კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გვიტევს ვირუსული ინფექციები შემოდგომით და რა ნორმები უნდა დავიცვათ სახლში და გარეთ, ვირუსების თავიდან ასაცილებლად

შემოდგომა ვირუსული ინფექციების გააქტიურების პერიოდია. როგორ დავიცვათ თავი ვირუსებისგან, როგორ მოვამზადოთ ზამთრისთვის ბავშვები? – ამ შეკითხვებით ირაკლი ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის  ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური სამსახურისა და კლინიკა „კურაციოს” პედიატრიული სამსახურის უფროსს, ექიმ-პედიატრ თემურ მიქელაძეს  მივმართეთ. 

 თემურ მიქელაძე: შემოდგომა ვირუსების გააქტიურების პერიოდია,  ეს დაკავშირებულია, როგორც  ტემპერატურულ ცვლილებებთან, ასევე სოციუმის გააქტიურებასთან.  შემოდგომაზე პრაქტიკულად იწყება ახალი წელი.  ამ პერიოდში კონტაქტები  უფრო აქტიურდება, ადამიანები დასვენების შემდეგ გადიან სამსახურებში, იწყება  ახალი სასწავლო წელი, შესაბამისად, იზრდება კონტაქტები სამსახურებში, სკოლებში, საბავშვო ბაღებში. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ  საბავშვო ბაღის ჯგუფებში ბავშვთა რაოდენობა საკმაოდ დიდია (ჯგუფში 30-ზე მეტი), ეს ხელსაყრელ პირობებს ქმნის რესპირაციული ვირუსის გავრცელებისთვის. მოგეხსენებათ, ნებისმიერ ვირუსულ ინფექციას  გააჩნია თავისი სეზონურობა. ძირითადი ვირუსები, რაც შემოდგომაზე აქტიურდება არის რესპირაციული პათოგენები – სექტემბრის დასაწყისიდან ხშირია რინოვირუსები, ძირითადი გამომწვევი ეგრეთ წოდებული სურდოსი, რომელიც შეიძლება, მიმდინარეობდეს როგორც უსიმპტომოდ, ასევე მისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით. ეს არის: ცემინება, ცხვირის გაჭედვა, ერთეული ხველა. ზოგიერთ მძიმე შემთხვევებში კი, რინოვირუსი შეიძლება, გახდეს ფილტვის სხვადასხვა დაავადების, მათ შორის, ბრონქული ასთმის გამწვავების მიზეზი. შემოდგომაზე ასევე, მაღალია ადენოვირუსული ინფექციების გავრცელების რისკი, რომელიც მწვავე ინფექციებს მიეკუთვნება. მისთვის დამახასიათებელია სასუნთქი გზების, თვალების, ნაწლავების ლორწოვანი გარსის და ასევე, ლიმფოიდური ქსოვილების დაზიანება. ახასიათებს ასევე, ტემპერატურა, კონიუნქტივიტი. ეს ვირუსი იწყება ყელის ტკივილით, 2-3-დღიანი მაღალი ტემპერატურით. ოქტომბრის პერიოდიდან იწყება პარაგრიპის ვირუსები. მისთვის დამახასიათებელია კრუპით მიმდინარე დაავადება, რომელიც უფრო ხშირად ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება. ამ ვირუსისთვის დამახასიათებელია  ჩახლეჩილი ხმით ხველა, განსაკუთრებით ღამით, 12-დან  5 საათამდე პერიოდში, ტემპერატურა.  თუ ბინაზე ვერ ვახერხებთ პირველად დახმარებას, აუცილებელია ბავშვის ჰოსპიტალიზაცია. შემოდგომაზე ვირუსებს შორის ყველაზე მეტი აქტიურობით ხასიათდება გრიპის ვირუსი, რომელსაც   აქვს თავისი ანტიგენური სტრუქტურის საკმაოდ  ხშირი ცვლა. ის ხშირად  სახეცვლილდება  ცხოველისა და ფრინველის ეგრეთ წოდებული, ღორის  ან ქათმის  გრიპის ვირუსით, რისიც ყველაზე მეტად ეშინია მოსახლეობას. წელს,  მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წინასწარი მონაცემებით, ასეთი ტიპის გრიპს, პრაქტიკულად, არ ველოდებით, ჩვენ მათგან ვიღებთ ინფორმაციას, თუ   რა  ტიპის ვირუსი შეიძლება, გვქონდეს იმ სეზონზე.
– ვინ  მიეკუთვნება  ვირუსებით დაინფიცირების მაღალ  რისკ-ჯგუფებს?
–  ადრეული ასაკის, 2 წლამდე და ასევე   ხუთ წლამდე ასაკის ბავშვები, ხანდაზმულები – 65 წლის ზემოთ,  კომპაქტურად ჩასახლებული პირები,  ბავშვთა და ხანდაზმულთა თავშესაფარში მცხოვრებნი,  ასევე, გულსისხლძარღვთა და  სხვა ორგანოების ქრონიკული პათოლოგიების მქონე პირები. ეს არის მაღალი  რისკ-ჯგუფები, მათთვის აუცილებელია სწორი  და დროული დიაგნოსტიკა. საჭიროების შემთხვევაში კი, ჰოსპიტალიზაცია, რათა თავიდან ავიცილოთ სავალალო შედეგები. უპირველესად, სწორედ ამ ჯგუფების წარმომადგენლებს უკეთდებათ გრიპის ვაქცინები. ვირუსის გავრცელების რისკი მაღალია, ბუნებრივია, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში.  ჩაკეტილი სივრცე, სკოლა, საბავშვო ბაღი ხელს უწყობს ვირუსული ინფექციების გავრცელებას.  
– როგორ გავიძლიეროთ იმუნური სისტემა შემოდგომით? როგორ მოვემზადოთ ზამთრისთვის, რათა თავიდან ავიცილოთ ვირუსის შეყრის საფრთხე?
–  შემოდგომით იმუნური სისტემა სუსტი არ არის, პირიქით,  ზაფხულის დასვენების შემდეგ, რასაც შემოდგომაზე დიდი რაოდენობით ხილის მიღებაც ემატება, იმუნური სისტემა  მეტად ძლიერია.  ვირუსული ინფექციით  სამ წლამდე ასაკის ჯანსაღი ბავშვი  წელიწადში ავად უნდა  გახდეს 6-7-ჯერ, ზოგჯერ შესაძლოა, ათჯერაც, ეს დასაშვებია, თუ არ არის, ვირუსული ინფექციის გარდა, სხვა დაავადება. ეს არის დასაშვები ნორმა. ექვსი წლის შემდეგ ბავშვი  ავად შესაძლოა, გახდეს წელიწადში 3-4-ჯერ, სხვადასხვა ვირუსული ინფექციით. მოზრდილ ასაკში, 14 წლის შემდეგ, დასაშვებია 2-3 ავადობა.
– ზრდასრულ ასაკში ვირუსული ინფექციით დაავადების ნორმა არსებობს?
– დიახ, ეს არის წელიწადში 2-3 შემთხვევა.  ვირუსების თავიდან არიდების ორი გზა არსებობს –  პრევენცია და მკურნალობა. თუ ვისაუბრებთ პრევენციაზე, ეს უპირველესად, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაა, რომელიც  ყოველწლიურად, ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში  უკეთდებათ მაღალი რისკ-ჯგუფის პაციენტებს. საქართველოს კლიმატიდან გამომდინარე, ეს ვაქცინა შესაძლოა, დეკემბერშიც გაკეთდეს. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გრიპის ვაქცინა კეთდება იმუნიზაციის კალენდრის მიხედვით, რაც მოსალოდნელია, რომ ჩვენთანაც მოხდეს. რაც შეეხება სხვა სეზონურ ინფექციებს,   მათი საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს, რადგან ისინი მაღალი ლეტალობით არ ხასიათდება. ამ ვირუსების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ზოგადი ჰიგიენური ნორმების დაცვა – ხელების ხშირი დაბანა,  ერთჯერადი ხელსახოცების გამოყენება. სკოლებსა და ბაღებში  ჰიგიენური ნორმების დაცვა  უნდა მოხდეს ანტისეპტიკური ხსნარებით, დღეში  რამდენჯერმე. ბავშვებმა უნდა მიიღონ დიდი რაოდენობით ხილი, რომელიც ბუნებრივად შეიცავს  C და B ჯგუფის ვიტამინებს. უნდა მივირთვათ დიდი რაოდენობით თევზი, ხორცის პროდუქტები და ასევე, რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის მიღება. ეს რეკომენდაციები  ვრცელდება როგორც ბავშვებზე, ასევე, მოზრდილ ადამიანებზე. სწორი, ჯანსაღი, სრულფასოვანი კვებით, ჩვენ შეგვიძლია, გავაუმჯობესოთ ორგანიზმის  იმუნობიოლოგიური ჯანმრთელობა, რათა თავიდან ავიცილოთ ვირუსული ინფექციების საფრთხე.

скачать dle 11.3