კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პარტნიორი და ოკუპანტი

ანუ სულშიჩამძრომები

 ისე მოხდა, რომ ამ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისა და ამ ჩვენი ოკუპანტი ქვეყნების პირველმა პირებმა ერთმანეთი ლამის სულში ჩაიძვრინეს, თუმცა, კიდევ კარგი, საერთაშორისო არენასა და ყველას თვალწინ; ერთმანეთსაც შეხვდნენ და ჭიქებიც მიუჭახუნეს (რომ გვცოდნოდა, „უსახელაურს“ ვუსახსოვრებდით, რომ რაღაც ფორმით მაინც ვყოფილიყავით ჩართულნი ამ სიამტკბილობაში).
მეტიც, აშშ-ის სახმდივანმა ჯონ ქერიმ „სი ენ ენს“ ისიც კი განუცხადა, რომ ვაშინგტონმა პოზიცია შეიცვალა. კერძოდ, თეთრი სახლი აღარ ითხოვს სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის დაუყონებლივ გადადგომას. უცნობია, რამ შეაცვლევინა პოზიცია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, რომელსაც ბაშარ ალ-ასადის სახელის გაგონებაც კი არ უნდოდა, მაგრამ, აბა, რას გაუგებ დიდი გეოპოლიტიკის არანაკლებ დიდ სიყვარულ-სიძულვილს?!
 ამის პარალელურად, „ნატოს“ გენმდივანმა, ბ-ნმა სტოლტენბერგმაც გვაუწყა თავისი შეშფოთება იმის გამო, რომ სტრატეგიული პარტნიორობა რუსეთსა და „ნატოს“  შორის, რასაც ცივი ომის დასრულების შემდეგ მიაღწიეს, მარილზეა გასული.
ჰოდა, რაკი შეშფოთებულია, იგი (ანუ „ნატოს“ გენმდივანი) დარწმუნებულია, რომ აუცილებელია ფართომასშტაბიანი დიალოგი რუსეთთან და, თუმცა წარმოდგენა არ აქვს, რა პოლიტიკური მიზნები აქვს რფ-ს სირიაში, იმედოვნებს, რომ, თუკი რფ შეუერთდება საერთაშორისო კოალიციას ისლამური სახალიფოს წანააღმდეგ, ეს დიდი თანამშრომლობის დასაწყისი იქნება (აი, მესმის სიყვარული!).
ერთი სიტყვით, ვითარება უჩვეულო კალაპოტში მოექცა (აშშ-ისა და რფ-ის პრ.-ების შეხვედრის შემდეგ უკრაინის აღმოსავლეთით სეპარატისტებმა საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ განაცხადეს, იმის პარალელურად, რომ რფ უკვე სირიაშია თავისი სამხედრო მანქანით და ირანსაც მოეხსნა ემბარგო), რაც, დიდი ალბათობით, გამორიცხავს მოვლენათა უნებლიე დამთხვევას, მაგრამ, რაკი ყველას თავისი პეიზაჟი აქვს, იბადება რიტორიკული კითხვა: თხასავით გაგვყიდეს თუ უფრო ძვირად?!

скачать dle 11.3