კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ქონება აქვს ბათუმის მერს, გიორგი ერმაკოვს და როგორ გამოიცვალა მან სამი მთავრობა

ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი 1968 წელსაა დაბადებული. ბათუმის მერიის ვებ-გვერდზე განთავსებულ მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში ვკითხულობთ: „განათლება: 1992-2004 წლები – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ლაბორანტი, მეცნიერ-თანამშრომელი.“ უფრო ადრე, 1986-1988 წლებში კი, სამხედრო სავალდებულო სამსახურიც გაუვლია.
ბ-ნი ერმაკოვის შრომითი ბიოგრაფია 1983 წელს იწყება აჭარის ჩაის მრეწველობის ხელვაჩაურის საწარმოო გაერთიანებაში, სადაც მან მუშად 1985 წლამდე იმუშავა. 1997-1999 წლებში შსს-ს კორუფციასთან და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს  ოპერატიული თანამშრომელი და უფროსი ოპერატიული თანამშრომელი იყო. შემდეგ დააწინაურეს – შსს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს  ქვეგანყოფილების უფროსად. 2002-2004 წლებში შსს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსად ამუშავეს. მოგვიანებით კი, შსს აჭარის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის უფროსად დანიშნეს. 2005 წელს შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოში გადაიყვანეს, თავდაპირველად, სამმართველოს უფროსის მოადგილედ, შემდეგ – სამმართველოს უფროსად. 2008-2010 წლებში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს  გარემოს დაცვის ინსპექციის აჭარის ბიუროს უფროსი გახლდათ;  2010-2011 წლებში – ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის  ბათუმის რეგიონულ ცენტრის უფროსის მოადგილე. 2011 წლის მარტში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის აპარატის რეგიონულ კოორდინატორად დანიშნეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (2012 წლის ნოემბრამდე); 2013 წლის მარტ-სექტემბერში შპს „თეგეტა მოტორსის“ ბათუმის ფილიალის დირექტორი იყო; 2014 წლის იანვრიდან მაისამდე ბათუმის მერის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა, 2014 წლის თებერვლიდან მაისამდე – ბათუმის მერის მოვალეობას; 2014 წლის აგვისტოდან დღემდე კი ქალაქ ბათუმის მერია. ამის პარალელურად, 2004 წლიდან 2014-მდე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის იურიდიულ მეცნიერებათა დეპარტამენტის მასწავლებელიც იყო.
შესაბამისად, ბ-ნი ერმაკოვის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2014 წლით თარიღდება, რომელიც მან ბათუმის მერის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის ამპლუაში შეავსო და ოჯახის წევრებად მიუთითა: დედა – ლიანა მელაძე, მეუღლე – შორენა მახარაძე და 1995 წელს დაბადებული ქალიშვილი – ქეთევანი.
რაც შეეხება უძრავ ქონებას: გიორგი ერმაკოვის საკუთრებაა საცხოვრებელი ბინა თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე (50 კვ. მ. ფართობის), ლიანა მელაძეს კი ეკუთვნის საცხოვრებელი ბინა ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე (95 კვ. მ. ფართობის).  დეკლარაციის შევსების მომენტში ლიანა მელაძეს ნაღდ ფულად 8 000 ლარი ჰქონდა, გიორგი ერმაკოვს – 4 800.
2013 წელს შემოსავალი მხოლოდ გიორგი ერმაკოვს მიუღია: მან, როგორც „თეგეტა მოტორსის“ ბათუმის ფილიალის დირექტორმა, 17 130 ლარი აიღო. გასავლად კი მიუთითებს შვილის სწავლის გაადსახადს – 2 000 ლარს.
ბ-ნი ერმაკოვის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2015 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც ბათუმის მერმა. უცვლელია მისი ოჯახის წევრთა რაოდენობა და უძრავი ქონების ოდენობაც. დეკლარაციის შევსების მომენტში კი, ნაღდ ფულად ლიანა მელაძეს 7 560, ხოლო გიორგი ერმაკოვს 7 600 ლარი ჰქონდათ.
ოჯახში დასაქმებული კვლავაც მხოლოდ ბ-ნი ერმაკოვია და 2014 წლის განმავლობაში მან, როგორც ბათუმის მერმა, 42 101 ლარი მიიღო.

скачать dle 11.3