კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თავგარუმბებულები

და ღაწვებშეფაკლულნი

 გასულ კვირას ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა ჩატარდა, რომელსაც ჩვენი თავდაცვის მინისტრიც ესწრებოდა და რომელზეც „ნატოს“ გენმდივანმა ისე გვაქო და გვადიდა, ღაწვების შეფაკვლას ვინ ჩივის, ლამისაა ყურებამდე გავწითლდით.
კერძოდ, ბ-ნი სტოლტენბერგი ბრძანებს, რომ „ნატო“-საქართველოს პარტნიორობა ბოლო პერიოდში დიდად წარმატებულია და საქართველოც სწორ გზას ადგასო (სამგზის ვაშა! ვინაიდან აქ, ჩვენს სამშობლოში, ზოგ-ზოგიერთნი უბნობდნენ, ხელისუფლება გზას ასცდაო, მაგრამ, ვაი რომ, მწარედ შემცდარან).
მეტიც (მოვიხმობ ციტატას): „ჩვენ გავხსენით ახალი სასწავლო ცენტრი და იქ პირველი სწავლება განხორციელდა. ახლა მოველით, რომ მომავალ წელს და შემდგომაც საქართველოსა და „ნატოს“ შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდება!“
როგორც უკვე შევნიშნე, ხელისუფლების ოპონენტებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ რფ-ს თვით „ნატოს“ გენმდივანი მოუსყიდია. თუმცა ესეც არაა მთავარი, საკითხავი აი, ისაა: მაინც როდის ჩაგვისხამენ წყალს აუზში, თორემ, უკვე ძალიან გვტკივა თავები (ცარიელ აუზში თავით ხტომით, რასაკვირველია). –

скачать dle 11.3