კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

მარჯანიძე
მარჯანიძე ქართლში წარმოშობილი გვარია.
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი – მარჯანი.
„მარჯანიძეთა შეწირულება განუახლა სვეტიცხოველს სვიმონ მეფემ, დომენტის კათალიკოსობის დროს” (1556-1560 წლები).
საქართველოში 400 მარჯანიძე ცხოვრობს: თბილისში – 165, ქარელში – 138, კასპში – 61. არიან სხვაგანაც.
ბადალაშვილი
გვარის ფუძეა ბადალი, რომელიც არაბული სიტყვაა და ტოლფასს ნიშნავს. ასევე, ფეოდალურ საქართველოში, ბადალი სხვის ნაცვლად ბეგრის მომხდელს ნიშნავდა. კერძოდ, ძეგლის დადება მეფეთ-მეფე გიორგის მიერ, მეთოთხმეტე საუკუნეში, ითვალისწინებდა, შეუძლოდ მყოფი ხევისბერის მაგიერ, ლაშქარში ძმის ან სხვა ახლობლის წასვლას. ეს ინსტიტუტი ჩამოყალიბდა და განვითარდა მეთვრამეტე საუკუნეში, ცვალებადი შემადგენლობის მუდმივი ჯარისკაცის მორიგი ჯარის შემოღებასთან დაკავშირებით. 1774 წელს, მორიგი ლაშქრის განაჩენი ბადლობის ნებას აძლევდა სოფლის მღვდელს – „აღებ-მიცემის კაცს”; ასევე, გუთნისდედას, მეწისქვილესა და ზოგიერთ სხვა ხელობის მუშაკს.
გვარი ბადალაშვილი სოფელ კოდაში გაჩენილი გვარია. ამ სოფელში, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის გვერდით აშენდა სომხურ-გრიგორიანული ეკლესია. მისი წინამძღოლი იყო ტერტერა და სწორედ ამ წლებიდან  გაჩნდა  გვარი ბადალოვი, რომელიც ბადალაშვილიდანაა გაჩენილ-გადაკეთებული, გვხვდება 1886 წლიდან.
ბადალაშვილი ქართველებიდან გაჩენილი გვარია. სომხები და რუსები კი დაინტერესებულები იყვნენ ქართული გვარების გადაკეთებით, რაც 1863 წლიდან დაიწყო და ეს პროცესი 1919 წლამდე გაგრძელდა.
საქართველოში 514 ბადალაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 242, თეთრი წყაროში – 145, რუსთავში – 53. არიან სხვაგანაც.
ეძგვერაძე
ისტორიულ წყაროებში ამ გვარის შესახებ საკმაოდ მწირი ინფორმაცია მოიპოვება. ერთ-ერთ არქივში აღმოჩნელია საბუთი, სადაც წერია: „ეძგვერაძე – ნახახულევი, გუბი, ხონის რაიონი, აბანოეთი, ამბროლაურის რაიონი“.
ასევე, გვხვდება მეტსახელი – ეძგვერა.
საქართველოში 308 ეძგვერაძე ცხოვრობს: თბილისში – 91, ქუთაისში – 36, სამტრედიაში – 26. არიან სხვაგანაც.
მალაშხია
მალაშხიათა პირველ საცხოვრებლად სოფელი ნაკიდუა მიჩნეული, რომელიც წალენჯიხის რაიონში მდებარეობს. გვარი ორი ფორმით გვხვდება: მალაშხია და მოლაშხია. მა (მო) პრეფიქსია ქართულში და იგივეა, რაც მე. პრეფიქსები მა და მო მეგრულში გვარის სადაურობაზე მიგვანიშნებს: მა-ლაშხია, ანუ, „მე ლაშხელი (ლაშხი) ვარო“, – გვეუბნება გვარის ფორმა. ა-ს ხშირად ენაცვლება ო.
არსებობს გადმოცემა, რომლის მიხედვითაც, სამი ძმა მალაშხია წალენჯიხის რაიონში, ნაკიდუს უბანში დასახლებულა. წალენჯიხელ დადიანებს ეს ამბავი არ მოსწონებიათ და მათ შორის ბევრჯერ მომხდარა უსიამოვნება. უტუ მიქავას ჯარის დამარცხების შემდეგ, 1872 წელს, ლეწურწუმეს საზღვარზე, კაზაკთა ტყვიებით სამი ძმა მალაშხია დაცემულა.
საქართველოში 145 მალაშხია ცხოვრობს: თბილისში – 67, ზუგდიდში – 31, აბაშაში – 9. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით მოამზადა
ნონა დათეშიძემ

скачать dle 11.3