კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომის ანუ ლიდის ღვთისმშობლის ხატი

წმიდა მოციქულებმა, პეტრემ და იოანე ღვთისმეტყველმა, სანამ ქრისტიანობის საქადაგებლად შორეულ ქვეყნებში გაემგზავრებოდნენ, ღვთის სიტყვა იერუსალიმის ახლომდებარე ქალაქებსა და მხარეებში იქადაგეს, როდესაც მოციქულებმა ქრისტიანობაზე მოაქციეს ქალაქ ლიდის მოსახლეობა (ქალაქს შემდგომში დიოსპოლე ეწოდა). მათ იმ ქალაქში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი ააშენეს. იერუსალიმში ჩასულმა მოციქულებმა მარიამ ღვთისმშობელს ლიდში ჩასვლა და მისივე სახელზე აგებული ტაძრის კურთხევა სთხოვეს. ყოვლადწმიდა ქალწულმა მათ ამგვარად უპასუხა: „წადით და გიხაროდეთ, იქ მეც თქვენთან ერთად ვიქნები“. ლიდში ჩასული მოციქულები ტაძარში შევიდნენ და, მათდა გასაოცრად, ტაძრის ერთ-ერთ სვეტზე დედაღვთისმშობლის ხელთუქმნელი გამოსახულება დაინახეს. ხელთუქმნელ ხატზე, ღვთის ნებით, ღვთისმშობლის ზუსტი ხატება იყო გამოსახული. მოციქულებმა ხატს თაყვანი სცეს და უფალი ადიდეს. მალე ლიდში თავად ღვთისმშობელი ჩაბრძანდა და თავის ხატს კურთხევა და სასწაულთმოქმედების მადლი მიანიჭა.
მეოთხე საუკუნეში იმპერატორმა იულიანე განდგომილმა ქრისტიანთა მძვინვარე დევნა დაიწყო. წარმართმა იმპერატორმა ქალაქ ლიდშიც გაგზავნა თავისი მსახურები, რათა მათ ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი გაენადგურებინათ. დახელოვნებული ქვისმჭრელები სხვადასხვა ხელსაწყოებით მიადგნენ ღვთისმშობლის ხატს და სატეხებით ცდილობდნენ სვეტიდან მის ამოკვეთას, მაგრამ წარმართთა წინაშე სასწაული აღესრულა. ხელოსნების გულმოდგინების მიუხედავად, რაც უფრო მეტად ფხეკდნენ ხატს, მით უფრო ღრმად მიიწევდა ის სვეტის სიღრმეში, ხოლო გამოსახულება უვნებელი რჩებოდა. შერცხვენილი ღვთისმგმობლები, თავისი ხელსაწყოებიანად სასწრაფოდ გაეცალნენ იქაურობას. ამის შემდეგ აუარებელი ხალხი მიაწყდა ლიდის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარს, რათა ზეციური დედოფლის სასწაულებრივი ხატისთვის ეცათ თაყვანი.
მერვე საუკუნეში უნეტარესი პატრიარქი კონსტანტინოპოლისა – გერმანე (714-730) მაცხოვრის საფლავის მოსალოცად იერუსალიმს ეწვია. წმიდა ადგილების მოლოცვისას იგი ლიდშიც ჩავიდა და ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის წინ დიდხანს და მხურვალედ ილოცა. პატრიარქმა თავის ხატმწერს ლიდის ღვთისმშობლის ხატის ზუსტი ასლის გადმოღება უბრძანა და, როდესაც იგი კონსტანტინეპოლს გაემგზავრა, ასლი თან წაიღო. წმიდა პატრიარქი ხატს, ამ უდიდეს განძს, დიდი მოკრძალებით ინახავდა. მისი პატრიარქობის ჟამს ბიზანტიის მწვალებელმა იმპერატორმა ლეონ ისავრიელმა წმიდა ხატების დევნა და განადგურება დაიწყო, ხოლო პატრიარქი გერმანე, როგორც ხატთაყვანისცემის შეუდრეკელი დამცველი, კონსტანტინოპოლიდან გააძევა. ეკლესიიდან და საკუთარი სახლიდან უპატიოდ განდევნილმა პატრიარქმა ლიდის ღვთისმშობლის ხატის თან წაღება მაინც მოასწრო. დევნილობაში მყოფი პატრიარქი მეტად სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა. როდესაც წმიდანმა აღსასრულის მოახლოება იგრძნო, მისი ერთადერთი სურვილი მწვალებელთაგან ლიდის ღვთისმშობლის ხატის გადარჩენა იყო. ხატის სიღრმეში მან პატარა ნიში ამოკვეთა, სადაც რომის პაპ გრიგორისადმი მიმართული წერილი ჩადო. მხურვალე ლოცვის, ამბორყოფისა და მუხლმოყრის შემდეგ, აქვითინებულმა პატრიარქმა წმიდა ხატი ზღვაში ჩაუშვა და შესძახა: „წადი, ზეციურო დედოფალო და თავი გადაირჩინე არა ჰეროდესაგან ეგვიპტეში, არამედ მხეცის სახელის მქონე მტრისაგან – რომში, კეთილმსახურ ქრისტიანებთან, რათა იქ, ღვთაებრივ ყრმასთან ერთად, დაცული იქნე ხატმებრძოლთა ბინძური ხელყოფისაგან“.
წმიდა პაპ გრიგორს ძილში წინასწარვე ეუწყა უფლის მიერ ხატის მობრძანების შესახებ. იგი წმიდა მღვდელმთავრებთან ერთად მდინარე ტიბროსს ხატის შესახვედრად ნავით დაუყვა. მართლაც, უწყებისამებრ, ხატი ზღვით მდინარის შესართავში მობრძანდა. მრავალმა ადამიანმა საკუთარი თვალით იხილა, თუ როგორ მოემართებოდა წმიდა ხატი წყალზე. ტიბროსის შესართავთან პაპმა იგი თავისი ხელით ამოაბრძანა ზღვიდან და სასწაულმოქმედი უფალი ადიდა. აცრემლებულმა პაპმა ხატის ფიცარში ჩადებული წერილიდან პატრიარქ გერმანეს მოახლოებული აღსასრულის შესახებ შეიტყო და უზომოდ დამწუხრდა, რადგან სარწმუნოების ასეთი მნათობი განდევნილობაში კვდებოდა. პაპმა ღვთისმშობლის ხატით მთელი რომი შემოიარა და ის წმიდა პეტრეს სახელობის ტაძრის საკურთხეველში დააბრძანა.

скачать dle 11.3