კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ შეკრიბა სტალინმა კრემლში ომის დაწყების დღეს საბჭოთა ხელოვანები

1941 წლის 21 ივნისს კრემლში მშვიდობიანი დღეების ბოლო, ომისწინა თათბირი გაიმართა, რომელსაც მთელი პოლიტბიურო და ყველა ძალოვანი უწყების მთავარი პირები ესწრებოდნენ. ეს მრავალრიცხოვანი შეკრება საკმაოდ ცოტა ხანს, სულ რაღაც ორსაათ-ნახევარი გაგრძელდა და მისი დანიშნულება იყო წინასაომარი მზადყოფნის საბოლოო ანგარიში ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლობის წინაშე. თითოეული მომხსენებელი მაქსიმუმ ხუთი წუთის განმავლობაში აცნობდა დამსწრეებს თავისი საპასუხისმგებლო უბნის მზადყოფნის ძირითად ასპექტებს.  ბოლოს სტალინმა ათწუთიანი რეზიუმე გააკეთა და მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადასვლის განკარგულება გასცა.
თათბირი დასრულდა. პასუხისმგებელი მუშაკები თავიანთ უწყებაში გაემართნენ. სტალინმა მოლოტოვსა და ბერიას კრემლში დარჩენა უბრძანა, თავად კი პოსკრებიშჩევთან ერთად, ჩვენი თანხლებით, კუნცევოში გაემგზავრა. აგარაკზე რომ მივედით, შუაღამეს გადაცილებული იყო  – საათი პირველის თხუთმეტ წუთს უჩვენებდა. ჩვეულებისამებრ, სტალინი თავისი ოთახისკენ გაეშურა, ჩვენ კი ჩვენი ადგილები დავიკავეთ და კუნცევოში ჩვეულებრივზე მეტმა სიმშვიდემ დაისადგურა. როგორც მოგვიანებით შევიტყვე, ომის დაწყების ზუსტი თარიღი სტალინის გარდა სულ ათამდე ადამიანმა იცოდა, მათ შორის – ბერიამ, მოლოტოვმა, ჟუკოვმა და პოსკრებიშევმა, ყველა დანარჩენი კი „მზადყოფნა ¹1-ის“ რეჟიმში იყვნენ გადაყვანილები და, ბუნებრივია, ხვდებოდნენ, რომ დღე-დღეზე ომი დაიწყებოდა.
ძალიან საინტერესო და იდუმალებით მოცულია ის სამსაათნახევრიანი მონაკვეთი, რომელიც დიდმა ბელადმა ფაშისტური აგრესიის დაწყებამდე (ღამის 0.30-4.00 საათი) გაატარა კუნცევოში, თავის სამუშაო ოთახში. ერთი შეხედვით, საკვირველი და დიდად საინტერესო არაფერი უნდა იყოს იმაში, რომ რთული, ძალიან დაძაბული სამუშაოს შემდეგ, სტალინი დასასვენებლად განმარტოვდა, თუმცა... საქმე ისაა, რომ სტალინმა ეს განმარტოება ომის დაწყებამდე სულ რაღაც საათ-ნახევრით ადრე მოინდომა, მაშინ, როცა ზუსტად იცოდა საომარი მოქმედებების დაწყების თარიღი, მაგრამ, არც ესაა ამ შემთხვევაში მთავარი. ყველაზე საგულისხმო ისაა, რომ სტალინის ეს განმარტოება წინასაომარი ძალების კონცენტრაციას, თუ გნებავთ, ერთგვარ რიტუალს წარმოადგენდა, რაშიც პირადად მე, რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო მტკიცედ ვრწმუნდები. სტალინი რომ გარდაიცვალა, ზუსტად ვიცი, რომ პირადად ლავრენტი ბერიამ მისი სეიფიდან (რომელიც სტალინის საძინებელში იყო ჩამონტაჟებული) რაღაც ნივთები გამოიღო და გაურკვეველი მიმართულებით წაიღო. როგორც გავიგე (სხვათა შორის, ეს პირველად ვასილ სტალინმა განაცხადა ახალგარდაცვლილი მამის ცხედართან და მისი დაპატიმრების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს განცხადება იყო), ბერიას მიერ სეიფიდან წაღებული ნივთები სტალინისთვის ციმბირში, ჯერ კიდევ მისი პირველი გადასახლებისას უჩუქებია ტუნგუს შამანს. ეს ნივთები იყო: ჭიქა, საშანდლის მაგვარი დანადგარი, ტყავის დაწნული ავგაროზი და მუნდშტუკი. მოგვიანებით დავინტერესდი ასეთი რაღაცეებით და გავარკვიე, რომ ეს იყო ციმბირის ზოგიერთი ტომის სარიტუალო ატრიბუტები. საქმე ისაა, რომ ეს ნივთები პირველად სტალინის ოთახში, გამთენიისას, ომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ვნახე მაგიდაზე გაშლილი. ოთხს თხუთმეტი წუთი უკლდა, როცა სტალინთან მისივე გამოძახების შემდეგ შევედი. იგი მორიგე ოფიცერს სპეციალური ზარით იძახებდა, რომელიც თავის ოთახში ღილაკზე ჰქონდა დამონტაჟებული. მან მე პირადად მიბრძანა გასამგზავრებელი კორტეჟის მომზადება და სწორედ ამ დროს შევნიშნე ის ზემოთჩამოთვლილი საგნები მის მაგიდაზე, ოთახში კი რაღაც განსხვავებული სუნი იდგა.
დილის 4 საათსა და 12 წუთზე კუნცევოში პირველი ზარი გაისმა, რომელსაც პოსკრებიშჩევმა უპასუხა. რეკავდა ჟუკოვი, რომელმაც გერმანული აგრესიის დაწყება პირადად სტალინს მას შემდეგ ამცნო, რაც პოსკრებიშჩევმა ტელეფონის აპარატი დიდი ბელადის კაბინეტში გადართო. ომის დაწყების შესახებ პირველად მაშინ შევიტყვე და ამ ცნობამ ჩემზე განსაკუთრებით მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა. 4 საათსა და 30 წუთზე სტალინი თავისი ოთახიდან გამოვიდა. იგი ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული იყო. მთელი აგარაკი სრულად ვიყავით მობილიზებულები და მის ბრძანებას ველოდებოდით. სტალინმა გამგზავრების ნიშანი მოგვცა, ყველანი მანქანებში მოვთავსდით და მოსკოვისკენ დავიძარით. დიდი ბელადი მშვიდად, ყოველგვარი ფაციფუცის გარეშე შევიდა კაბინეტში და ცოტა ხანში იქ დანარჩენებიც მიიწვია. ჟუკოვმა და სიმოშჩენკომ ომის პირველი საათების ოპერატიული ინფორმაციები მიაწოდეს ბელადს. აღმოჩნდა, რომ ჩვენი სამხედროების თავდაუზოგავი წინააღმდეგობის მიუხედავად, რამდენიმე ადგილზე მტერს ჩვენი თავდაცვის გარღვევა და ღრმად შემოჭრა მოეხერხებინა. სტალინმა ყველაფერი ეს დინჯად მოისმინა და შესაბამისი დირექტივებიც გასცა. შემდეგ მოლოტოვს გერმანიის ელჩის კრემლში გამოძახება მოსთხოვა და მასთან შესახვედრად გაემგზავრა. გერმანიის ელჩი დილის  6 საათზე გამოცხადდა. ცოტა ხანს ესაუბრა მოლოტოვს და კაბინეტში დაბრუნებულმა მოლოტოვმა ომის გამოცხადების ოფიციალური ნოტა მოიტანა. შემდეგ პოლიტბიუროს წევრებმა ომის დაწყების შესახებ რადიოში გამოსაცხადებელი ტექსტი შეადგინეს და შუადღეზე ეს ცნობა მოლოტოვმა წაიკითხა რადიოთი. დაახლოებით დილის 10 საათზე სტალინის კაბინეტში მხოლოდ ბერია, მოლოტოვი და ვოროშილოვი დარჩნენ, ხოლო დანარჩენები თავიანთ ადგილებს დაუბრუნდნენ. ამასობაში, მეკავშირე სამხედრო ოფიცრებმა სტალინის კაბინეტში ოპერატიული კავშირის ტელეფონები დაამონტაჟეს, რათა მას წინა ხაზთან პირდაპირი საუბრის საშუალება ჰქონოდა. თითქმის ყოველ ნახევარ საათში სტალინი პირადად ურეკავდა მეთაურებს და უშუალოდ მათგან იგებდა იქ შექმნილ ოპერატიულ ვითარებას.
14 საათზე ჩვენი კორტეჟი ჯერ გენერალურ შტაბში მივიდა, შემდეგ კი შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატში. ორივე უწყებაში სტალინი ცენტრალურ აპარატს შეხვდა და მათ მხნეობისა და სიმტკიცისკენ მოუწოდა. საღამოს, დაახლოებით 18 საათზე, სტალინმა მოულოდნელად ხელოვანთა შეკრების ბრძანება გასცა და შეხვედრა დიდ დარბაზში დანიშნა. საათ-ნახევარში დიდი დარბაზი საბჭოთა კულტურის თვალსაჩინო წარმომადგენლებით გაივსო. სტალინი მათ წინაშე ვრცელი სიტყვით გამოვიდა და ყველას მოუწოდა, აქტიურად ემუშავათ დიდი ომის თემაზე. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ დაედო სათავე ეგრეთ წოდებული ომის თემას, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ჩვენს დიად გამარჯვებაში. 22 საათისთვის სტალინს უკვე სხვადასხვა სახელმწიფოების ლიდერებმა დაურეკეს და ესაუბრნენ. მთელი იმ დღის განმავლობაში, ისევე, როგორც მთელი ომისა და, საერთოდ, სტალინის მოღვაწეობის პერიოდში, დიდ ბელადს ექსტრემალურ სიტუაციებში (სხვა მისი თანამებრძოლებისგან განსხვავებით, რომლებიც დაბნეულები ჩანდნენ), ძარღვიც არ შესტოკებია სახეზე და მშვიდად, საღად გამოიყურებოდა. სხვათა შორის, ასეთივე მშვიდი იყო ლავრენტი ბერია, რომელსაც სრული მობილიზება და კონცენტრაცია ეტყობოდა. დიდი ბელადის სახეზე წამიერ შეშფოთებასაც კი ვერ შენიშნავდით. იგი, ჩვეულებისამებრ, ბევრს ეწეოდა, იყო დინჯი, მშვიდი და კონცენტრირებული.
23 საათსა და 30 წუთზე სტალინმა პოსკრებიშჩევს უხმო მცირე ხნით და ესაუბრა. მას შემდეგ კი, რაც პოსკრებიშჩევი გაისტუმრა, გამოვიდა კაბინეტიდან და, ვინც კი იქ (მისაღებში) ვიმყოფებოდით, თავისთან გვიხმო. შევედით. მან ხელით გვანიშნა, დასხედითო, ხოლო თავად უხმოდ სცემდა ბოლთას და ჩიბუხს აბოლებდა. ათიოდე წუთში ბერია, ვოროშილოვი, კალინინი და მარშალი შაპოშნიკოვი მოვიდნენ. დაახლოებით შუაღამისას პოსკრებიშჩევიც დაბრუნდა, რომელსაც კრემლის სასადილოს პერსონალი მოჰყვა თან. მათ წითელი ღვინით სავსე ბოკლები მოიტანეს, მაგიდაზე დააწყვეს და წასვლა დააპირეს, მაგრამ სტალინმა მათ დარჩენა უბრძანა. შემდეგ, დიდი ბელადის თხოვნით, ყველამ მოვიმარჯვეთ ღვინიანი ჭიქები და სტალინმა წარმოთქვა: „ამხანაგებო, მტერმა საშინელი ძალით, ვერაგულად შემოგვიტია, მაგრამ, მე მჯერა, რომ ჩვენი ხალხის გმირული სულისკვეთება ყველაფერს გადაწონის, – შემდეგ კი ცნობილი ისტორიული ფრაზით დაასრულა თავისი სიტყვა: – მტერს დავამარცხებთ, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება. ჩვენი გამარჯვებისა იყოს!“ – და „საფერავით“ სავსე ჭიქა გამოცალა. ასევე მოვიქეცით ჩვენც.
22 ივნისი მიიწურა. სტალინი კაბინეტში განმარტოვდა. დიდი ომი კი უფრო და უფრო იკრებდა ძალებს.
მიხეილ თევდორაძის ჩანაწერების მიხედვით მოამზადა

скачать dle 11.3