კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შესანიშნავი ოთხეული

ანუ უკრაინის ივერიაზე ადრე გამრბწყინებლები

ჭეშმარიტება, რომ ოდესა საქართველოს ყოფილ მაღალჩინოსანთა დასაქმების ადგილია, უკვე სრულიად დედამიწისთვისაა ცნობილი ფაქტი. სულ ახლახან კი დედა-ოდესას „საქართველოს რეფორმატორთა კლუბის“ წარმომადგენლები სწვევიან.
ეს „რეფორმატორნი“ კი სხვა არავინ ბრძანდებიან, თუ არა ერთი საქართველოს სამგზის ნამინისტრალი (სასჯელაღსრულების, განათლებისა და თვით თავდაცვის) დ. შაშკინი, ერთიც ორგზის ნაჩინოვნიკარი (ცესკოს ყოფილი და თვით მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე) შ. ჩალაგაშვილი და შედარებით წვრილფეხობა: სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ყოფილი უფროსი გ. ხიზანიშვილი და საზღვაო ტრანსპორტის ყოფილი ხელმძღვანელი თ. იობიძე.
ისინი ქ. ოდესაში ქალაქის მერობის კანდიდატ ედუარდ გურვიცის მოწვევით ჩასულან და იმავე პერსონის მიერ შექმნილ „რეფორმების საბჭოს“ მუშაობაში მიიღებენ მონაწილეობას.
შესანიშნავი ოთხეული გვამცნობს: „ჩვენ დიდი სიხარულით მივიღეთ ბატონი გურვიცის მიწვევა და მზად ვართ, გავუზიაროთ მას ჩვენი გამოცდილება“, თუმცა, რაკი ბედნიერებას მათთვის თვალები არ დაუბინდავს, დასძენენ: „მზად ვართ, გავუზიაროთ... შეცდომები, რომლებიც დავუშვით, რათა ისინი თავიდან იყოს აცილებული“ და ღრმადაც სწამთ, რომ „ოდესის მომავალი წარმატებულ რეფორმებშია!“
ამ ცრემლის მომგვრელი და გულის ამაჩუყებელი პასაჟების მიღმა ფრიად მერკანტილური მოტივი იმალება, კერძოდ, ზემოხსენებული კანდიდატის მხარდაჭერა, თუმცა „რეფორმატორები“ ირწმუნებიან, რომ დედა-ოდესა რეფორმებს ვერც იმ შემთხვევაში ასცდება, თუკი ქალაქის მერი ბ-ნი გურვიცი ვერ გახდება (აი, მესმის იდეების სიყვარული!).   
სახელდობრ, ბ-ნი შაშკინი რიტორიკულად ბრძანებს: „თუ უკრაინა გაუძლებს, შეძლებს განვითარებას გატარებული რეფორმების შედეგად, ეს ნიშნავს, რომ საქართველოც ყველაფერს შესძლებს.“
თუ ბ-ნი ჩალაგაშვილის ხელფასის ოდენობას გავიხსენებთ (ყოველთვიურად ოთხნულიანს), იბადება კითხვა, დედა-ოდესაში რეფორმებს ამავე ფასად გაატარებს თუ უფრო იაფად?! იმის პარალელურად, რომ, როგორც ჩანს, უკრაინა გაბრწყინდება და, რაც მთავარია, თვით ივერიაზე ადრე?! –

скачать dle 11.3