კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ენდობიან მომხმარებლები „პეგასუსის ავიახაზებს“

5 წელი ქართულ ბაზარზე და – უკვე საყოველთაოდ მოიპოვა მომხმარებლის მაღალი ნდობა. „პეგასუსის ავიახაზებმა“  2010 წლის 10 ოქტომბრიდან დაიწყო ფრენა საქართველოდან და, უკვე ოთხი წელია, რაც ეს კომპანია წარმატებით ემსახურება ქართულ ბაზარს. ამ ხნის განმავლობაში „პეგასუსის ავიახაზები” ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი გახდა და წამყვანი პოზიცია დაიკავა ავიაკომპანიებს  შორის. ის ლიდერია ევროპის მიმართულებით გადაყვანილი მგზავრების  რაოდენობით და ლიდერია  ჩვენს გამოკითხვებშიც, როგორც ყველაზე მოთხოვნადი ავიაკომპანია.
„პეგასუსის ავიახაზების” სავაჭრო აგენტი საქართველოში კომპანია „გასაა.”
დაარსების დღიდან კომპანია „გასა“ ცდილობს, მაქსიმალურად ლოიალური ურთიერთობა შეინარჩუნოს მომხარებელთან. სწორედ აქედან გამომდინარე, პერმანენტულად სთავაზობს მას დამატებით აქციებს, მომსახურებებსა და „ბენ ეფიტებს.” მათ შორის აღსანიშნავია: ბილეთის დაზღვევა, დაგვიანებული ბარგის ადგილზე მიტანის სერვისი, ფასდაკლებები იმ ბრენდებსა და მომსახურებებზე, რომლებიც გარკვეულწილად თემატურადაა დაკავშირებული მგზავრობასა და მოგზაურობასთან. „გასას“ მომსახურების მიღება შეგიძლიათ როგორც მომსახურების ოფისებში, ასევე ქოლ-ცენტრის, ონლაინ-კონსულტაციისა და „ვიბერის” მეშვეობით.  მეტი მოქნილობისთვის „გასა” გთავაზობთ ანგარიშსწორების სხვადასხვა ხერხსა და მათ შორის – ონლაინ-გადახდებს. „გასა“ გახლავთ კომპანია, რომლის ახალგაზრდა და მოტივირებული გუნდი უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს მომხმარებლისთვის მშვიდი და სასიამოვნო მოგზაურობის დაგეგმვასა და განხორციელებას.
ლევან ელიზბარაშვილი (გენერალური დირექტორი): მომხმარებლის ნდობა გამოწვეულია უმთავრესი ფაქტორების –  პროდუქტის, ფასისა და მომსახურების სინთეზით: დაბალანსებული პროდუქტი,  ფასი და მომსახურების ხარისხი. ხელმისაწვდომობა, ხარისხიანი მომსახურება და უსაფრთხოება ერთად ხდის ჩვენს ავიახაზებს პოპულარულს და ზრდის მასზე მოთხოვნას. 5 წელია, რაც ვოპერირებთ ქართულ ბაზარზე და ოქტომბერში იუბილე გვაქვს. წელს ჩვენ მას განსაკუთრებული სიახლეებით შევხვდით –  უკვე ქუთაისის აეროპორტიდან ვახორციელებთ ფრენებს თურქეთისა და ევროპის მიმართულებით, ხოლო 2016 წლიდან კვლავ ვგეგმვათ სიხშირეების გაზრდას. რაც შეეხება  „გასას“ მომსახურების ხარისხს, ჩვენ ვგეგმავთ დამატებითი პროდუქტების დანერგვას. რაც კიდევ უზრუნველყოფს მომხმარებლის აბსოლუტურ კომფორტსა და დაცულობას.
– თავად თუ დაფრინავთ „პეგასუსის ავიახაზებით”?
– რა თქმა უნდა!  მიმაჩნია, რომ ეს იდეალური არჩევანია ჩემთვის, რადგან „პეგასუსის ავიახაზებს“ ვენდობი!

скачать dle 11.3