კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოახერხა ქართველმა ბოროტმოქმედმა „თხუნელამ“ ციხიდან 13-ჯერ გაქცევა და ამერიკული გემიდან 500 კილოგრამი ოქროს გატაცება

საბჭოთა კრიმინალისტიკის ისტორიაში მევლუდ კოხრეიძეს გამორჩეული ადგილი უჭირავს და იმითაა ცნობილი, რომ სხვადასხვა საპყრობილიდან ცამეტჯერ გაიქცა. ის მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი იყო. შესაბამისად, სხვადასხვა ტიპის დანაშაულს სჩადიოდა. ერთი ხელწერა არ ჰქონდა და სწორედ ეს იყო მისი კრიმინალური ხელწერა. შავ სამყაროში ის „თხუნელას“ მეტსახელით იყო ცნობილი.
პირველი საქმე
მევლუდ კოხრეიძე 1906 წელს თბილისში, მეიდანში დაიბადა. მამამისი მეჩოხე იყო და სახელგანთქმულ მკერავად ითვლებოდა. ცნობილი მშობლის ძალისხმევის მიუხედავად, მევლუდმა სხვა გზა აირჩია და ბოროტმოქმედი გახდა. 1924 წელს, 18 წლის ბიჭმა პირველი დანაშაული ჩაიდინა. მან მეიდანზე მდებარე იუველირ კერესის სახელოსნოს ქვეშ თხუთმეტმეტრიანი გვირაბი გათხარა. სახელოსნოში შეძვრა, სეიფი გატეხა და 35 ათასი მანეთის ღირებულების ძვირფასეულობა  გაიტაცა.  ძარცვა უმაღლეს დონეზე იყო შესრულებული, მაგრამ მევლუდი მაინც დააპატიმრეს. საქმე კი ის იყო, რომ მილიციამ ანა პატარიძე დააკავა სახელოსნოდან გატაცებული ბრილიანტის კოლიეს გაყიდვის მცდელობისას. ქალისგან კი მევლუდზე გავიდნენ. პატარიძე გადამყიდველი იყო და მევლუდს მისთვის ჰქონდა მიბარებული ნაძარცვი ნივთები. ქალი სპეკულაციისთვის გაასამართლეს. მევლუდს კი ძარცვისთვის ექვსი წელი მიუსაჯეს და ორთაჭალის ციხეში ჩასვეს. საპყრობილეში კოხრეიძემ სულ რაღაც ოთხი თვე დაჰყო – ზუსტად იმდენი, რაც მას გვირაბის გასათხრელად დასჭირდა და 1924 წლის 19 აგვისტოს გაიქცა. მევლუდი გვირაბს კოვზით თხრიდა აბანოდან, სადაც ის სანიტარულ ზედამხედველად მოეწყო. სწორედ ამ შემთხვევის გამო შეარქვეს მევლუდ კოხრეიძეს მეტსახელად „თხუნელა“, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე შერჩა და მთელმა ქვეყანამ გაიცნო.
500 კილოგრამი ოქრო
გასული საუკუნის ოცდაათიან წლებში ახალგაზრდა საბჭოთა სახელმწიფო სწრაფად იკრებდა ძალებს და სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს ამყარებდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან. გაძლიერდნენ სამართალდამცავი სტრუქტურებიც და სახელმწიფომ მკაცრი ბრძოლა გამოუცხადა კრიმინალურ სამყაროს. ამ პერიოდში მევლუდ კოხრეიძე ოდესაში მოღვაწეობდა და ცნობილი და პატივსაცემი პიროვნება იყო იმ ქალაქში.
1930 წლის ივნისში ოდესას ამერიკული გემი მიადგა, მან ჩარხმშენებელი ქარხნის მოწყობილობა ჩამოიტანა, რომელიც შემდეგ მოსკოვში უნდა გადაეტანათ. ხელშეკრულების მიხედვით, საბჭოთა მთავრობას საფასური ოქროთი უნდა გადაეხადა. როგორც კი გემიდან ქარხნის მოწყობილობა გადმოტვირთეს, სახელმწიფო ბანკის სპეციალურმა სამხედრო ჯგუფმა მასზე ოქროს ზოდებით სავსე ათი ყუთი აიტანა. თითოეულ ყუთში ორმოცდაათი ერთკილოგრამიანი ოქროს ზოდი იდო. ამგვარად, 500 კილოგრამი ოქრო გემის შეიარაღებულმა დაცვამ ჩაიბარა და ხომალდი ერთ საათში ზღვაში გავიდა. ოდესის ნაპირიდან ათი კილომეტრის მოშორებით, გემს პატარა სამხედრო კატარღა წამოეწია. მასზე რვა სამხედროფორმიანი შეიარაღებული პირი იმყოფებოდა. კატარღამ გემი გააჩერა. შეიარაღებული პირები გემბანზე აუშვეს და ერთ-ერთმა გემის კაპიტანს, ლოურენს კეილის ინგლისურად მიმართა:
– მისტერ, მე ჩეკას საგანგებო რწმუნებული, კომისარი ოლეგ ვასილიევი ვარ. გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ თქვენს ბორტზე ორი ბოროტმოქმედი იმყოფება და ისინი უცხოეთში გაგყავთ. ძებნილები პოლიტიკური დამნაშავეები არიან და გთხოვთ, გადმოგვცეთ.
– რას ბრძანებთ, კომისარო. ჩვენს ბორტზე მხოლოდ ჩვენი ეკიპაჟია და თორმეტი შეიარაღებული სამხედრო, რომლებიც ქარხნის მოწყობილობაში გადახდილ ოქროს იცავენ, – მიუგო გაოცებულმა კაპიტანმა.
– მისტერ ლოურენს კეილი, – გაამკაცრა ტონი კომისარმა, – ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ სიმართლეს ამბობთ!
გულუბრყვილო კაპიტანმა გემის ჩხრეკის უფლება მისცა კატარღიდან ამოსულ შეიარაღებულ პირებს. ორი კაცი გემბანზე დარჩა. დანარჩენები კი ტრიუმში ჩავიდნენ კაპიტნისა და ოთხი მეზღვაურის თანხლებით. ჩხრეკა მანამდე გაგრძელდა, სანამ ჩეკისტებმა ოქროს საცავ კაიუტას არ მიაღწიეს. იქ კი, მათ ჯერ დაცვა განაიარაღეს და ყველა გაკოჭეს, შემდეგ კი, ათი ყუთი ოქრო კატარღაში გადატვირთეს და შუა ზღვაში გაუჩინარდნენ.
ჩეკას საგანგებო რწმუნებული, სინამდვილეში თხუნელა იყო. დანარჩენები კი მისი დაჯგუფების წევრები. ჩეკამ ბოროტმოქმედები ქალაქ ნიკოლაევში დააპატიმრა და ოქროც უკან დაიბრუნეს. მევლუდ კოხრეიძე მოგვიანებით, ქალაქ ხარკოვში აიყვანეს და ადგილობრივ ციხეში მოათავსეს დროებით. თუმცა, თხუნელა იქ  მხოლოდ ოთხი დღე გაჩერდა. მეხუთე დღეს, გამთენიისას მევლუდმა ციხის სახურავზე ააღწია. მთელი ძალით გამოქანდა და ჩვიდმეტმეტრიანი სიმაღლიდან ციხის გვერდით მშენებარე, ადმინისტრაციული შენობის საძირკველში ჩახტა, რომელიც წვიმის წყლით იყო სავსე.
ბანკის ძარცვა
მეორე მსოფლიო ომი რომ დასრულდა, საბჭოთა კავშირში დანგრეული ქვეყნის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო და გრანდიოზული მშენებლობები გაჩაღდა. გამოიყო დიდი თანხები და მშენებლებს საქმე მიეცათ. 1952 წლის იანვარში მიწასთან გასწორებული სტალინგრადი სწრაფად შენდებოდა. ქალაქი ხარაჩოებში იყო გახვეული და მშენებლები ჭიანჭველებივით შესეოდნენ სხვადასხვა ობიექტს. ერთ საღამოს ¹34 სამშენებლო ტრესტის შენობას სოლიდური მამაკაცი ეწვია და მმართველს უთხრა:
– მე იური კანდიდოვი ვარ და თქვენთან ცეკადან მომავლინეს სარევიზიოდ. მშენებარე ობიექტები უნდა დავათვალიერო და გთხოვთ, პირადად მაჩვენოთ ყველაფერი.
ტრესტის მმართველმა სტუმარს ობიექტებიც გულდასმით დაათვალიერებინა და  ნახაზებიც უჩვენა. ორი დღის შემდეგ კი, რევიზორი გააცილა. 34-ე ტრესტი სპეციალიზებული დაწესებულება იყო და მისი თავისებურება ის გახლდათ, რომ განსაკუთრებული დაცვის დონის ობიექტებს აშენებდა, ძირითადად, ბანკებსა და შემნახველ სალაროებს.
ცეკას რევიზორი სინამდვილეში თხუნელა გახლდათ, რომელსაც იმ დროისთვის სამი ნასამართლობა და შვიდი გაქცევა ჰქონდა. მან ეს „რევიზია“ გრანდიოზული ძარცვისთვის გამოიყენა. სამი წლის მერე კი – განახორციელა. 1955 წლის ერთ ცხელ საღამოს თხუნელამ და კიდევ ხუთმა მძარცველმა საიდუმლო-სავენტილაციო ხვრელით, რომელიც იმ პერიოდში ყველა მსგავს დაწესებულებას გააჩნდა, ბანკის საცავში შეაღწიეს. ძალიან ადვილად დაბლოკეს სიგნალიზაცია და იქიდან მილიონი მანეთი, ანუ მთლიანი თანხა გაიტაცეს. დამნაშავეების კვალზე გასვლა მხოლოდ 13 თვის შემდეგ მოხერხდა და ბოროტმოქმედები თბილისში, ფუნიკულიორის პლატოზე მდებარე რესტორანში დააპატიმრეს. ისინი გაასამართლეს და კოხრეიძის გარდა, ყველას 25-25 წელი მიუსაჯეს. თხუნელას კი სიკვდილით დასჯა გამოუტანეს და ჯერ ორთაჭალის ციხეში მოათავსეს, შემდეგ კი ეტაპით მოსკოვში გაუშვეს, რადგან ერთი ძველი საქმის საგამოძიებო ექსპერიმენტში უნდა მიეღო მონაწილეობა. კოხრეიძეს ამან უშველა და მან საეტაპო მატარებლიდან გაქცევა მოახერხა.
ორი წლის შემდეგ თხუნელას დახვრეტა გაუუქმეს და ის გადარჩა. ამის შემდეგ კოხრეიძემ კიდევ ბევრჯერ მოახერხა ციხიდან გაქცევა. ის 1991 წელს, 85 წლის ასაკში, მოსკოვში გარდაიცვალა.

скачать dle 11.3