კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

წმინდა გაბრიელს (ურგებაძეს) იგონებენ
ერთი მორწმუნის მონათხრობიდან:
მახსოვს, მცხეთაში მივდიოდი. უეცრად ფეხი ამისხლტა და მატარებლის ბაქანზე დავგორდი. ხალხი შემომეხვია. დამსვეს, მანუგეშეს და გული წყლით მომიბრუნეს. გზა მაინც განვაგრძე. მცხეთაში ჩასულმა მამა გაბრიელის ქადაგებას მოვუსმინე ერთი ჭიქა წყლის მადლის შესახებ:
– კაცს რომ გული ცუდად გაუხდება, ხომ მარტო ხმელა წყალს მიაწვდიან, ერთ ჭიქას. გამოდის, რომ მას დიდი ძალა აქვს. კეთილი საქმე აკეთეთ და ღვთის წინაშე ის ერთი ჭიქა წყალიც არ დაგეკარგებათ. უფალი ამბობს: „რაც ერთ ადამიანს კეთილი უყავით, ის მე მიყავით“, – გვიყვებოდა ის.
იმწამსვე ჩემი თავგადასავალი გამახსენდა და ეს ქადაგებადაც მენიშნა.
ყველას ერთად მიიღებდა, ანუგეშებდა და ასწავლიდა, რათა სამარადისო სიკეთეთა მოპოვებაზე ეზრუნათ.
***
ერთხელ, როდესაც მოყვასის სიყვარულზე ქადაგებდა, შეჰკადრეს:
– მამაო გაბრიელ, არიან ბოროტებით აღსავსე უზნეო ადამიანები, რომელნიც ყველას ზიზღსა და აღშფოთებას იწვევენ. როგორ უნდა ვილოცოთ მათი კეთილდღეობისთვის – ეს ხომ გულით არ იქნება ნათქვამი.
მან ასე უპასუხა:
– ვინც ყველაზე მეტად გვიყვარს, იმით დაიწყე, მაგალითად, შვილებით. შემდგომ ილოცე ოჯახის დანარჩენი წევრებისთვის; შემდგომ – მეზობლებისთვის, რომ მტერი არ გყავდეს; ილოცე იმ ქალაქისთვის, რომელშიც ცხოვრობ – თბილისი ხომ მარტო არ არის; დალოცე საქართველოს ყველა მცხოვრები – საქართველო ხომ მარტო არ არის, მტრებითაა გარემოცული. სთხოვე ღმერთს, რომ დაამშვიდოს მათი გული, რათა მტრობა ვერ შეძლონ. ახლა, როცა მთელი ქვეყნისთვის ილოცე, მტერიღა დაგრჩა. იმასაც ნუ გამოტოვებ. ღმერთს სთხოვე, აავსოს მისი გული სიკეთით, გონება – სიბრძნით. ხომ ხედავთ, შეიძლება, თურმე მტრისთვის ლოცვა!

скачать dle 11.3