კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აპრილი 2019 (101)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)
დეკემბერი 2018 (213)
ნოემბერი 2018 (226)

საქმეგამოჩენილი

შარავანდედიანი

 გასულ კვირას ერაყის პრემიერ-მინისტრ ჰაიდერ ალ-აბადის განუცხადებია, რომ მიესალმება ნებისმიერ დახმარებას ისლამური სახალიფოს წინააღმდეგ (იცით, რომ ეს ავად სახსენებელი ტერორისტული სახელმწიფო აკონტროლებს ერაყისა და სირიის ტერიტორიების ნაწილს). ხოლო CNN-მა ეს განცხადება ერაყის ხელისუფლების მიერ რფ-ის მიპატიჟებად შეაფასა საკუთარ ტერიტორიაზე.
თავის მხრივ, რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ, თუ ერაყი მიმართავს რფ-ს საავიაციო ოპერაციის ჩატარების თხოვნით ერაყის ტერიტორიაზე ისლამური სახალიფოს პოზიციების წინააღმდეგ, შეაფასებენ პოლიტიკურ და სამხედრო მიზანშეწონილობას და ამისდა მიხედვით იმოქმედებენ.
ზედაც, დასძინა, ან ერაყის მთავრობის მომართვა გვჭირდება, ან გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბიმისი რეზოლუციაო.
უფრო ადრე კი ბაშარ ასადმა მიმართა რფ-ს იმავე თხოვნით და ამჟამად სირიის ტერიტორიაზე რუსი სამხედროებიც იმყოფებიან და რუსეთის ავიაციასაც მიაქვს საჰაერო იერიშები სახალიფოს აწ უკვე სირიაში განლაგებულ პოზიციებზე.
გვერდზე რომ გადავდოთ საკითხის გეოპოლიტიკური კონტექსტი (რუსეთი ახალ ომში ჩაითრიეს მისი დასუსტების მიზნით თუ ეს გარიგების ნაწილია), ფაქტია, რომ საკუთარი მოსახლეობის თვალში პრ. პუტინს შარავანდედი კიდევ უფრო გაუბრწყინდა, რაკი ახლა უკვე ახლო აღმოსავლეთში აწესრიგებს კონფლიქტებს, რაც ჩვენც გვინთებს იმედის ნაპერწკალს: იქნებ და, აღარ დასჭირდეს ჩვენი მორიგი დანაყვა შელახულ თავმოყვარეობაზე სალბუნად დასადებად?!

скачать dle 11.3