კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2018 (107)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)

სად ტირის გია ჯაჯანიძე ბედნიერებისგან

„სიანგანი“ – ადგილი თქვენი ნეტარებისთვის!

 ძველ ჩინეთში პოლიტიკოსები და მოაზროვნეები აცხადებდნენ, რომ მართვა და სამზარეულო არის ჭეშმარიტება. ჩინური საკვების კულტურის ფართო ტენდენციური შესაძლებლობები ეს მხოლოდ ლაო ძის განმარტებებში არსებული თეორია როდია. ჩინური საჭმელი თქვენთვის, გარკვეულწილად, ნეტარებასთან, სწორ კვებასა და ბედნიერების შეგრძნებასთან ასოცირდება. სწორედ ამიტომაცაა, რომ მთელ მსოფლიოში ჩინურმა სამზარეულომ იმთავითვე შეიძინა განსაკუთრებული ხიბლი და დაიმსახურა მოწონება.
 ასეთივე  პოპულარული და სასიამოვნო ადგილია თბილისში  ჩინური რესტორანი „სიანგანი“, რომელიც უკვე ტრენდად იქცა. ვისაც არ გაგისინჯავთ, უნდა დააგემოვნოთ. გაგარინის მოედნის ხმაურიანი, ურბანული ადგილიდან მშვიდ, მყუდრო გარემოში კარის გაღებისთანავე ხვდები. ეს „სიანგანია“ და მხოლოდ ეკოლოგიურად კარგ საკვებს არ ნიშნავს.  ვინც ერთხელ მაინც ყოფილა „სიანგანში“, მან იცის, რომ სიმშვიდე, კარგი საკვები და სერვისი დახვდება.   როგორც იტყვიან, რესტორანი სახელწოდებას ამართლებს. „სიან განი“ ჩინურად „სურნელოვან პორტს“ ნიშნავს. გემების ნავსადგომი ჰონკონგში,  რომელსაც ჯერ კიდევ აბრეშუმის გზის საუკუნოვანი ისტორიიდან სუნელების საუცხოო სურნელით იცნობდნენ და დღემდე საოცარი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოში.
თუ ჩვენი არ გჯერათ, იმ ადამიანებს დაუჯერეთ, ვინც „სიანგანის“ ხშირი სტუმარია და ძალიან დაკავებული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, თბილისში ჩინური რესტორნისთვის დროს ყოველთვის გამონახავს.

 
მადონა ჯუღელი (ჟორდანიას კლინიკის ვაკის ფილიალის  დირექტორი სამედიცინო დარგში): სერვისი, მომზადების დონე და ძალიან მშვიდი გარემო – მისი მაღალი კლასია. მაგრამ, ჩემთვის ეს კიდევ არაა მთავარი კრიტერიუმი, რის გამოც ჩინური რესტორნის ხშირი სტუმარი ვარ. „სიანგანი“ ადგილია, სადაც ეკოლოგიურად სუფთა საკვებია. თანაც, როგორც პროფესიონალი ექიმი, მივიჩნევ, რომ სწორად ამზადებენ. კერძოდ, აქ ისეთი საკვებია, რომელიც  სრულფასოვანი ცილოვანნახშირწყლოვანი შემადგენლობისაა და სადაც მოიაზრება არა მარტივი ნახშირწყლების მიღება.  ნუტრიციოლოგიური თვალსაზრისით, ეს კარგი საკვებია. ამიტომ, „სიანგანში“  ხშირად დავდივარ. ასევე, განსაკუთრებულ სიმყუდროვესა და სასიამოვნო გარემოს ქმნის თავად  რესტორნის დიასახლისი – ქალბატონი ირინე მჭედლიძე. ამიტომაც მუდმივად მიხარია „სიანგანში“ მისვლა.                                                                                              
მაკო ბიჭიაშვილი („რობერტო ბრავოს” დამფუძნებელი): „გუმბაო” ჩემი საყვარელი კერძია, მიწის თხილით კეთდება. ასევე, მიყვარს „იხვი პეკინურად“. თუმცა, ჩემთვის რესტორანი „სიანგანი“ მხოლოდ გემრიელი ჩინური სამზარეულო არ გახლავთ, აქ მე ვისვენებ მეგობრებთან ერთად.  სიტუაცია, ინტერიერი  ქმნის მყუდრო გარემოს და სიმშვიდეს. საკვები და სერვისი არაჩვეულებრივია. ეს არის ადგილი, სადაც უნდა მიხვიდე მეგობრებთან ერთად, მიირთვა კარგი საკვები და განიტვირთო.
გია ჯაჯანიძე (ტელეწამყვანი): ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ვისვენებ. ზოგადად, ვეგეტარიანელი ვარ, თუმცა  „სიანგანი“ და მისი ჩინური სამზარეულო ამ კრიტერიუმით არ ამირჩევია. თევზეული, ბოსტნეული და ჩინური კერძები ისეთია, თავს დამავიწყებს (იცინის). აქ მივდივარ და დიდებული მზარეულები ჩემს საყვარელ კერძს მიმზადებენ. გარედანაც რომ შეხედავ, დაკვირვებული თვალი მაშინვე შეამჩნევს, რომ რესტორანში განსაკუთრებული წესრიგი და სერვისია, რაც ძალიან მომწონს. როდესაც „სიანგანზე“ ვსაუბრობ, ვგრძნობ სიმშვიდეს. ხშირად თავად ჩემთვის საყვარელ ადგილებს მეტაფორულად ვამკობ ხოლმე გამონათქვამებით – „სიანგანი“ ჩემთვის ის ადგილია, სადაც ვჭამ გემრიელ საჭმელს  და ბედნიერებისგან ვტირი.
P.S. თავად მეც გახლდით „სიანგანის“ სტუმარი და ტელეწამყვანის სიტყვები უფრო დამაჯერებელი გახდა ჩემთვის. ეწვიეთ თქვენც და ნახავთ, რომ ეს მხოლოდ ინტრიგა არ არის. ეს ადგილია, სადაც  იგრძნობთ და განიცდით, რას ნიშნავს ჩინური სამზარეულო!  თუ ვერ ახერხებთ რესტორანში  მისვლას, ჩინური რესტორნის მომსახურება ადგილზე მიტანის სერვისსაც მოიცავს.
მისამართი: თბილისი,
გამსახურდიას ¹41. ტელ: 2379688 
Facebook. com/restaurantSiangGan         

скачать dle 11.3