კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ხდება ნივთებით ადამიანებზე შურისძიება და როგორ გავთავისუფლდეთ საშიში ემოციებისგან

სამწუხაროდ, ჩვენ ირგვლივ ბევრი ნეგატიური ენერგია დაგროვდა, იმატა ადამიანებში შურმა და ბოღმამ; უფრო დაუნდობლები და სასტიკები გავხდით და ამას ბოლო დროს მომრავლებული მკვლელობები, დაჭერები და სუიციდური მოვლენების სტატისტიკა მოწმობს. როცა სამაგიეროს უხდი გარშემო მყოფ კონკრეტულ ადამიანებს, ვერ აცნობიერებ, რომ უდიდეს ცოდვას იდებ. ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმარი, ქალბატონი ბელა, გვესაუბრება, თუ როგორ დავიცვათ თავი ბოროტებისა და ნეგატიური ენერგიების ზემოქმედებისგან; რა მოვიმოქმედოთ, რომ ისედაც დაძაბული და გაუსაძლისი ყოფა შევიმსუბუქოთ და ჩვენს ახლობლებსაც დავეხმაროთ.

 ბელა: ბოლო დროს სამყაროში საკმაოდ იმატა ცუდი ენერგიების შემოდინებამ; ასევე, ჩემთანაც ბევრი მოდის წინასწარ განზრახული ჯადოქრობის, უარყოფითი ენერგიით გაჟღენთილი ნივთების ზეგავლენის მსხვერპლი და, ვხედავ, რომ უამრავი ადამიანი ისეა გაბოროტებული, აღარაფერზე იხევს უკან. ამიტომ, თუ გეცოდინებათ, რა არ უნდა დატოვოთ უყურადღებოდ თქვენ ირგვლივ, საკმაოდ ადვილად შეძლებთ, პრობლემები და გაუგებრობები აიცილოთ თავიდან. კერძოდ, თუ სახლში რამე არაბუნებრივი შეამჩნიეთ, ან, ისეთი ნივთი ნახეთ, რომელიც ადრე არასდროს გქონიათ, სასწრაფოდ იმოქმედეთ, რადგან, ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო ნივთმა, შესაძლოა, დიდი უბედურება მოგიტანოთ. არ არის გამორიცხული, ის უარყოფითი ენერგიით იყოს დამუხტული და რომელიმე ბოროტმა ადამიანმა თქვენს საცხოვრებელში შემოიტანა. ასევე არ არის გამორიცხული, რომ თქვენი ცხოვრების თავდაყირა დაყენებაში სწორედ მსგავსი ნივთი იყოს დამნაშავე. ერთი მეგობარი მყავდა. საკმაოდ ნიჭიერი, ლამაზი, შეძლებული და წარმატებული იყო, ამავდროულად, კეთილიც. ცდილობდა, ყველასთვის ხელი გაემართა და, რას წარმოვიდგენდით, თუ მას ვინმე უბოროტებდა? როგორც ჩანს, მისიც შურდათ და ისეთი ბოროტება გააკეთეს, გოგო დაღუპეს. მის მეზობლად ერთი ქალი ცხოვრობდა, რომელიც მასთან ხშირად შედიოდა და, როგორც გაირკვა, სწორედ მისი ნამოქმედარი იყო ის, რასაც ახლა გეტყვით. ეს ჩემი მეგობარი დროთა განმავლობაში გახდა, ჩამოდნა, ვეღარც მუშაობა შეძლო და, ავადმყოფობის გამო, რაც ჰქონდა, ყველაფერი გაყიდა. ვერაფრით მიხვდნენ, რა მოუვიდა ასე სწრაფად, ექიმებმა დიაგნოზიც კი ვერ დაუსვეს. ერთ დღეს კი მან სახლში იპოვა ნაჭრისგან შეკერილი პატარა სათამაშო, რომელიც ადრე არასდროს ჰქონია. მასში ეგრეთ წოდებული „ბულავკები” და ნემსები იყო ჩარჭობილი, ნახშირით იყო მოსვრილი და საშინელი შესახედი გახლდათ. დამირეკა და მკითხა, რა ვქნაო. მივედი და ფაქტის წინაშე დავდექი – ეს იყო, წინასწარ განზრახული ბოროტება, გაკეთებული მის მიმართ! ეს ნივთი გაჟღენთილი იყო ნეგატიური ენერგიით.
– ანუ, მოჯადოებული?
– დიახ, მოჯადოებული და მხოლოდ მასზე მომართული. სასწრაფოდ წავიღე, ნავთი გადავასხი, დავწვი და ფერფლი გამდინარე წყალს გავატანე. მეორე დღიდან ჩემი მეგობარი წელში გასწორდა, მადაც მიეცა და გამოჯანმრთელებაც დაიწყო. მართალია, მისი ძალების ბოლომდე აღდგენას წლები დასჭირდა, მაგრამ დღეს ცოცხალია და მთავარი ესაა. ასე რომ, თუ სახლში ნახავთ ისეთ ნივთს, რომელიც თქვენ არ გეკუთვნით, სასწრაფოდ მოიშორეთ თავიდან. თუმცა, სანამ მოიშორებთ, ეს უცხო ნივთი აუცილებლად უნდა მოატაროთ ცეცხლის ალზე, შემდეგ დაწვათ და ფერფლი გამდინარე წყალს გაატანოთ. ამით მასზე დამუხტულ ნეგატიურ ენერგიას აიცილებთ თავიდან, რომელიც თქვენზე ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრზეა მიმართული.
– ამ ნეგატიური ენერგიებით სახლიც ბინძურდება თუ ის მხოლოდ კონკრეტულ ადამიანებზეა მიმართული?
–  ამ უხილავი ნეგატიური ენერგეტიკით, რასაკვირველია, სახლიც ზარალდება, ბინძურდება და იმუხტება საშინელი აურით. შემდეგ ასეთ სახლებში გამუდმებული აყალმაყალი, კონფლიქტები და გაუგებრობებია. არ არის გამორიცხული, მსგავს, უარყოფითი ენერგიით გაჯერებულ ბინაში, ყოველგვარი წინაპირობისა და მიზეზის გარეშე, ადამიანმა თვითმკვლელობით დაასრულოს სიცოცხლე. თუ სახლში არასასურველი აურა ტრიალებს, ეს გენეტიკაში გადადის და ამით მომავალი თაობაც ზარალდება. მოკლედ, უარყოფითი ენერგია, რომელიც სახლში იბუდებს, მოქმედებს იქ მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანზე და კიდევ უფრო ამძაფრებს სიტუაციებს, რაც გაუგებრობების, კონფლიქტებისა და თვითმკვლელობის  მიზეზიც ხდება. მსგავსი უსიამოვნებები ბევრ ოჯახშია და მათი თავიდან აცილება იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ვისწავლით საკუთარი ემოციებისა და განცდების მართვას და იმ რეაქციებსა და ენერგიებზე ზემოქმედებას, რომლებიც ჩვენკენ მოემართება მეორე ადამიანისგან.
– ეს სათქმელადაა ადვილი, მაგრამ, ამისგან თავის დაზღვევას ყველა ვერ შეძლებს.
– სულაც არა. მაგალითად, თუ სამსახურში ან საზოგადოების თავშეყრის ადგილას თქვენ მიმართ აგრესია წამოვიდა და იგრძენით, რომ ეს აგრესია შიგნიდან გაწვებათ, ანუ,  ქვეცნობიერად მომართული ხართ იმისთვის, რომ ვინმეს „დაეტაკოთ“ და ეს უარყოფითი ემოცია მისკენ მიმართოთ ხმამაღალი კამათით, ემოციითა და კონფლიქტით, მაგრამ ეს ვერ მოახერხეთ და  მთელი დღის განმავლობაში ამ ნეგატიური მუხტის „შენახვის” შემდეგ კი სახლში ბრუნდებით, სადაც ოჯახის წევრები გხვდებიან, თქვენდაუნებურად, მათზე ხარჯავთ ამ ენერგიას. ამიტომ, თუ ხვდებით, რომ ენერგეტიკულად გადაძაბული ხართ უარყოფითი ემოციით, სახლის ზღურბლის გადაკვეთამდე, კართან, მოკეცეთ მარჯვენა ფეხი და მარცხენა ფეხით სამჯერ ახტით, შემდეგ ხელები დაიქნიეთ, რომ ენერგია ქვევით გაუშვათ და სახლში ისე შედით. ამ დროს სხეული დუნდება, უარყოფითი ენერგიაც გშორდებათ და ის საშიში ემოციისა და კონფლიქტის გამომწვევიც ვეღარ არის. ზოგადად, ჩვენ თავადვე ვაპროგრამებთ საკუთარ თავს და მერე გვიკვირს, ეს რატომ დაგვემართა. უფრო სწორად, მთელი სიცოცხლის განმავლობაში ჩვენ ბევრ რამეს ვგეგმავთ და სწორედ ამით ვაპროგრამებთ საკუთარ თავს, ხან გააზრებულად, ხან გაუაზრებლად. დაპროგრამება კი, ხდება, მაგალითად, წარმატებაზე, წარუმატებლობაზე, უბედურ შემთხვევაზე, დიდ სიხარულსა თუ მწუხარებაზე, სიყვარულსა თუ სიძულვილზე. შთაგონებით, შესაძლოა, ადამიანმა საკუთარი სიკვდილიც კი გამოიწვიოს. მაგალითად, ხშირად ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა ადამიანს რაიმე კონკრეტულზე უთქვამს – ოღონდ ახლა ეს გავაკეთო და მერე თუ გინდა მოვკვდეო. გაითვალისწინეთ, ასე არასდროს არ უნდა თქვათ, რადგან, ბევრს ეს ნათქვამი თუ ნააზრევ-ნაფიქრალი რეალურ ცხოვრებაში ახდენია და მართლაც უმიზეზოდ გარდაცვლილა. ასე რომ, გაუაზრებელმა ფიქრმა, შესაძლოა, ადამიანის ბედი უკუღმართად შეცვალოს. სხვისი დაცინვა ან ბოროტად ნათქვამი სიტყვაც ბუმერანგივით გვიბრუნდება. ანუ, როდესაც ადამიანი გაუაზრებლად, თუნდაც ხუმრობით იტყვის სხვაზე რამეს, ის საკუთარ თავზე აუხდება. რასაკვირველია, შეიძლება, ეს ერთ საათში, ერთ დღეში და ერთ წელიწადში არ მოხდეს, მაგრამ, მომავალში აუცილებლად ახდება. ალბათ, ხშირად გსმენიათ: „რომ მოვკვდები, მერე დავისვენებ”; „ნეტავ, მე მიმაღწევინა მაგის წლოვანებამდე”, „ნეტავ, სამოცდაათ წელს მივაღწიო” და ასე შემდეგ. ასეთი გამონათქვამები ქვეცნობიერში არ იკარგება, ის იბეჭდება, სადაც საჭიროა და მერე მუშაობს. ამით ადამიანი იპროგრამებს თავს და შემდეგ ეს პროგრამა იწყებს ამოქმედებას ისე, როგორც ადამიანმა გაუცნობიერებლად იწინასწარმეტყველა. ცხოვრებაში საწადელის მიღწევა ადვილია, თუ გონივრულად იცხოვრებთ და გეცოდინებათ, რა დროს რა უნდა მოიმოქმედოთ, რა თქვათ და გაიაზროთ. ადამიანს მფარველი ანგელოზი ყოველთვის აძლევს შანსს, იყოს ბედნიერი, აიხდინოს ოცნებები, გახდეს სასურველი და წარმატებული.

скачать dle 11.3