კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

მოსიაშვილი
გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი მოსია.
1803 წელს ეგნატე თუმანიშვილის მიერ თბილისის სამოქალაქო პოლიციაში მიცემულ არზაში მჩითავი მოსიაშვილი მოიხსენიება.
1826 წელს ზარიძე ნათლავს მოსიაშვილის შვილს.
მოსიაშვილები ცხოვრობენ აჭარის რაიონის სოფელ ქედაში
საქართველოში 2 228 მოსიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 440, ხაშურში – 270, თელავში – 242. საჩხერეში – 140. არიან სხვაგანაც.
ბედოიძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბედო.
ბედოიძეები ცხოვრობენ მთიულეთში. ისინი 1774 წლის ისტორიულ აღწერაში მოიხსენიებიან.
ბედოიძეების თიკუნებია: ბია, კაცია, ელისბარა, პატარკაცი, ბედოანი, დოლა, იამან და ასე შემდეგ.
1873 წელს დიდ თონეთში მოიხსენიებიან სიმონ და სოსია ბედოიძეები.
საქართველოში 556 ბედოიძე ცხოვრობს: თბილისში – 187, თეთრი წყაროში – 90, კასპში – 69. არიან სხვაგანაც.
ხარშილაძე
გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი ხარშილა.
გვარი ხარშილაძე გავრცელებულია როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში.
ისტორიული წყაროების მიხედვით, ხარშილაძე იმერეთიდან იღებს სათავეს. მეოცე საუკუნის 50-იან წლებში ხარშილაძეები მარნეულის რაიონში გადავიდნენ საცხოვრებლად.
ხარშილაძეები ქვემო ქართლში აზნაურები იყვნენ მეთვრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში. 1721 წლის აღწერით, ბეჟან ხარშილაძე თავად ქაიხოსრო სოლოღაშვილის მემამულე, ცხოვრობდა და ყმები ჰყავდა საკვირეთში.
საქართველოში 1 716 ხარშილაძე ცხოვრობს. საჩხერეში – 299, მარნეულში – 259. არიან სხვაგანაც.
ქილიფთარი
ქილიფთარი მცირერიცხოვანი გვარია, რომლის წარმომადგენლებიც ძირითადად გურიაში ცხოვრობენ. ეს გვარი სამეგრელოშიც გვხვდება, ოღონდ, სახეშეცვლილი, კერძოდ – ქვილიფთარი.
სავარაუდოდ, ქილიფთარი ბერძნულიდან იღებს სათავეს – მათი წინაპარი ყოფილა ქალიფთარიადისი.
საქართველოში 404 ქილიფთარი ცხოვრობს: ოზურგეთში – 256, თბილისში – 38, ლანჩხუთში – 37. არიან სხვაგანაც.
ლეშკაშელი
ამ გვარის წარმომადგენლები ცაგერის რაიონში ცხოვრობენ. ესაა სადაურობის აღმნიშვნელი გვარად ქცეული ფორმა.
ლეშკაშელები დღეს, ძირითადად, ლაჯანაში ცხოვრობენ. ლეშკაშელების წინაპარი მესხეთიდან სამეგრელოში გადასული ბერიძე ყოფილა. ის ლაჯანურის ხეობაში გადასახლებულა და სადაურობის მიხედვით ლეშკაში, ლეშკაშელი გამხდარა. როცა გვარი გამრავლდა, რობელში, სპათაგორასა და ღუშში გადასახლებულან. სამეგრელოდან მათი წამოსვლის მიზეზი ბატონის უხიაგი საქციელი გამხდარა. ბერიძეები ოთხი ძმა ყოფილან. როცა უმცროს ძმას ცოლი მოუყვანია, ბატონს მასთან ცხოვრების სურვილი გამოუთქვამს და გამწარებულ ბიჭს ბატონისთვის თავი მოუჭრია.
1760 წლის ერთ-ერთ საბუთში გვხვდება ნასია ლეშკაშელი.
საქართველოში 498 ლეშკაშელი ცხოვრობს: ცაგერში – 165, ქუთაისში – 157, თბილისში – 83. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3