კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მიზეზით ამბობენ მშვილებლები გასაშვილებელ ბავშვებზე უარს და რა შემთხვევაში ხდება ბავშვის უცხოეთში გაშვილება

ჩვენ გარშემო ბევრია, ვისაც ბავშვის აყვანის სურვილი აქვს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. ერთი შეხედვით, პროცედურები, რომლის გავლაც მშვილებელს უწევს, დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. თუმცა რეალურად, ეს პროცესი ხშირ შემთხვევაში, წლების განმავლობაში იწელება. საინტერესოა, რა არის ამის მიზეზი, რა პროცედურების გავლა უწევს მშვილებელს, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ის და რა შემთხვევაშია შესაძლებელი, შვილად აყვანის პროცედურების გამარტივება.

 ირინა ბექურიძე (მეურვეობისა და მზუნველობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელი): ბავშვის შვილად აყვანის სურვილის შემთხვევაში, მოქალაქემ უნდა მიმართოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, შესაბამის სოციალური მომსახურების ტერიტორიულ ერთეულს, სადაც დაწერს განცხადებას და შეავსებს სპეციალურ ფორმას, რომელიც შეიცავს დეტალურ ინფორმაციას სასურველი ბავშვის შესახებ. ესაა ბავშვის სქესი, ასაკი, რაოდენობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა. შემდეგ მას ესტუმრება სოციალური მუშაკი, რომელიც შეაფასებს მის მდგომარეობას. თუ მუშაკი მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას, მოქალაქე შვილად ამყვან პირად დარეგისტრირდება.  
– სოციალური მუშაკი რის საფუძველზე დებს დადებით ან უარყოფით დასკვნას?
– ამისთვის მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმები არაა. არის მხოლოდ დაავადებების ჩამონათვალი, რომელთა არსებობაც არ შეესაბამება ბავშვის ინტერესებს. რადგან ამ დაავადების მქონე პირებს არ შეუძლიათ ბავშვის მოვლა-პატრონობა. მაგალითად: გადამდები ინფექციური დაავადებები, გადაადგილების შეზღუდვა და სხვა. გასათვალისწინებელია ალკოჰოლდამოკიდებულებაც. თუ ადამიანი ქრონიკული ალკოჰოლიკია და იქით საჭიროებს დახმარებას, მშვილებლად არ განიხილება, მაგრამ თუ მას აქვს შესაძლებლობა, მავნე ზეგავლენა ბავშვს არ მოახვიოს თავს და მშობლის მოვალეობებს სრულფასოვნად აანალიზებს, მაშინ აკრძალვა არ ხდება. ასევე, მნიშვნელოვანია ნასამართლეობაც და ის, თუ რამდენად მძიმეა შვილად აყვანის მსურველის მიერ ჩადნელი დანაშაული. ან თუ ადამიანს ბავშვი უკვე ჰყავდა  შვილად აყვანილი და მშობლის მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო, ეს უფლება ჩამოერთვა, ეს უკუჩვენებაა. საბოლოო ჯამში, ყველაფერი მაინც სოციალური მუშაკის შეფასებას ეყრდნობა. ის ეცნობა პიროვნებას, თუ საჭიროა მის სამსახურს და გარემომცველ წრეს, აფასებს მის მოტივაციას, შესაძლებლობებს და ყველაფრის გათვალისწინებით, იღებს გადაწყვეტილებას.
– ბავშვის აყვანისთვის წყვილის არსებობა აუცილებლობას არ წარმოადგენს?
– ნამდვილად ასეა. თუ ადამიანს აქვს ბავშვისთვის კეთილსაიმედო გარემო, არ აქვს მნიშვნელობა, ის დაქორწინებულია თუ მარტოა. შესაძლოა, ისიც მოხდეს, რომ ადამიანი რეგისტრაციის მომენტში მარტო იყოს, მაგრამ შეთავაზების დროს, უკვე ჰყავდეს მეუღლე. ასევე, არ არსებობს მკაცრად გაწერილი მოთხოვნები მშვილებლის მატერიალურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით. მთავარია, არსებობდეს ელემენტარული პირობები.
– თუ ამ პროცესს არ ახლავს მნიშვნელოვანი სირთულე და მკაცრად გაწერილი მოთხოვნები, მაშინ რატომ იწელება ის ძალიან დიდხანს, ხშირად წლების განმავლობაში?
– სირთულეები რეგისტრაციის დროს არაა, მაგრამ შეიძლება, შემდეგ შეიქმნას და უკვე,  მოცემულ მომენტში მშვილებელი ვეღარ აკმაყოფილებდეს საჭირო მოთხოვნებს სხვადასხვა გარემოების გამო. მაგალითად, შეიძლება მას ჯანმრთელობის, ეკონომიკური ან სხვა სახის პრობლემები შეექმნას და თვითონვე მოითხოვოს შვილად აყვანის გადავადება. ასეთი ადამიანები რეესტრიდან არ იხსნებიან, ბაზაში რჩებიან და ჩვენ ველოდებით მათ მზადყოფნას კვლავ შეთავაზებისთვის. ადამიანის დარეგისტრირება არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად დაკმაყოფილდება. მას აქვს შანსი და დრო აჩვენებს, რამდენად გამართლდება ის. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მსურველების და გასაშვილებელი ბავშვების რაოდენობის თანაფარდობა. დღეისთვის 3 150 მშვილებელი პირი ან ოჯახი გვყავს. გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის მქონეთა რაოდენობა კი 194-ია. მათგან ჯანმრთელი 76 ბავშვია. ესენი არიან 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები. როცა ბავშვი უკვე ათი წლისაა, მისი აზრი მნიშვნელოვანია. თუ მას გაშვილების სურვილი არ აქვს, მაშინ, ჩვენ ვალდებულები ვართ, მისი აზრი გავითვალისწინოთ. დღეის მდგომარეობით, ჩვენ უარზე მყოფი 25 ბავშვი გვყავს. ამ ასაკის ბავშვებს, გაშვილების სურვილის შემთხვევაში, ოჯახის არჩევის უფლებაც აქვთ. გარდა ამისა, დროის გახანგრძლივებას კიდევ რამდენიმე სამწუხარო ფაქტი იწვევს. ქართველი მშვილებლები, ხშირად და ალბათ, გაუცნობიერებლად ირჩევენ ასაკობრივ კატეგორიას 0-დან 18 წლამდე, ანუ, ჩანს, რომ ნებისმიერი ასაკის ბავშვის მიმღებნი არიან, მაგრამ კონკრეტული შეთავაზების დროს, ხშირად სწორედ ასაკის გამო ამბობენ უარს, 14-15 წლის ბავშვის აყვანა არ სურთ და მონაცემებში ხელახლა უთითებენ, რომ 0-დან 5 წლამდე ბავშვის აყვანის სურვილი აქვთ. წარმოიდგინეთ, მოქალაქეს გავუგზავნე შეთავაზება და მისგან მივიღე უარი, მერე სხვას გავუგზავნე და კვლავ უარი. ეს რამდენჯერმე მეორდება და დრო გადის. რეალურად, ჩვენ გვყავს 13 ბავშვი, რომლებსაც აქვთ გაშვილების სურვილი, მაგრამ ასაკის გამო მათზე უარს ამბობენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გასაშვილებელი ბავშვებიდან 118-ს აქვს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი ან რაიმე დიაგნოზი. მშვილებლები თავიდან თითქოს თანახმა არიან მეტ-ნაკლებ პრობლემებზე, მაგრამ შემდეგ, რომ ნახავენ ბავშვს კურდღლის ტუჩით ან სხვა, რაიმე გამოსწორებადი დიაგნოზით, მასზე უარს ამბობენ და მოთხოვნებს ცვლიან.
– ბავშვი რა შემთხვევაში ითვლება გასაშვილებლად?
– თუ მშობელი თანახმაა ბავშვის გაშვილებაზე, თუ ბავშვი სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშაა, თუ მშობელს ჩამორთმეული აქვს მეურვეობის უფლება, თუ ბავშვი აღიარებულია მიტოვებულად სასამართლოს მიერ – ამ შემთხვევებში მას გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი ენიჭება.  არსებობს გამონაკლისები, როცა მსურველებს რიგითობა არ ეხებათ. მაგალითად, პროცედურები მარტივდება, როცა მოქალაქეს შვილად აჰყავს გერი, ან როცა ორ მხარეს შორის არსებობს ნათესაური კავშირი. პრიორიტეტია მინდობით აღზრდაც, მიმღები ოჯახი, ორივე მხარის სურვილის შემთხვევაში, ექვსი თვის შემდეგ, ბავშვის შვილად აყვანის უფლებას მოიპოვებს. პრიორიტეტი აქვს მშვილებელს, რომელსაც უკვე აყვანილი ჰყავს გასაშვილებელი ბავშვის დედმამიშვილი. პრიორიტეტი ენიჭება პირდაპირი მიშვილების წესსაც. ამ დროს, ორი მხარე ერთმანეთში თანხმდება და მერე მოგვმართავენ. მთავარია, მათ შორის არ არსებობდეს დანაშაულებრივი ფაქტი, რასაც კრიმინალური პოლიცია ამოწმებს.
– უცხოეთში გაშვილების პროცესები განსხვავებულია?
– თუ ბავშვები რვა თვის განმავლობაში ვერ გაშვილდნენ საქართველოში, მაშინ, ჩვენ მათ ვთავაზობთ საერთაშორისო მშვილებლებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში. თუმცა, ეს ერთეულ შემთხვევებში ხდება. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ამ გზით წელიწადში 1-დან 5-მდე ბავშვი გაშვილდა და ძირითადად, მხარეებს შორის ნათესაური კავშირები არსებობდა. საქართველოში კი შემდეგი მდგომარეობა გვაქვს: 2012 წელს 283 ბავშვი გაშვილდა, 2013-ში – 219, 2014-ში – 178 და 2015-წლის ივნისის მდგომარეობით – 65. აქ, ძირითადად, უპირატესი უფლებებით გაშვილებული ბავშვები შედიან და მათი რაოდენობა ამიტომაცაა დიდი.
– რა ხდება მაშინ, თუ მშვილებელმა ბავშვის დაბრუნება გადაწყვიტა, ან ბიოლოგიურმა დედამ მოითხოვა უფლებების აღდგენა?
– მშობელს აქვს უკვე ნაშვილებ ბავშვზე უარის თქმის უფლება, მაგრამ შემდეგ ის ვეღარ დარეგისტრირდება შვილად აყვანის მსურველთა რიგში. ბავშვს კი ისევ გასაშვილებლის სტატუსი ენიჭება. რაც შეეხება ბიოლოგიურ დედას, ჩვენი პრიორიტეტი ბიოლოგიური ოჯახის შენარჩუნებაა და ამიტომ, სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე ბიოლოგიურ დედას, ნებისმიერ მომენტში შეუძლია გაშვილებაზე უარის თქმა. ხოლო, როცა ბავშვი გაშვილებულია, არავის აქვს უფლება, ბიოლოგიური დედის მოთხოვნა დააკმაყოფილოს. მხოლოდ ბავშვს შეუძლია ამის მოთხოვნა იმ შემთხვევაში, თუ  სრულწლოვანია.

скачать dle 11.3