კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მოუქსოვა თამარ მეფემ თორმეტ მღვდელს სამოსი

თამარ მეფეს სახელმწიფო საქმეებისგან თავისუფალ დროს ხელსაქმე უყვარდა. ეს მისი გართობა კი არ იყო, არამედ შრომა და ამ შრომით უფლის მსახურება თავის მთავარ, სამეფო მოვალეობასთან – სამეფოს პატრონობასა და ქრისტიანთა დაცვასთან ერთად.
მეფეთა მეფე თამარს კარგად ესმოდა ქრისტიანობის არსი. მან იცოდა, რომ  ადამიანისათვის მთავარი არის სასუფევლისთვის მზადება და ამ საქმეში ქველმოქმედება ერთ-ერთი უმთავრესია.
ვერ მოხიბლა იგი წუთისოფლის გასართობებმა, ვერ შეაცდინა გვირგვინმა და სკიპტრამ, ვერც უამრავი თვალ-მარგალიტის ქონამ, ვერც ლაშქართა სიმრავლემ და სიძლიერემ.
ყველას უფლებას იცავდა ჩვენი ხელმწიფე. თამარის მეფობის დროს არავინ იყო ქვეყანაში დაჩაგრული, ვერავინ წაართმევდა თავისზე უფრო სუსტს მამულს ან სხვა რამ ქონებას. მის დროს აიკრძალა დამნაშავეთა სიკვდილით დასჯა და დასახიჩრება, თვალების დაწვა, ხელის ან ფეხის მოკვეთა და ასე შემდეგ.
სხვა ბრძენ მეფეებზე მეტად ბრძენი იყო თამარი. მან შეიყვარა ღმერთი და განეშორა ამსოფლიურ საცდურებს; ისმინა ღვთის სიტყვა და ყოველ ღამით ჰქონდა მღვიძარება, ლოცვა, მუხლმოდრეკა-მეტანიები და ცრემლით ვედრება ღმრთისა. ყოველ ღამით ხელსაქმობდა, ქსოვდა, კერავდა და მერე გლახაკებს ურიგებდა თავის ნახელავს.
იმ დროს საქართველოს სამეფოს ბიუჯეტის 10 პროცენტი გლახაკებისთვის იყო გამოყოფილი. ეს იყო სავალდებულო კანონი. განა ეკლესიისთვის და შემდეგ ეკლესიის მეშვეობით – გლახაკებისათვის, არამედ, როგორც ვთქვით, კონკრეტულად გლახაკებისათვის. სახელმწიფოს შემოსავლებიდან. ქართულ-კავკასიური იმპერია ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა სოციალურ პროგრამებს და ამისთვის ბიუჯეტის მეათედს გამოყოფდა.
მნიშვნელოვანი თანხა ხმარდებოდა სამკურნალო დაწესებულებებს, რომლებიც ქვეყნისთვის აუცილებელი გახლდათ. ასეთ დაწესებულებებში მკურნალობა, რა თქმა უნდა, უფასო იყო.
დანარჩენი ფულით სახელმწიფო სხვა აუცილებელ პროექტებს აფინანსებდა.
ქართული სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ნაწილი სჭირდებოდა არმიის შენახვასა და ლაშქრობებს, რადგან არმია უმთავრესი საფუძველი იყო ქართული სახელმწიფოებრიობისა. ქართული ჯარით შეიქმნა ერთიანი სამეფო და ქართული ჯარის მეშვეობით გადარჩა ჩვენი ქვეყანა დიდგორში, შამქორსა თუ ბასიანში.
ჯარს სჭირდებოდა კარგი კვება, შეიარაღება, წვრთნა, ცხენებით მომარაგება, გადაადგილებისა თუ წვრთნის დაფინანსება; საალყო კოშკების, ლოდსატყორცნებისა და სხვა მოწყობილობების აგება; საზღვრების დაცვა, ციხე-სიმაგრეების მშენებლობა და ასე შემდეგ.
ამას ძალიან დიდი თანხები სჭირდებოდა.
გარდა ამისა, ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა დაზვერვა, სპეცსამსახურები, გზების გაყვანა-განახლება, ხიდების აგება, წყალგაყვანილობების შექმნა, ქალაქების მშენებლობა, ქუჩების შეკეთება...
ეკლესიასაც ეხმარებოდნენ. თამარის დროს ეკლესიას ჰქონდა შეუვალობა და დიდი ქონება და თვითონაც ძალიან ძლიერი იყო. მეფე თამარი დიდ შესაწირს სწირავდა და აგებდა ეკლესიებსა და მონასტრებს.
კულტურის განვითარებაშიც დიდი ფული ჩაიდო თამარის დროს: წიგნების გადაწერა, თარგმნა, ხელოვანთა დაფინანსება, ეკლესია-მონასტრებისა და სასახლეების მოხატვა და გამშვენება.
საქართველოს სახელმწიფო დიდი იყო და ტოლს არ უდებდა არცერთ დიდ სახელმწიფოს ამ საქმეში, შესაძლოა აჭარბებდა კიდეც.
ბიუჯეტის ნაწილი იხარჯებოდა მმართველობის სისტემაზე, სახელმწიფოს აუცილებელ პროექტებზე, ხელქვეითების შენახვასა და სხვა საქმეებზე.
მნიშვნელოვანი იყო ასევე სასახლეებისა და ცერემონიების ხარჯებიც, რადგან საქართველოში ბევრი ელჩი თუ სტუმარი ჩამოდიოდა და მათ შესაბამისი დახვედრა სჭირდებოდა.
ზემოთ აღნიშნული სახელმწიფო ბიუჯეტის მეათედის გლახაკებისთვის გაცემის გარდა, როგორც ვთქვით, თამარი პირად ქველმოქმედებას ეწეოდა, როგორც ადამიანი, ერთი პერსონა და არა როგორც მეფე. იგი ხელმოკლე ადამიანებისთვის  თავისი ხელით ქმნიდა ტანსაცმელს: ართავდა, ქსოვდა,  ქარგავდა, კერავდა და შემდეგ გლახაკებს ურიგებდა.
ერთხელ, ლოცვითა და ხელსაქმით დაღლილმა წმიდა თამარმა ჩათვლიმა და სიზმარში იხილა ძალიან ლამაზი ადგილი, ყვავილებით, მცენარეებითა და ნერგებით გამშვენებული, იმდენად ლამაზი, მთხრობელი რომ ვერ აღწერს, რადგან  შეუძლებელია სამოთხის აღწერა.
იდგა ოქროსა და ვერცხლის სარკმლებით შემკული საყდრები. იდგა გამშვენებული სკამები დამსახურებული ადამიანებითვის, საქმეების მიხედვით მათ დასაფასებლად. სულ მაღლა იდგა ოქროს ტახტი – ყველაზე მაღალი, ლამაზი და დასაჯდომად საპატიო, შემკული პატიოსანი თვლებითა და მარგალიტებით.
ამ სამოთხეში შეიყვანეს ჭეშმარიტად ღირსი ჩვენი დედოფალი. იხილა ტახტები და გაიფიქრა:
„მეფე ვარ თვითმპყრობელი და ჩემი არის ეს უზენაესი და უმთავრესი ტახტიო“, – და გაემართა მასზე დასაჯდომად. მაგრამ მას წინ დაუდგა ნათლით მოსილი კაცი, მოჰკიდა ხელი და უთხრა:
„შენი არ არის ეს დასაჯდომი, შენ ვერ შეძლებ მის დაკავებას!“
საქართველოს ხელმწიფემ იკითხა: „ვინ არის ჩემზე უპატიოსნესი, რომელიც დაიკავებს ამ პატიოსან ტახტს?“
ნათლით მოსილმა კაცმა უპასუხა:
„ეს ტახტი შენი მოსამსახურის არის, რადგან თორმეტ მღვდელს აცვია მის მიერ შექმნილი შესამოსელი, რომლითაც წარდგებიან ისინი ტრაპეზთან უსისხლო და პატიოსანი მსხვერპლის შეწირვისას. ამიტომ ეს დედაკაცი შენზე მაღლა დგას. და თუ შენ მეფე ხარ, შენთვის ეს დიდებაც საკმარისია, შენი საყოფი ესაა,“ – და უჩვენა უფრო მდაბალი დასაჯდომელი.
რომ გაიღვიძა კავკასიის მეფეთ-მეფემ, მოაყვანინა ის მოსამსახურე ქალი, რომელმაც აღიარა, რომ თორმეტ მღვდელს შეუქმნა სამღვდელო შესამოსელი, სრულად, კვართიდან ფილონამდე (კვართი მღვდლებს აცვიათ ფილონის ქვეშ და ის სიმბოლურად მიანიშნებს მაცხოვრის კვართზე; ფილონი კი უსახელო შესამოსელია, ზემოდან მოსაცმელი მღვდლებისათვის, რომელიც ქრისტეს სუდარის სიმბოლური მინიშნებაა).
თამარ შვიდმნათობიერმაც დაიწყო ზრუნვა პირადად თავისი ხელით შექმნილი ტანსაცმლით მღვდლების შემოსვაზე – იგი შეუდგა ალექსანდრიიდან ვაჭართა მიერ შემოტანილი მატყლის დართვას, ნაჭრების დამზადებასა და თორმეტი სრული სამღვდელო შესამოსლის შეკერვას.
გარდა ამისა, რა ფასის საჭმელსაც შეჭამდა დღეში, იმ ფასის საქონელს, თავისი ხელით შექმნილს, გაყიდდა ხოლმე და მიღებულ ფულს გლახაკებს აძლევდა, რა თქმა უნდა, ზემოთ აღნიშნული ბიუჯეტის 10 პროცენტის გარდა; ან, გლახაკებს უქსოვდა და უკერავდა ტანსაცმელს იმ ფასისას, რასაც ჭამდა.
ღვთისმსახურება მის სასახლეში დაუკლებლად აღესრულებოდა, როგორც ტიპიკონი მოითხოვს და განწესება პალესტინის მონასტრისა, ზუსტად ისე. სამეფო კარზე მყოფი ვერავინ დააკლდებოდა წირვა-ლოცვას დილას, სამხრისას, მწუხრისას...
ასეთი იყო ჩვენი მეფეთ-მეფე და დედოფალთ-დედოფალი თამარი.

скачать dle 11.3