კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გახდა მზია ორველაშვილის ოჯახის დანგრევის მიზეზი და რისი გამხელის რცხვენოდა მას

მოცეკვავე მზია ორველაშვილი საზოგადოებამ პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებიდან“ გაიცნო და შეიყვარა. მზიასთვის პროექტი განსაკუთრებული აღმოჩნდა, რადგან მაყურებლის სიყვარულისა და პოპულარობის გარდა, მეორე ნახევარიც აპოვნინა, ქორეოგრაფ საშა ოხრიმენკოს სახით. თუმცა, სამწუხაროდ, მათი ურთიერთობა რამდენიმე თვის წინ დასრულდა, რაც, მზიას თქმით, მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, სხვების გამიზნული ჩარევით მოხდა. ამ პერიოდის გამოვლა რთულად, მაგრამ მაინც შეძლო, დეპრესია დაამარცხა, ახალი მეწყვილე იპოვა და ახლა მასთან ერთად მთელი შემართებით იბრძვის მსოფლიოს 50 საუკეთესო წყვილს შორის მოსახვედრად.

 მზია ორველაშვილი: უკვე ახალი მეწყვილე მყავს. ორი კვირა იყო გასული, მსოფლიო ღია ჩემპიონატზე რომ გავედით ერთად და მეცხრე ადგილი ავიღეთ, რაც პირველი კონკურსისთვის ძალიან კარგი შედეგია. მიხარია, რომ ასეთი მეწყვილე შემხვდა. წინა ოთხთან შედარებით, მას ყველაზე კარგად გავუგე. ედგარასი შრომისმოყვარეა და ჩვენი კარიერა კარგად მიიწევს წინ. შემდეგი ტურნირი სექტემბრის ბოლოს გვაქვს პოლონეთში. ახალ წლამდე კი გვინდა, მსოფლიოს 50 საუკეთესო წყვილში შევიდეთ და ამიტომ, მთელი დატვირთვით ვემზადებით.
– მეწყვილეები პირად ცხოვრებას ხშირად უკავშირებენ ხოლმე ერთმანეთს. თქვენზე არ გსმენიათ მსგავსი რამ?
– არის ეგეთი ჭორები, მაგრამ ჩვენ რეალურად, კარგი მეგობრები ვართ (იცინის). სიყვარულს ეჭვიანობა და მთელი ამბები მოჰყვება, რაც, ჩემი აზრით, ცეკვას ხელს უშლის. თუმცა, მე, საერთოდ, კატეგორიულობა არ მიყვარს და წინასწარ ვერ ვიტყვი, როგორი ურთიერთობა მექნება მასთან. არავინ იცის, მომავალში რა მოხდება. თუმცა ფაქტია, რომ ჩვენ ახლა, როგორც და-ძმა, ისე ვართ, მაგრამ ჭორებს რა უშველის (იცინის).  
– პირადი ურთიერთობა ხელისშემშლელიაო, თქვი, თუმცა ყოფილი მეუღლე და შენ ერთად ცეკვავდით.
– ჩემი და საშას ურთიერთობა პროექტში დაიწო. მაშინ ერთად არ ვცეკვავდით. ის ჩემი ქორეოგრაფი იყო. შემდეგ ჩვენი ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა და ოჯახიც შევქმენით. ერთად ცეკვა მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვიტეთ. ეს ცეკვისთვის, გარკვეულწილად, ხელისშემშლელი იყო. მაგალითად, თუ ცეკვისას რამე შემეშლებოდა და ის შემომიბღვერდა, მე მწყინდა (იცინის). თუმცა, ბევრი წყვილი ახერხებს და ამ ყველაფერს პირად ურთიერთობაში არ რევს.
– დაშორების ერთ-ერთი მიზეზი ესეც ხომ არ გახდა?
– დაშორების მიზეზი სხვა იყო, თუმცა რა, დღემდე წესიერად მეც ვერ გამიგია. ერთად ოთხ-წელიწადნახევარი ვიყავით და ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. არავის ეგონა, რომ ჩვენ დავშორდებოდით. თუ ცეკვასთან დაკავშირებულ კამათს არ ჩავთვლით, არც კი გვიჩხუბია. უბრალოდ, ჩვენი დაქორწინება ძალიან ბევრს არ გაუხარდა. იყო ბევრი ჭორი და ენის მიტან-მოტანა. რეალურად, ორი გოგო შეიკრა და ყველაფერს აკეთებდნენ ჩვენს დასაშორებლად, თუმცა რატომ? – არ ვიცი. მათგან ერთს მე მეგობრად მივიჩნევდი. მეორე მისი მეგობარი იყო. მიზეზი, ალბათ, ჰქონდათ. საშა ბევრს მოსწონდა და მასთან ურთიერთობა ბევრს უნდოდა. ერთმა ჟურნალისტმა მითხრა: თქვენ რომ დაქორწინდით, ამბობდნენ: ნახე, ამას როგორ გაუმართლა, რა ბიჭი ჩაიგდო ხელშიო. ბევრ ისეთ ადამიანს უთქვამს ეს, რომელიც ჩემთან კარგად იყო. არა უშავს, ღმერთი ყველას გასცემს პასუხს. საბოლოოდ, საშამ არჩია, რომ ცალ-ცალკე ვყოფილიყავით და მომავალს დრო გვიჩვენებდა.
– ამ დროის განმავლობაში შეიცვალა რამე?
– მე არასდროს არაფერს გამოვრიცხავ. არ ვამბობ, ეს არასდროს მოხდება-მეთქი. ვინ იცის, ღმერთი ვის რას უმზადებს? თუმცა, რომ გითხრა, ჩემი ან მისი მხრიდან შერიგებაზეა საუბარი-მეთქი – არა. იმიტომ რომ, ზოგი ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ მე აქ ვარ და ის თავის ქვეყანაშია, დღემდე აგრძელებს მისთვის რაღაცეების ჩაწვეთებას. მაშინ, როცა მე 24 საათი ან სახლში ვზივარ, ან ვცეკვავ. მათი ჩარევით ჩვენი დაშორება ძალიან სწრაფად მოხდა, იმდენად სწრაფად, რომ დღემდე ვერ გავრკვეულვარ. ეს ჩემთვის ძალიან დიდი დარტყმა იყო, თუმცა, ახლა უკვე ვცდილობ, ამაზე ნაკლები ვიფიქრო და ვილაპარაკო. ძალიან დიდი დეპრესიის გადატანა მომიხდა და სიმართლე გითხრა, დღემდე მრცხვენია იმის თქმა, რომ ოჯახი მეორედ დამენგრა. საქართველოში ვცხოვრობთ და მეც ძალიან ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე. თითქოს ამას ყურადღებას აღარავინ აქცევს – ბევრს უთქვამს, რა მნიშვნელობა აქვს, რამდენჯერ გათხოვდებიო, მაგრამ მეორე ქმართან დაშორება ჩემთვის მართლა დიდი დარტყმა იყო. თან, „ცეკვავენ ვარსკვლავებში” მონაწილეობის შემდეგ, ხალხმა ასე თუ ისე გამიცნო და ინტერესდებოდნენ, რა ხდებოდა. თავიდან, როცა უკვე დამთავრებული იყო ჩვენი ურთიერთობა და ამის შესახებ მეკითხებოდნენ, მე მაინც ვპასუხობდი, რომ ყველაფერი კარგად არის-მეთქი, იმიტომ რომ, სიმართლის თქმის მრცხვენოდა.
– ამ ყველაფრის შემდეგ, ალბათ, პირადი ურთიერთობების მიმართ ძალიან ფრთხილი გახდი.
– იმდენად ჩართული ვარ საქმეში და ისე გულნატკენი წინა ურთიერთობისგან, რომ პირად ცხოვრებაზე საერთოდ არ ვფიქრობ. მხოლოდ ის მინდა, კარიერაში წინ წავიდე და ჩემს შვილს არაფერი მოვაკლო. თუ ბედია, გამოჩნდება თუ არადა, მე და ჩემი შვილი მარტო ვიქნებით (იცინის). 25 წლის ვარ და ცხოვრება წინაა. დღესაც არიან ჩემთან შეხვედრის მსურველები, მაგრამ მე ამისთვის მზად არ ვარ. ამიტომ, არავის არაფერი გამოუვა (იცინის). ზოგადად, ძალიან თავისუფალი ადამიანი ვარ და ამიტომ, ბევრს ჰგონია, რომ შეუძლია, ჩემთან ურთიერთობა ადვილად ააწყოს, მაგრამ მერე ხვდებიან, რომ ასე არ არის.
– საშასთან ურთიერთობის გარკვევა არ გიცდია?
– კი. პირველი პერიოდი, როცა მითხრა, ჭორებმა ცუდად გამხადა და ჩვენი ურთიერთობა უნდა შევაჩეროთო, მე ერთი თვით უკრაინაში გავყევი. იქნებ, ურთიერთობა დავალაგოთ-მეთქი. მას ჩემი სჯეროდა და იცოდა, რომ მასზე ცუდს არ ვილაპარაკებდი, როგორც ამას ეუბნებოდნენ. მაგრამ, იმ დონეზე ააცრუებინეს გული, რომ ბოლოს, აღარც ცოლ-ქმარი ვიყავით და აღარც მეგობრები. იქაც გვირეკავდნენ და ჭორებს გვიყვებოდნენ. ვეუბნებოდი: ადამიანებო, ამწუთას ერთად ვართ და ვხედავ, რაც ხდება-მეთქი. საშამ ეს ყველაფერი იცოდა, პატარა არაა, რომ ვერ მიმხვდარიყო, რაც ხდებოდა, 29 წლისაა. იცის, რომ ბევრია მტერი, რომელსაც ყურადღება არ უნდა მიაქციოს და თუ ჩემთან ურთიერთობის გაგრძელება უნდოდა, ამისთვის ყველაფერს გააკეთებდა. მე მართლა ყველაფერს ვაკეთებდი,  მთელი გული და სული მას მივეცი და თუ არ უნდოდა, არ დამშორდებოდა.
– ახლა ურთიერთობა საერთოდ აღარ გაქვთ?
– ახლა, თუ მნიშვნელოვანი დღეა, ერთმანეთს ვულოცავთ ან უბრალოდ, მოვიკითხავთ.
– რა დაგეხმარა რთული პერიოდის გადატანაში?
– ჩემი შვილი, რომლის დანახვაზეც სხვა ყველაფერი მავიწყდება, დედაჩემი და ცეკვა. რომ არა ეს და კიდევ ჩემი მეგობრები, რომლებიც ყოველთვის გვერდში მიდგანან და მეუბნებიან, რომ არ ღირს ამის გამო სულ დეპრესიაში იყო, ცრემლები ღვარო და სახლიდან არ გახვიდეო, არ ვიცი, ამ პერიოდს როგორ გადავიტანდი.  
– შვილის შესახებ ცოტა მეტი გვიამბე.
– ჩემი შვილი რვა წლისაა, ლევანი ჰქვია. ჯერ ერთი წელი არცაა, ცეკვა დაიწყო და უკვე საქართველოს და კავკასიის ჩემპიონია. ამ სფეროში ბევრის მიღწევა შეუძლია და მინდა, ყველანაირად შევუწყო ხელი. თუმცა, ცოტა ზარმაცია და სულ ამის გამო ვჩხუბობთ. მაგრამ, მაინც ყველაფერი ძალიან კარგად გამოსდის. ამბობენ, „კვიცი გვარზე ხტისო“. ჩემი მშობლებიც მოცეკვავეები არიან, ძმებიც, მეც და ისიც ჩვენს გზას აგრძელებს. თან, სკოლაშიც კარგად სწავლობს და ძალიან მინდა, ასე განაგრძოს (იცინის).

скачать dle 11.3