, თავის მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად, ციხეში ჩასვეს. იმდენად შემაშფოთა ამ ფაქტმა, რომ  პატარა, გამოუცდელმა ჟურნალისტმა, გავბედე დამეწერა სტატია სათაურით: „ბაბუა ასლანი, ლომი აჭარის მფარველი თუ პატარა დიქტატორი”. წერილი იყო საკმაოდ ვრცელი და ეძღვნებოდა აბაშიძის მმართველობას. მეორე დღეს სრულიად შეიცვალა ჩემი სამყარო. არ დარჩენილა ჟურნალისტი, განურჩევლად გამოცდილებისა და ასაკისა, რომ არ გამოხმაურებოდა ამ ყოველივეს. იმ პერიოდში, ძალიან პოპულარული გაზეთი იყო „შვიდი დღე”, დამირეკა მისმა მთავარმა რედაქტორმა და მითხრა: ნინო, ეს რა დაწერე, როგორ გაბედე. ერთხელ მსგავსი რაღაც გამოვაქვეყნე და დიდი პრობლემები შემექმნა, აჭარაში ვეღარ ჩავდიოდი, შენ კიდევ პატარა გოგო ხარ, აღარ გინდა აჭარაში ჩასვლაო. მიუხედავად იმისა, რომ სრულიად გაუცნობიერებლად დავწერე ეს ყოველივე, არც ერთი წუთით არ შემშინებია, მით უმეტეს, 6 თვის ბავშვი მყავდა სახლში. ასლანმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გაზეთი აჭარაში არ ჩასულიყო. მაშინ, როდესაც ჩემი ხელფასი 5 000 კუპონს შეადგენდა, შემომთავაზეს ძალიან დიდი ქრთამი და კარგი სამსახური, მაგრამ უარი ვთქვი. დარეკეს რედაქციაში და მითხრეს, რომ ასლანს უნდოდა ჩემთან შეხვედრა. ამაზეც უარი განვაცხადე. შემდეგ, იყო მუქარა, უცნობი ადამიანები მხვდებოდნენ ქუჩაში... ყველაზე მთავარი ის არის, რომ ამ სტატიამ გაათავისუფლა ასანიძეების 4 ძმა. ამ ამბების მერე, პირველად აჭარაში 1998 წელს ჩავედი, ილია წულუკიძისგან უნდა ამეღო ინტერვიუ. 10 დღე მაკვირდებოდნენ და საბოლოოდ, შემახვედრეს ამ პიროვნებასაც. როცა უნდა წამოვსულიყავი, ვუთხარი: ბატონო ილია, მე ის ნინო ჯღარკავა ვარ, ასლან აბაშიძეზე სტატია რომ დაწერა-მეთქი. კაცი ანერვიულდა, სათვალე რამდენჯერმე მოიხსნა და გაიკეთა. გამოაღო მაგიდის უჯრა და ამოიღო „ფაქტი, აზრი, კომენტარის” ის ნომერი, რომელშიც ჩემი სტატია ეწერა. კარგად მახსოვს მისი სიტყვები: ეს შენ ხარ, ნინიკია?! ახლა რა ვქნათო. ის, რაც გევალებათ-მეთქი, ვუთხარი. ნინო, არ მაქვს უფლება, რომ ასლანმა შენი აქ ყოფნის შესახებ არ გაიგოსო და დაურეკა. იმ დღესვე უნდა შევხვედროდი ასლან აბაშიძეს, მაგრამ იტალიაში გაფრინდა და ვერ მოხერხდა. ჩემთვის ასევე, მძიმე პერიოდი იყო, როცა ციხის კადრები გავასაჯაროვეთ. ლადო ბედუკაძე, ვინც ეს კადრები მოგვცა, ბელგიაში იმყოფებოდა და მისი ცოლ-შვილის უსაფრთხოება არ იყო დაცული. ღამის 11 საათზე დამირეკა ირმა ინაშვილმა, თვითმფრინავის ბილეთი გაქვს და სტამბულში მიფრინავ, ბედუკაძის ცოლ-შვილს უნდა უპატრონოო. როგორი იყო ჩემი მდგომარეობა ამ დროს, სხვა თემაა: სახლი ბანკმა გამიყიდა, შვილი სკოლის მოსწავლე მყავდა, მამას ინსულტი ჰქონდა და მე იმის საშუალებაც არ მქონდა, სახლში ფული დამეტოვებინა. მოკლედ, წავედი სტამბულში ისე, რომ სახლში არაფერი მითქვამს. იქ ვიყავი, როცა 1 ოქტომბერი მოხდა, მაშინ ვიგრძენი, რომ შემეძლო საკუთარ ქვეყანაში დაბრუნება. პირველი, ვინც დამირეკა ამ ამბის გასაგებად, ჩემი ძმა იყო, რომელსაც ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩემთან კავშირი აკრძალული ჰქონდა. მისი ზარი რომ დავინახე, ცრემლები წამომივიდა და მივხვდი, ძმა დავიბრუნე.
– რატომ ეკრძალებოდა თქვენს ძმას თქვენთან ურთიერთობა?
– როგორც ასეთი, ჩემთან კონტაქტი არ ეკრძალებოდა, უბრალოდ, იყო მუქარა – თუ შენს დას არ გააჩერებ, ავტომატს ჩაგიდებთო. ისიც იძულებული გახდა ეთქვა, რომ  ჩემთან ყველანაირი კავშირი გაწყვეტილი ჰქონდა. ამიტომ, ვერ მირეკავდა და მეხმიანებოდა. მალე მოხდა პირველი ოქტომბერიც. ეს რომ არა, მეც და ჩემი ძმაც ციხეში ვიქნებოდით.
– სკანდალური ჟურნალისტი ხართ... პრემიერის ოჯახთან დიდი ხანია, მეგობრობთ?
– სკანდალურად არ მივიჩნევ თავს, უფრო კრიტიკული და ძალიან აქტიური ვარ. ხანდახან ვფიქრობ, რა ფიგურა ვარ ასეთი, რომ უცებ იტაცებენ ჩემი გვერდიდან რასაც კი დავდებ.  სრულიად უწყინარი სურათი, რომელზეც პრემიერის დედასთან და სიდედრთან ერთად ვარ, აღმოჩნდა სკანდალის თემა. ქორწილში ვიყავით ერთად და გადავიღეთ სურათი. ამაში სკანდალურს რას ხედავს ეს ხალხი, ვერ ვხვდები.  მე არ ვმალავ ამ ადამიანებთან ურთიერთობას, ვმეგობრობ მათთან. ჩვენ ერთად ვიბრძოდით. ბატონ თამაზს, 1996 წლიდან ვიცნობ. როცა ის დააპატიმრეს 2011 წელი იყო და ნამდვილად არ ვიცოდი, ვინ გახდებოდა პრემიერი და ვინ მოვიდოდა ამ ხელისუფლებაში. თამაზს ბევრჯერ უთქვამს ჩემთვის, ციხეში შენს ხმას რომ ვისმენდი, ამან გადამარჩინაო. მაშინ ირაკლის ტელეფონი ისმინებოდა. საუბრისას ვერაფერს ვეკითხებოდით ერთმანეთს. თამაზი, ფაქტობრივად, ციხეში მოკლეს, მორგში ჰყავდათ გადაყვანილი. ერთ ახალგაზრდა ექიმს გულმა არ გაუწია, რომ ნახევრად ცოცხალი ადამიანი მორგში დაეტოვებინა. ელექტროშოკებით გამოიყვანა კაცი მდგომარეობიდან. ისინი ამ ომების მეგობრები არიან ჩემი და როგორ შეიძლება, მათ ყველაზე ახლობლებად არ აღვიქვამდე. ნინო ჯღარკავას შეუძლია, ამ ოჯახისთვის სიცოცხლე გაწიროს, არა იმიტომ, რომ თანამდებობებზე არიან, არამედ იმიტომ, რომ ღრმა წარსული გვაკავშირებს ერთმანეთთან. ძალიან უბრალო ოჯახია. პროტოკოლი ითვალისწინებს, რომ დაცვა ჰყავდეთ, თორემ ამით სულაც არ არიან ბედნიერები. ირაკლი ჩემთვის ჯერ არის თამაზის სიძე და მერე – მეგობარი. იცით, როგორი ურთიერთობა აქვთ მათ ოჯახებს ერთმანეთთან? ნუნუკას და ირაკლის მშობლები თუ ერთად არ არიან, არ სადილობენ. ისინი არ მოსულან ფულის საშოვნელად, გართობისთვის, ბარებისა და რესტორნებისთვის. სადმე გაგიგიათ, რომ პრემიერის ცოლი რესტორანში ან ბარში იყო?! – არა, სახლში ზის და უვლის სამ შვილს. ეს არის ოჯახი, რომელიც კანონს არ არღვევს და ნაცნობებისთვის არ არიგებს სამსახურებს. თქვენ იცით, რომ ირაკლის ერთადერთი დის ქმარი უმუშევარია? ამის შემდეგ, კიდევ, როგორ შეიძლება რაიმე თქვა. მე მაქვს ჩემი წარსული და დღეს არ შევქმნილვარ. აქამდე ღირსეულად მოვედი. ნამდვილად არ ვარ თამაზ თამაზაშვილის მიერ დანიშნული. ამ ადგილზე 2004-დან 2009 წლამდე ვმუშაობდი და ჩემი პოზიციის გამო გამათავისუფლეს. თუმცა, ისევ დავბრუნდი.
– ჟურნალისტობასთან ერთად, რთულია პირადი ცხოვრების აწყობა. თქვენ შემთხვევაში როგორაა?
– პირადი ცხოვრება ჟურნალისტებს ძნელად გვაქვს. განქორწინებული ვარ, 4 წლის იყო ჩემი შვილი, როცა ოჯახი დამენგრა. 22 წლის ასაკში დედაც მე ვიყავი და მამაც. 12 წლამდე ჩემი შვილი დედა-მამას მეძახდა. ქმართან გაშორება ჩემი პროფესიიდან გამომდინარე არ მომხდარა. თავად მივიღე განქორწინების გადაწყვეტილება. 7 წელი დამჭირდა იმისთვის, რომ ეს ყოველივე გადამეხარშა. წლის და ხუთი თვის იყო ბავშვი, როცა ჩემი ყოფილი მეუღლე უცხოეთში წავიდა სამუშაოდ და 3 წლის განმავლობაში საერთოდ არ შემხმიანებია. 4 წლის იყო ბავშვი, როცა გამომეცხადა და მითხრა, დავბრუნდიო. თუმცა, არ მივიღე. დღეს ძლიერი პიროვნება თუ ვარ, მისი დამსახურებაა და ამისთვის მადლობას ვუხდი. დამოტვა ძალიან საცოდავი, საწყალი ადამიანი და დავხვდი ძლიერი, წარმატებული პიროვნება. ახლა უკვე მეგობრები ვართ.

скачать dle 11.3