კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„აი, ია“

ანუ „წითელი კოჭები“

 რაკი ჯერ ჯადოქრები, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დემოკრატები არ ვართ, მხოლოდ ვსწავლობთ, დიდად ვერც დემოკრატიის პრინციპებში ვერკვევით, ვერც თავისუფალ სიტყვას გავუგეთ ანი და ჰოე, მაინცდამაინც ვერც საკუთარ უფლებებში გავსიგრძეგანდით და ვერც სხვისაშიც, რასაკვირველია.
ამიტომაც, დიდი სჯა-ბაასია, არის თუ არა განსხვავება თავისუფალ, პროპაგანდისტულ და პარტიულ ტელევიზიებს შორის. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, თითოეული მათგანის უფლებებია დასაცავი, თუკი დაირღვევა (ჯერჯერობით პროცესი კანონის ფარგლებშია), ოღონდ ისიცაა, რომ ამ საკითხის მეორე მხარე ღიაა (მე ვიქნები პარტიულ-პროპაგანდისტული, მაგრამ გავსაღდები თავისუფლადო) და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჟურნალისტს ყველაფრის უფლება აქვს (ზედაც, თუ „ნაციონალურად“ აზროვნებს), მედია-ბიზნესს კი, ჩვეულებრივი ბიზნესისგან განსხვავებით, კანონდარღევისაც.
მეორე მხრივ, სავსებით ბუნებრივია, რომ პარტიულ ტელევიზიებსაც ისეთივე არსებობის უფლება აქვს, როგორც ნებისმიერ სხვას, თუმცა, ისევე, როგორც სარეკლამო მასალებს აწერია ნიშანი R, მათ უნდა დაეწეროთ ნიშანი P. –
ხოლო, რაკი ჯერჯერობით ვერ გავრკვეულვართ, ბოლოს და ბოლოს, იჭმევა თუ ისმევა ეს თავისუფალი მედია, მაქვს ინიციატივა: იმ ტელეკომპანიებს, რომელთა ჟურნალისტების უმეტესობა მართებულად აუღლებს ზმნას სამივე სერიასა და თერთმეტივე მწკრივში, უშეცდომოდ გაარჩევს გარდამავალ ზმნებს გარდაუვალისგან და ორპირიან და სამპირიან ზმნებში ჰაესა და სანის გამოყენების წესის უზადო ცოდნას გამოამჟღავნებს, მიეცეს უფლება, დაარღვიოს თვით კანონიც!

скачать dle 11.3