კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოიცილა მამაკაცმა თავიდან მეგობარი, რომლის ცოლზეც დაქორწინებას ცდილობდა

38 წლის ნუკრი კ-ძის გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე უბედური შემთხვევის მუხლით აღიძრა.  პოლიციას პირველი ჩვენება მისცა 40 წლის მამუკა მ-შვილმა, რომლის მიხედვითაც გამოცხადდა ნუკრი კ-ძე უბედური შემთხვევის მსხვერპლად. გამოძიებას ასევე, ჩვენება მისცა მათმა საერთო მეგობარმა ლაშა ლ-იამ, რომელიც საბედისწერო გასროლის დროს, შემთხვევის ადგილის სიახლოვეს იყო. თუმცა, მას დანაშაულის დეტალებზე ინფორმაცია არ ჰქონდა.
 გამოძიების მასალების მიხედვით,  მამუკა მ-შვილი და ნუკრი კ-ძე მეგობრები და თანასოფლელები იყვნენ. ნუკრი კ-ძეს ცოლად ჰყავდა მამუკა მ-შვილის ოჯახის ახლობელი ქალბატონი, რომელთანაც მას ერთი შვილი ჰყავდა, თუმცა ის ცოლთან რამდენიმე  თვის გაშორებული იყო. სამართალდამცველებისთვის ცნობილი გახდა, რომ მამაუკა მ-შვილი დაშორებული წყვილის შერიგებას ცდილობდა. ამას გარდა, მას ნუკრი კ-ძესთან ერთად ერთობლივი ბიზნესის წამოწყებაც ჰქონდა გადაწყვეტილი. საქმის მასალების მიხედვით, მამუკა მ-შვილი, ნუკრი კ-ძე და მათი მეგობარი ლაშა ლ-ია სანადიროდ იყვნენ, როცა ნუკრი კ-ძე სანადირო თოფიდან გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა. სამედიცინო ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვლილს ერთადერთი ჭრილობა გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. ლაშა ლ-იას ჩვენების მიხედვით, ის შემთხვევის ადგილიდან მოშორებით, მამუკა მ-შვილის კუთვნილ ავტომანქანასთან იყო. ამონაწერი ლაშა ლ-იას ჩვენებიდან: „მე და ნუკრის მონადირეობის გამოცდილება არ გვქონდა, მამუკა კი ხშირად დადიოდა თავის მეგობრებთან ერთად სანადიროდ. ჩვენ საერთოდ არ გვთავაზობდა მასთან ერთად წასვლას და ცოტა გამიკვირდა, როცა ნადირობა ჩვენთან ერთად დაგეგმა. იმ დღეს, როცა ეს უბედურება მოხდა, ჭალებში წავედით სანადიროდ. თოფი მხოლოდ მამუკას ჰქონდა. ჩვენ უფრო გასართობად გავყევით. ალბათ, ერთი საათიც არ იქნებოდა გასული, მამუკამ შემომთავაზა, მისი ავტომობილიდან ღვინის ბოცა ამომეღო და მდინარეში ჩამეციებინა. ალბათ, ათი-თხუთმეტი წუთის მოცილებული ვიყავი ჩემს მეგობრებს, რომ უცებ, გასროლის ხმა გავიგე. ყურადღება არ მიმიქცევია, თუმცა რამდენიმე წუთში გავიგონე, რომ მამუკა მეძახდა. ძალიან სასოწარკვეთილი ხმა ჰქონდა. გავიქეცი  მეგობრებისკენ. ალბათ, ორასი, სამასი მეტრი მაშორებდა, მაგრამ ჩემგან ისინი არ ჩანდნენ. როცა მათ მივუახლოვდი, ნუკრი მიწაზე იწვა, ხოლო თოფი, რომელიც მამუკას ეკუთვნოდა, იქვე, მიწაზე ეგდო. მამუკა ნუკრისკენ დახრილი იყო და მისთვის ხელოვნური სუნთქვის ჩატარებას ცდილობდა. ეს რა დაგვემართაო-მითხრა, როგორც კი დამინახა. ნუკრის მთელი სხეული სისხლიანი ჰქონდა. როცა მივუახლოვდი, უკვე უგონოდ იყო. თუმცა, თვალებს ახელდა და სიტყვების  წარმოთქმას ცდილობდა. მაშინ მამუკამ მითხრა, რომ ნუკრის თოფი გაუვარდა. დაჭრილი ნუკრი მანქანამდე ხელში აყვანილი მივიყვანეთ. საავადმყოფოში გადაყვანა გვინდოდა, თუმცა როცა საავადმყოფოში მივედით, უკვე გარდაცვლილი იყო.”
 გამოძიების მასალების მიხედვით, ნუკრი კ-ძემ მეგობარს სანადირო თოფი სთხოვა და შემთხვევით გაუვარდა.  ამის შესახებ გამოძიებისთვის მამუკა მ-შვილისგან გახდა ცნობილი. გამოძიების მიერ კვალიფიცირებული უბედური შემთხვევა მას შემდეგ გამოირიცხა, რაც ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით ცნობილი გახდა, რომ ერთი შეხედვით კარგ მეგობრებს – მამუკა მ-შვილსა და ნუკრი კ-ძეს  შორის დაპირისპირება არსებობდა. ამის შესახებ კი ცოტამ თუ იცოდა. გამოძიებას ეს ინფორმაცია გარდაცვლილი მამაკაცის ყოფილმა მეუღლემ მიაწოდა, რომელმაც განაცხადა, რომ მამუკა მ-შვილს ის უყვარდა და მალულად ცოლად გაყოლას სთხოვდა.   თამილა ქ-შვილის ჩვენებით, მამუკა სახალხოდ განქორწინებული წყვილის შერიგებას ცდილობდა, თუმცა პირადად რამდენჯერმე შესთავაზა ქალს ცოლობა, რადგან, მისი თქმით, ისე უყვარდა, მზად იყო, ოჯახი მიეტოვებინა. ამონაწერი თამილა ქ-შვილის ჩვენებიდან: „მამუკა ჩემ მიმართ გულგრილი არასდროს ყოფილა, ადრეც ბევრჯერ შემიმჩნევია, რომ ჩემთან ახლო ურთიერთობის დამყარებას ცდილობდა. ერთხელ გამომიტყდა კიდეც, ბავშვობიდან მიყვარდი და ნუკრისთვის არ უნდა დამეთმო შენი თავიო. როდესაც ნუკრის გავცილდი,  მამუკა უფრო გააქტიურდა, სულ უკან დამდევდა, შეხვედრას მთხოვდა. ამის შესახებ მხოლოდ ერთმა ჩემმა მეგობარმა იცოდა. ის ინახავდა მამუკას სასიყვარულო წერილებს. არ მინდოდა, ამ ამბის გახმაურება, ვიცოდი, რაღაც უბედურება მოხდებოდა.  ამ ინციდენტამდე ორი თვით ადრე, შემთხვევით შემხვდა და მანქანით გაყვანა შემომთავაზა. შემდეგ გზიდან გადაუხვია და ჩემთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა. თავი ძლივს დავაღწიე – მაშინ მითხრა, იცოდე, ნუკრის გზიდან ჩამოვიშორებ და ცოლად მოგიყვანო. სასტიკად გავლანძღე. ვუთხარი, ნუკრი ისე გენდობა, უყვარხარ და ამას როგორ უბედავ-მეთქი. ისიც ვიცოდი, რომ მამუკა ნუკრის ფულს სძალავდა, მაგრამ ვცდილობდი, მათ საქმეში არ ჩავრეულიყავი. იმ პერიოდში ნუკრისთან აღარ ვცხოვრობდი, მაგრამ შერიგება გადავწყვიტე. როგორც კი მამუკამ გაიგო, ქმარს ვურიგდებოდი, მისი მკვლელობა  დაგეგმა.“   გამოძიებისთვის ცნობილი გახდა კიდევ ერთი გარემოება. ნუკრი კ-ძის დის ჩვენების  მიხედვით, მამუკა მ-შვილმა მის ძმას რამდენჯერმე წინასწარ  გამოართვა თანხა საერთო ბიზნესისთვის – ფერმის გახსნას აპირებდნენ.
 გარდაცვლილის ახლობლების ჩვენების საფუძველზე, გაჩნდა ვერსია, რომ ნუკრი კ-ძე არა უბედური შემთხვევის, არამედ წინასწარ დაგეგმილი მკვლელობის მსხვერპლი გახდა.  სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ტყვიის ტრაექტორიის მიხედვით, შეუძლებელი იყო, თავად გარდაცვლილს ესროლა და თავისთვის აღნიშნული ჭრილობა მიეყენებინა. საეჭვო გარემოებებს შეიცავდა ლაშა ლ-იას ჩვენებაც, რომელმაც განაცხადა, რომ მამუკამ ის ავტომობილთან გაგზავნა. ამით ის მკვლელმა შემთხვევის ადგილს მოტყუებით გაარიდა. „ნუკრის საერთოდ არ უნდოდა ჩვენთან ერთად წამოსვლა. მამუკამ ატეხა. ვიცი, ერთი კვირა დასდევდა, რომ დაეთანხმებინა. ნუკრიმ უთხრა, აღარ ვსვამ, არც განწყობა მაქვს და თავი დამანებეო. ბოლო რამდენიმე თვე, ნუკრი ძალიან გაღიზიანებული იყო. იმის გამო, რომ ყოფილი ცოლი არ ურიგდებოდა. თუმცა, ამ შემთხვევამდე ერთი კვირით ადრე, შეიცვალა, მეც მითხრა და მამუკასაც, რომ თამილა შერიგებაზე დაითანხმა. თავიდან, როცა მინდორში მივედით და  გავჩერდით, მე თვითონ შევთავაზე მამუკას, რომ ბოცა მდინარეში ჩაგვედგა, მაგრამ მან იუარა, ჯერ ადგილი შევარჩიოთ და მერე მივხედოთ ამ საქმესო. მერე კი თვითონ გამგზავნა მანქანასთან, რითაც ვფიქრობ, იქაურობას გამარიდა.“
 საქმის მასალების მიხედვით, ნუკრი კ-ძე არა უბედურ შემთხვევას, არამედ მეგობრის იარაღიდან გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა.  გამოძიებამ ამოიღო მამუკა მ-შვილის მიერ  გარდაცვლილის მეუღლისთვის მიწერილი სასიყვარული  წერილები. გამოძიების მიერ ასევე დადგინდა, რომ მამუკა მ-შვილს ნუკრი კ-ძისთვის გამორთმეული ჰქონდა 5 000 ლარი. ეს დადასტურდა  გარდაცვლილის ბლოკნოტში გაკეთებული ჩანაწერით, რასაც მამუკა მ-შვილი თავიდან კატეგორიულად უარყოფდა.   დანაშაულში ეჭვმიტანილმა ჩადენილი დანაშაული უარყო, თუმცა ურთიერთგამომრიცხავი ფაქტები მის ჩვენებებში ბევრ საეჭვო გარემოებას ამხელდა. სასამართლომ მამუკა მ-შვილს, რომელიც გამოძიების ვერსიით,  მეგობრის მკვლელობის უბედურ შემთხვევად გასაღებას ცდილობდა,  ათი წლით პატიმრობა მიუსაჯა.

скачать dle 11.3