კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთან აქვს კომფორტული და სასიყვარულო ურთიერთობა კესარია აბრამიძეს და რის ნიშნად მიიღო მან რამდენიმეათასიანი ბეჭედი

კესარია აბრამიძე ერთ-ერთია იმათგან, ვისი ფოტოებიც და სტატუსებიც მთელი ზაფხულის განმავლობაში, სხვადასხვა ინტერნეტ-პორტალებისთვის განსაკუთრებულად აქტუალური იყო. როგორც თავად კესარია ამბობს, მის ცხოვრებაში ყველაფერი საინტერესოდ და კარგად მიდის და რაც მთავარია, ის წლების წინანდელი კესარიასგან რადიკალურად განსხვავდება.

 კესარია აბრამიძე: მთელი სამი თვის განმავლობაში, დილით რომ ვიღვიძებდი, შევდიოდი სოციალურ ქსელში და ჩემ შესახებ ვიგებდი სიახლეებს: გათხოვდა, გამოთხოვდა, დაინიშნა, კესარია შიშველი, კესარია ავარიაში მოყვა, მძიმე მდგომარეობაშია, დაიღუპა... მე ამ ყველაფერზე ვხალისობდი, რადგან, როგორც ხედავთ, ჯანმრთელი და ცოცხალი ვარ. ყველაზე გამაღიზიანებელი სიკვდილის შესახებ ჭორები იყო, რადგან 12-ჯერ მაინც მომკლეს ამ წელს. ვინც იგონებს, იმას ისე ვწყევლი, არ მგონია, გადარჩეს. ერთ დღესაც წყობიდან გამოვალ და საჩივარს დავუწერ. უბრალოდ, ამისთვის ვერ ვიცლი, თან, უცებ გადამივლის ხოლმე.
– შენი გათხოვების თემაც ძალიან აქტუალური იყო. ეს ყველაფერი იმ ბეჭედმა განაპირობა, რომელიც დადე.
– ეს იყო ძვირად ღირებული ბეჭედი, რომელიც ჩემმა მეგობარმა ბიჭმა მაჩუქა. მეც სამადლობელი ტექსტით დავდე „ფეისბუქზე“ და ამას მოჰყვა ერთი ამბავი. დაბადების დღეს მეგობრებთან ერთად შევხვდი, მეორე დღეს კი გამიტაცა იახტაზე და იქ მაჩუქა ბეჭედი. ბრილიანტისთვლიანი ბეჭედია, საკმაოდ ძვირად ღირებული, რამდენიმეათასიანი. ეს არ იყო ნიშნობის ბეჭედი, ეს იყო ჩვენი სიყვარულისა და კარგი ურთიერთობის აღმნიშვნელი. ჭორების აღმოსაფხვრელად ვიტყვი, რომ ჯერჯერობით, არ ვაპირებ გათხოვებას. ეს თემა არ მაქვს ამ ადამიანთან ურთიერთობაში. ჩვენ, უბრალოდ, გვიყვარს ერთმანეთი – ერთად სადილობა, ვახშამი, გასეირნება, ოღონდ, არა საზოგადოების თავშეყრის ადგილებში. ძირითადად, მივდივართ მის აგარაკზე, ერთად ვამზადებთ ვახშამს, ვართ ჩვეულებრივი გერლფრენდი და ბოიფრენდი. ჩვენ შესახებ სულ რამდენიმე ადამიანმა იცის, რადგან ყოველდღიური და სისტემატური ურთიერთობა არ გვაქვს. დაკავებულია და თან, მეც მომწონს ასე. თავისუფლებისმოყვარე ადამიანი ვარ, შესაბამისად, ასე არ ვიზღუდები და თან, კომფორტულად ვგრძნობ თავს.
– რატომ არ ახდენთ ურთიერთობის აფიშირებას?
– მე მქონდა ურთიერთობა ჩემს ყოფილ ქმართან. რომ გამოვაჭენე სახალხოდ, არ ვიცი, თვალი გვეცა თუ რა მოხდა, დაგვემსხვრა ურთიერთობა. ამიტომ ვფიქრობ: „სიყვარულსა მალვა უნდა“. ჩუმად, ჩემთვის ძალიან კარგად ვარ და რატომ უნდა გამოვფინო ჩემი ურთიერთობა. ერთი კარგი წყვილი ვართ, რომელიც კარგად გრძნობს ერთად თავს. საჩუქრები ისედაც ხშირად მოაქვს. მანებივრებს და მეც მიყვარს ასეთი რაღაცეების გაკეთება. თუ ოფიციალურად გადავწყვეტ გათხოვებას, მაშინ აუცილებლად გავაკეთებ ამის აფიშირებას. ამას ნამდვილად არ დავმალავ.
– დიდი ხანია, რაც თქვენი ურთიერთობა დაიწყო?
– წელიწად-ნახევარია უკვე. შიგადაშიგ გვაქვს კონფლიქტები, დავშორებულვართ კიდეც, მაგრამ მაინც ერთად ვართ. თავიდანვე ურთიერთობა ყოველგვარი ვალდებულებების, შეზღუდვების გარეშე დავიწყეთ: იქ არ წახვიდე, აქ არ წამოხვიდე... ზედმეტი კონტროლის გარეშე. არ მინდოდა ყოველდღიური, სერიოზული ურთიერთობა. მან ყველაფერზე თავი დამიხარა და ისე შემითანხმა, რომ ახლა ერთად და კომფორტულად ვართ. ახლა რომ დავურეკო და ვუთხრა: ეგვიპტეში მივდივარ-მეთქი, არაფერს იტყვის, გამიშვებს. იცის ჩემი ხასიათი. ასეთ რაღაცეებში თუ შემზღუდა, ერთი დღე არ ვინერვიულებ, ისე დავაქცევ ურთიერთობას. ზოგადად, ძალიან ვარ შეცვლილი.
– რას გულისხმობ?
– აბსოლუტურად შევიცვალე. ეს ცვლილება მოხდა წელიწად-ნახევრის განმავლობაში. აღმოვაჩინე, რომ სულ სხვა კესარია ვარ და სულ სხვა კესარია იყო წინა წლებში. ძალიან შემეცვალა ხასიათი, ცხოვრების წესი ყველაფრით, კვების რეჟიმითაც კი. ადრე თუ ბოჰემური ცხოვრება მომწონდა, კლუბები, ახლა მირჩევნია, წავიდე სიწყნარეში საყვარელ ადამიანთან ერთად და ვიყო თავისუფლად, კომფორტულად. ალბათ, ჩემი პოპულარობაც გაიზარდა და ამის გამო, ბევრ რამეში შევიზღუდე თავი, საკუთარ კომფორტზე ვზრუნავ. გამოვცვალე მეგობრების წრე. ვინც ჩემს ცხოვრებაში არ იყო საჭირო, არ მაძლევდნენ პოზიტივს, გამოვცვალე. ამიტომ, მირჩევნია, მქონდეს კეთილ, თავისუფალ, კარგ ადამიანებთან ურთიერთობა, რომ არ დავიბინძურო ფსიქიკა. მე ასეთი უფრო მომწონს საკუთარი თავი. ადრე ძალიან გიჟი ვიყავი, თუმცა შინაურ წრეში ისევ ასეთი ვარ.
– ბავშვის თემაზეც ხშირად ლაპარაკობენ.
– როდესაც მეგობარი მამაკაცი მყავდა, ეს თემა ძალიან აქტუალური იყო და მეც მონდომებული ვიყავი. მაგრამ, ახლა არ ვარ ისე დალაგებული, როგორიც საკუთარი თავი წარმომიდგენია და შესაბამისად, არ ვარ ამისთვის მზად. თუმცა, ყველა პირობა წინასწარ მაქვს მოგვარებული. ჩემი ერთი ზარი და ეს თემა დაიწყება. ხომ ვიყავი ინდოეთში და ბავშვისთვის ყველაფერი მაქვს გაკეთებული. როგორც კი დედობისთვის ვიქნები მზად, ეს გადაწყდება.
– შენი ფოტოებიც სულ განხილვის საგანია. ამას სპეციალურად აკეთებ?
– სპეციალურად არ ვაკეთებ. როცა ზღვაზე ხარ, საცურაო კოსტიუმით იქნები და მეც ავტვირთე რამდენიმე ფოტო. მილიონობით გაზიარება მოჰყვა, განხილვები. ალბათ, არ ელოდებიან, რომ ასეთი ლამაზი ფორმები მაქვს, ლამაზი საჯდომი – „უიმე, რა ლამაზი საჯდომი გქონია“... ანუ ბევრი რამ არის, რაც ინტრიგაში აგდებს ადამიანებს. მე ვერთობი ამ ყველაფრით, ისევე როგორც, მაგალითად, წერია: გადადით ლინკზე, შიშველი კესარია და ასე შემდეგ. და შეიძლება, ეს აღმოჩნდეს 5 წლის წინანდელი ფოტო, სადაც ოდნავ მიჩანს მკერდი. მერე იწყება გარჩევები: რას ჰგავს, აწყობილია. სხვები პასუხობენ: ვერ ხედავთ, როგორი ლამაზია. მერე ბავშვობის ფოტოს დებს ვიღაც. ხვდებიან, რომ არ მაქვს სახეზე პლასტიკური ოპერაციები გაკეთებული. თან, მე მაკიაჟის ოსტატი ვარ, კარგად ვხატავ და შემიძლია, ისეთი მაკიაჟი გავიკეთო, სულ სხვანაირი გამოვჩნდე. ამიტომაც, ხშირად ვიცვლი მაკიაჟს.
– ფილმშიც გადაგიღეს. სამომავლოდაც აპირებ ამ კუთხით მუშაობას?
– სულ მეგონა, რომ სამსახიობო ნიჭი მქონდა, მაგრამ ამას უფრო ბევრი რამ სდომებია. ასეთ ფილმში არასდროს მითამაშია. სცენარი რომ მომიტანეს, ამდენი ფურცელი, გავგიჟდი: ამდენს რა ისწავლის-მეთქი. მერე გულით წავიკითხე, ჩავწვდი და ვითამაშე. რომ მგონია, უკომპლექსო ვარ, სექსის სცენის თამაში ძალიან გამიჭირდა. 50 კაცი რომ გიყურებს და შიშველი უნდა იყო; განასახიერო, რომ მართლა სექსი გაქვს, ჩემთვის რთული იყო. საბოლოოდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, რეჟისორიც კმაყოფილი დარჩა. იქ იყო გამოცდილი მსახიობი, თეატრალური განათლებით, მაგრამ ჩემმა ცხოვრებისეულმა მსახიობობამ გადაჯოკრა. თუმცა, მე ძალიან კრიტიკული ვარ საკუთარი თავის მიმართ და მომავალ ფილმებში რაღაცეებს აუცილებლად შევცვლი. გადასაღებ მოედანზეც ძალიან კარგი იყო, კარგად ვერთობოდი და ყველაზე კარგად გადაღებების პროცესი მახსენდება. მათი სახით, კარგი მეგობრებიც შევიძინე. სიამოვნებით ვითამაშებდი კიდევ სხვა ფილმში – მომეწონა, ჩემია. კიდევ არის რაღაცეები, მაგრამ ჯერჯერობით, ვნახოთ, რა იქნება.

скачать dle 11.3